აშკარაა, რომ საქართველომ საგრძნობლად წაიწია წინ NATO-ში ინტეგრაციის გზაზე — აპატურაი
NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაის თქმით, საქართველომ საგრძნობლად წაიწია წინ NATO-ში ინტეგრაციის გზაზე. აღნიშნულზე აპატურაიმ საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
"ჩვენ ასევე გავაგრძელებთ საქართველოს დახმარებას რეფორმების განხორციელებისა და ნატოსთან დაახლოების მიმართულებით. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი ამ რანგში მუშაობის 10 წლის მანძილზე, თუ შევადარებთ, იმ მდგომარეობას, რაც იყო მაშინ, როდესაც მე დავიწყე მუშაობა ამ პოზიციაზე და ახლა, აშკარაა, რომ საქართველომ საგრძნობლად წაიწია წინ ნატოში ინტეგრაციის გზაზე და ამის ბევრი მაგალითი შემიძლია დავასახელო. ჩემს ახალ პოზიციაზე დანიშვნის შემდეგაც გავაგრძელებ საქართველოსა და ჩვენი თანამშრომლობის მხარდაჭერას და ბედნიერი შევხდები საქართველოს, როდესაც ის გაივლის ღია კარის გზას", — ამბობს აპატურაი.
მისი თქმით, სამიტზე აღიარეს ის, თუ რამდენად შორს წავიდა საქართველო რეფორმების გატარებისა და NATO-სთან დაახლოების კუთხით.
"თუ შევადარებთ წინა სამიტის დეკლარაციას და ახლანდელს, აშკარად ჩანს რომ დოკუმენტი გახდა უფრო მკაფიო, დეტალებზე ორიენტირებული და ხდება გამოწვევების, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სირთულეების, მეტად აღიარება. ჩვენ დავსახეთ უფრო სიღრმისეული თანამშრომლობის დღის წესრიგი და ასევე შეხვედრაზე განვიხილეთ ამ მიმართულებით და ნატოს მეტი ჩართულობითა და მხარდაჭერით საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის მიმართ, წინსვლის გზები. ამასთან, ჩვენ ვისაუბრეთ თანამშრომლობის ახალ მიმართულებებზე, მათ შორის კიბერუსაფრთხოებაზე. მინდა ასევე გამოვხატო ნატოს მხრიდან დაფასება და მადლიერება საქართველოს იმ მნიშვნელოვანი, აქტიური როლისთვის, რომელსაც ქვეყანა თამაშობს რეგიონში. აღსანიშნავია, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის გადაჭრის მიმართულებით გაწეული დახმარება და ძალისხმევა უკეთესი რეგიონული თანამშრომლობისთვის. ამ მიმართულებით საქართველო წარმატებით თამაშობს უნიკალურ და გადამწყვეტ როლს. ამ როლს ვერც ერთი სხვა ქვეყანა ვერ ითამაშებს და ჩვენ მადლიერნი ვართ ამისთვის", — აცხადებს აპატურაი.
მისივე თქმით, მათთვის შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების სიტუაციის კუთხით თანამშრომლობის გაძლიერება აუცილებელია.
"ჩვენ ვიცით, რომ ეს სიტუაცია რუსეთის გამო უარესდება. ის გავლენას ახდენს ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებზე. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას და ინფორმაციის მიმოცვლას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით", — ამბობს ის.
NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი ამჟამად თბილისში იმყოფება და ოფიციალურ შეხვედრებს მართავს.
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
კომენტარები