ნაცვლიშვილი პრაიდზე: ყველას უნდა ჰქონდეს კონსტიტუციით გარანტირებული უფლების პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა
ლელოს ერთ-ერთი წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ყველა ადამიანს, ვისაც სურს, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლებით ისარგებლოს, უნდა ჰქონდეს ამის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა. ასე აფასებს ის On.ge-სთან საუბრისას პრაიდის კვირეულის ჩატარებას.
"საქართველოს კონსტიტუცია ამბობს, რომ ყველა ადამიანს, ყველას განურჩევლად მათ შორის, სექსუალური ორინეტაციისა, აქვს მშვიდობიანი შეკრების უფლება. ეს უფლება არ გაუქმებულა ეს უფლება არის კონსტიტუციით დაცული და ყველას, ვისაც უნდა ისარგებლოს მშვიდობიანი შეკრების უფლებით, უნდა ჰქონდეს კონსტიტუციით გარანტირებული უფლების პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა. ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება", — აცხადებს ის.
მისივე თქმით, პოზიცია, რომელიც ქართული ოცნების წარმომადგენლებმა პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით დააფიქსირეს, სამარცხვინოა.
"მთავარი პრობლემა ქართული ოცნების მმართველობის, ისევე როგორც წინა ხელისუფლების რა იყო, რომ არ სცემდნენ პატივს კანონს და ამაში იჭყლიტებოდა მოქალაქე და დღეს უმცირესობა გაიჭყლიტება ერთი ნიშნით, ხვალ სხვა ნიშნით გაიჭყლიტება უმცირესობა და ყველა ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს კონკრეტულ სიტუაციაში უმცირესობაში. ამიტომ შეიძლება ვერ შევთანხმდეთ სხვადასხვა თემაზე, მაგრამ ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ: ან გვინდა ვიყოთ სახელმწიფო, სადაც კანონი არის დაცული ან არ გვინდა და თუ არ გვინდა, ეს არის საშიში სიტუაცია და ეს საფრთხე ყველას დაემუქრება", — ამბობს ის.
- თუ რომელიმე ჯგუფის აქტივობის მიზანი პროვოკაციულია, ასეთი ქმედებისგან თავი ყველამ უნდა შეიკავოს — მდინარაძე პრაიდზე
- ერთი ხელით არ უნდა გასცე ნებართვა და მეორე ხელით არ უნდა უთხრა, ნუ ჩაატარებო — ხაზარაძე პრაიდზე
- მჯერა, რომ პოლიცია შეძლებს წესრიგის უზრუნველყოფას — ხვიჩია ღირსების მარშზე
- კარგი იქნება გაითვალისწინონ, რატომაა საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან აგრესია — მიქანაძე პრაიდზე
- თუ გრძნობ, რომ შეიძლება დაპირისპირება მოხდეს, მორალური ვალდებულება აქვთ, თავი შეიკავონ — მაჭარაშვილი პრაიდზე
- ნებისმიერი აქცია სახელმწიფოს მიერ დაცული უნდა იყოს ძალადობისგან — მეგრელიშვილი პრაიდზე
- იმის გათვალისწინებით, რა მოქმედებებიც უძღვის ხოლმე, მიზანშეწონილი არ იქნება, ჩატარდეს — ღუდუშაური პრაიდზე
- პაპუაშვილი პრაიდზე: თუ მათ რაიმე ქმედება სურთ, სურთ, მაგრამ ამავე დროს, ყველას აქვს უფლება, საკუთარი შეფასება ჰქონდეს
- მე თუ მკითხავთ, არ იყო ამის აუცილებლობა — ზარქუა პრაიდზე
- ხელისუფლების ვალდებულებაა, უსაფრთხოება იყოს დაცული, მწამს, ასეც იქნება — სარჯველაძე ღირსების მარშზე
28 ევროპარლამენტარმა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მოუწოდა, დაიცვას Tbilisi Pride-ის მონაწილეები და მათი გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უნივერსალური უფლების განხორციელება უზრუნველყოს.
წერილში საუბარია ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბოლოდროინდელი კომენტარზე, რომელმაც თქვა, რომ ღირსების მარში უნდა გაუქმებულიყო. ევროპარლამენტარების შეფასებით, ეს განცხადება ადამიანის უნივერსალურ უფლებებს ეწინააღმდეგება.
პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას აზრით, ევროპარლამენტარების მიმართვა საჭირო იქნებოდა, "ამის საფუძველი რომ არსებობდეს".
Tbilisi Pride 5 ივლისს ღირსების მარშს გამართავს, რომელიც კვირეულის ფარგლებში ეწყობა. მარშის სლოგანია "გამოდი სოლიდარობისთვის".
ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის ლიდერი, ლევან ვასაძე ღირსების მარშის გაუქმებას მოითხოვს და ხელისუფლებას ამისთვის 10-დღიან ვადა მისცა, რომელიც 25 ივნისს გავიდა.
გარდა ამისა, ვასაძე ქართული ოცნებისგან ისეთი კანონმდებლობის მიღებას მოითხოვს, რომელიც ქვიარ თემის გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდვას.
თბილისი პრაიდის მარშის ჩატარებაზე ლევან ვასაძის ულტიმატუმს მმართველი პარტიიდან თავდაპირველად გია ვოლსკი გამოეხმაურა და თქვა, რომ "ამის პოპულარიზაციისა და რეკლამირების" წინააღმდეგია.
ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "სრული კონტექსტის გათვალისწინებით", პრაიდის კვირეულის ჩატარებაზე უარი უნდა ეთქვათ.
ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა და საქართველოს პარლამენტის წევრმა, დავით სერგეენკომ კი ჰომოფობიურ განცხადება გააკეთა. ამასთან, პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით მან "ზომიერებისა" და "ნაკლები ენთუზიაზმისკენ" მოუწოდა.
ღირსების მარში თბილისში პირველად 2019 წლის ივლისში გაიმართა. ჰომოფობიურმა და ძალადობრივმა ჯგუფებმა მისი ჩაშლა მაშინაც სცადეს, თუმცა მარში მაინც ჩატარდა.
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
კომენტარები