8 რამ, რაც უნდა იცოდე, სანამ In The Heights-ს კინოთეატრში ნახავ
ზოგადად მაყურებლის გარკვეული ნაწილი, არ არის მიუზიკლების მოყვარული, ამიტომ უკეთესია თუკი სანამ კინოთეატრში შეხვალ და იქ საუბრის ნაცვლად სიმღერა დაგხვდება, ფილმის შესახებ რაღაც ინფორმაციას ფლობდე.
In The Heights ახალი ფილმია, რომლის ნახვაც უკვე შეგიძლია ქართულ კინოთეატრებში. ჩვენ კი მის შესახებ 8 ფაქტს გაგაცნობთ, რაც შენს გამოცდილებას უფრო საინტერესოს გახდის.
1. In The Heights-ის დებიუტი ბროდვეიზე შედგა
როგორც ბევრი სხვა მიუზიკლის, In The Heights-ის კარიერაც სწორედ ბროდვეიზე იწყება. მისი პრემიერა 2008 წელს შედგა და მიუზიკლმა მალევე მიიპყრო კრიტიკოსების ყურადღება.
2. მისი შემქმნელია ლინ მანუელ მირანდა
ლინ მანუელ მირანდა, ანუ როგორც მას მე ვეძახი, ადამიანი მზის სხივი, ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მიუზიკლი Hamilton შექმნა. დიდი ხნის განმავლობაში, სერიალების მოყვარულებისთვის, ის უცნაური პერსონაჟი იყო, რომელიც თქვენი საყვარელი სერიალის ერთ-ერთ ეპიზოდში ჩნდებოდა და რეპავდა.
მაგალითი 1: How I met your mother
მაგალითი 2: House MD
3. მთავარი როლის შემსრულებელი ჰამილტონის ვარსკვლავია
ლინ მანუელ მირანდას გარდა, მიუზიკლს ჰამილტონთან ენტონი რამოსიც აკავშირებს. ფილმის რეჟისორს მისი როლზე დამტკიცება არ სურდა, რადგან ნაკლებად ცნობილ მსახიობს ანიჭებდა უპირატესობას. მაგრამ როცა ფილმს ნახავ, თქვენც დარწმუნდები რომ რამოსი იდეალურად ერგება უსნავის როლს.
4. განსხვავებული გადაღების სტილი
ფილმში ორი მთავარი სასიყვარულო ისტორიაა, რომელსაც რეჟისორი სხვადასხვა სტილში იღებს. უსნავის და კლაუდიას ისტორია, ერთი გრძელო კადრითაა გადაღებული, ხოლო ნინასა და ბენის ისტორიას უფრო ზღაპრული სტილი აქვს, რაც კინოენის ჯადოსნურობის სიმბოლოა.
5. მიუზიკლი უხდება თბილისის ამინდს
თუკი ცხელმა დღეებმა დაგღალა, სწორედ ეს მიუზიკლია შენთვის. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც გრილი კინოთეატრიდან დიდ აუზში მოცეკვავე პერსონაჟებს უყურებ, რომლებიც ზუსტად ისე ებრძვიან სიცხეს, როგორც თქვენ.
6. მუსიკის განსხვავებული სტილი
In The Heights სხვა მიუზიკლებისგან იმით გამოირჩევა, რომ განსხვავებული მუსიკალური სტილი აქვს. ზოგადად, ძალიან იშვიათია მიუზიკლში პერსონაჟების რეპის მოსმენა. ლინ მანუელ მირანდას კი იდეალურად შეუძლია სხვადასხვა მუსიკალური ჟანრების ერთმანეთში შერწყმა.
7. West Side Story-ის მეზობელი მიუზიკლი
კინომიუზიკლების მოყვარულებისთვის წელს ძალიან დატვირთული წელია. გარდა In The Heights-სა, ეკრანზე West Side Story გამოდის, რომლის რეჟისორიც არც მეტი, არც ნაკლები სტივენ სპილბერგია. ორივე მიუზიკლი 2019 წელს გადაიღეს, გადასაღები მოედანი იმდენად ახლოს იყო ერთმანეთთან, რომ ხშირად West Side Story-ის ტექნიკა In The Heights-ის კადრშიც კი ჩანდა. როგორც ფილმის რეჟისორი ხუმრობს: "ხანდახან გვიწევდა დაგვეყვირა 'სტივენ სპილბერგ, გაიყვანე შენი მანქანა აქედან'".
8. კინოთეატრიდან ძალიან კარგ ხასიათზე გამოხვალთ
მიუზიკლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი დადებითი თვისება ჩვენი განწყობის ამაღლების უნარია. სხვა ფილმებს არც ეს ჩამოუვარდება. მუსიკა, ცეკვა, მხიარული პერსონაჟები, თემები, რომლებსაც ისინი განიხილავენ — ყველაფერი ჩვენი განწყობის ასამაღლებლად კეთდება. ამიტომ, მერწმუნეთ, კინოთეატრიდან ძალიან ბედნიერი გამოხვალთ.
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვასასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
-
გადახედვამთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვაპუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე პუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
კომენტარები