ვაქცინაციაზე რეგისტრაციის პორტალზე მასირებული კიბერშეტევა მიმდინარეობს — გაბუნია
ვაქცინაციისთვის დასარეგისტრირებელ ვებ-გვერდის გათიშვას ჯანდაცვის სამინისტრო სარეგისტრაციო პორტალზე მასირებული კიბერშეტევას უკავშირებს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ სარეგისტრაციო პორტალზე მასირებული კიბერშეტევა მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია იმედი ავრცელებს. ასევე, უნდა ითქვას, რომ გაბუნიას ჩაწერის შესაძლებლობა მხოლოდ რამდენიმე მედიის წარმომადგენელს მიეცა.
"ვაქცინაციის პორტალზე რეგისტრაციის დაწყება დღის პირველი ნახევრიდან იყო დაგეგმილი, თუმცა ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საიტზე მასირებული კიბერშეტევა მიმდინარეობს, რამაც პორტალის მუშაობა შეაფერხა. პროცესში შესაბამისი უწყებები არიან ჩართულები და მიმდინარეობს პრობლემის შეფასება იმისათვის, რომ უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში ეს ხარვეზი აღმოიფხვრას," — განუცხადა გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში მიწვეულ ნაწილი მედიების ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, რეგისტრაცია უახლოეს პერიოდში დაიწყება, როგორ პორტალის, ასევე, ვაქცინაციის პროცესში ჩართული დაწესებულებების ქოლცენტრების საშუალებით.
"ასევე, რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებაში და გადაწყვეტაში მოქალაქეებს დაეხმარებათ ცხელი ხაზი 15 22-ის სახით. ასევე, გაეშვება 144-ის კიდევ დამატებითი სერვისი, იმისთვის, რომ სატელეფონო კონსულტაციებისა და სატელეფონო გზით ჩაწერის შესაძლებლობა მოქალაქეს უფრო აქტიური ჰქონდეს", — ამბობს ის.
Sinopharm-ის ახალ დოზაზე რეგისტრაცია დღეს 12:00 უნდა დაწყებულიყო, თუმცა მსურველებს, ამ დროისათვის [14:14], ვებ-გვერდზე არსებული ხარვეზის გამო რეგისტრაციის გავლა არ შეუძლიათ. პორტალზე, booking.moh.gov.ge, სადაც დოზის დაჯაშვნა ხდება წერია: "გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს ტექნიკური განახლება. ბოდიშს გიხდით დროებითი შეფერხებისთვის".
საქართველოში ჩინური ვაქცინების, Sinopharm-ისა და Sinovac-ის მილიონი დოზა გუშინ, 2 ივნისს ჩამოვიდა. პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იგეგმება, რომ დღეში 20-25 000 აცრა ჩატარდეს.
საქართველოში კორონავირუსზე ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ბოლო მონაცემებით, სულ აცრილია — 266 161 ადამიანი, დღიურად — 1 246.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
კომენტარები