სილვია პლათის პირადი წერილები პოეტის სხვა ნივთებთან ერთად აუქციონზე გაიყიდება
ცნობილი ამერიკელი პოეტის, სილვია პლათის, წერილებსა და პირად ნივთებს, მათ შორის ქორწინების ბეჭედს, ფოტოალბომსა და ტედ ჰიუზის ჩანახატებს, აუქციონზე გასაყიდად გამოიტანენ.
Sotheby’s-ის აუქციონზე პოეტის კუთვნილ 55 ნივთს გამოიტანენ. ამ ნივთებთან ერთად, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს პლათის წერილები მის ქმართან, ასევე ცნობილ პოეტ ტედ ჰიუზთან, რომელთანაც სილვიას დიდი ხნის განმავლობაში აკავშირებდა რომანტიკული ურთიერთობა.
აუქციონის წარმომადგენელი, გებრიელ ჰიტონი ამბობს, რომ გასაყიდად გამოტანილი ნივთები პლათის შემოქმედებით განვითარებაზე, ტედისადმი მის სიყვარულსა და პოეტის განსაკუთრებულ იუმორის გრძნობაზე ჰყვება.
ჰიუზისათვის გაგზავნილი 32 წერილი 1956 წლიდან 1961 წლამდე პერიოდით თარიღდება.
"აქ არის ურთიერთობის დასაწყისი, სადაც სილვია ძალიან, ძალიან შეყვარებულია. იგი აღფრთოვანებულია მათი კავშირით და მომავლით. თუმცა, წერილებით ასევე შეიტყობთ, რომ ეს კავშირი შემოქმედებითიც იყო — როგორ მუშაობდნენ და ფიქრობდნენ ისინი ერთად", — ამბობს ჰიტონი.
აღსანიშნავია, რომ პლათის პირადი წერილები რამდენიმე წლის წინ ორ ტომადაც გამოიცა.
ნივთებს შორისაა სილვიას ოჯახური ფოტოალბომი, სადაც მისი და ჰიუზის ამერიკაში მოგზაურობის და მეგობრებთან, მათ შორის თომას ელიოტთან შეხვედრის ფოტოებია ჩაკრული, ქვეშ პოეტის გაკეთებული მინაწერებით. ამ მოგზაურობას, რომელიც წყვილის თაფლობისთვით იწყება, ჰიუზი, მოგვიანებით, ხშირად ახსენებდა პირად წერილებში.
გარდა ამისა, აუქციონზე გაიყიდება ჰიუზის ჩანახატები და პლათის კუთვნილი ტაროს კარტის შეკვრა, რომელიც მას ტედმა აჩუქა.
აუქციონი 9 ივლისს გაიხსნება.
სილვია და ტედი ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წყვილი იყო. ორი სახელგანთქმული ამერიკელი პოეტი ერთად რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა. მათ ორი შვილიც ჰყავდათ, თუმცა, მას შემდეგ, რაც ტედმა ურთიერთობა სხვა ქალთან დაიწყო, პლათი მას გაშორდა და ბავშვებზე ზრუნვა მარტომ განაგრძო. ამ პერიოდიდან პოეტის მენტალური მდგომარეობა გაუარესდა, რაც, საბოლოოდ, 1963 წელს თვითმკვლელობით დასრულდა.
პლათის წიგნები, მათ შორის სიკვდილის შემდეგ გამოცემული პოეტური კრებული არიელი (1965) და ერთადერთი, ნახევრად ავტობიოგრაფიული რომანი, ზარხუფი (1963) სიღრმისეულად აღწერს მის შინაგან სამყაროს, მენტალურ პრობლემებსა და დამოკიდებულებებს სხვადასხვა საკითხის, მათ შორის, ქალის სოციალური როლისადმი. ამის გამო, სილვიას ფემინისტურ ლიტერატურაში განსაკუთრებული ადგილი უკავია.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები