სავალალო ილუსტრაციაა იმისა, რომ ლგბტ ადამიანები მუქარებს აწყდებიან — მიატოვიჩი
ადამიანის უფლებათა კომისრის, დუნია მიატოვიჩის განცხადებით, თბილისი პრაიდის დროს აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობა სავალალო ილუსტრაციაა იმისა, რომ ლგბტ ადამიანები საქართველოში განმეორებით მუქარებს აწყდებიან.
"ძალადობა აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ #TbilisiPride21-ის დროს არის სავალალო ილუსტრაცია იმისა, რომ #LGBTI ადამიანები აწყდებიან განმეორებით მუქარებს საქართველოში. ხელისუფლების ვალდებულებაა დაიცვას ადამიანის უფლებები, მათი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, დაიცვას დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოება და დასაჯოს თავდამსხმელი დამნაშავეები", — წერს მიატოვიჩი ტვიტერზე.
ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების კონტრაქციაზე მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა. მათ თავს ძალადობრივი ჯგუფები დაესხნენ და ტექნიკაც დაუზიანეს. ჟურნალისტების ნაწილი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
- ჰომოფობიური და ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები On.ge-ს ჟურნალისტს დაუპირისპირდნენ
- ვიდეო: ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილე ჟურნალისტებს სკუტერით მიზანმიმართულად ეჯახება
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღის ბოლოს დაკავებულების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. უწყებაში ამბობენ, რომ ძალადობის შემთხვევა 55 პირის მიმართ გამოვლინდა, ამათგან 53 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელია. რაც შეეხება დაკავებულებს, ამ ეტაპზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულია მხოლოდ 8 პირი. სისხლის სამართლებრივად რამდენიმე შემთხვევაზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა ჯერ არავინ დაუკავებიათ.
მედიის დაშავებული წარმომადგენლები კლინიკაში მოინახულა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტმა მათ სოლიდარობა გამოუცხადა, დაგმო ძალადობა და შეშფოთება გამოთქვა დღეს თბილისში განვითარებული მოვლენების გამო.
თბილისი პრაიდის კვირეული დღეს, 5 ივლისს ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო, თუმცა თბილისი პრაიდმა განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ ღირსების მარში სოლიდარობისთვის დღეს აღარ ჩატარდება. აქამდე კვირეულის ფარგლებში კინოჩვენება და ფესტივალი ჩატარდა, რომლის ჩაშლა ჰომოფობებმა სცადეს, თუმცა არ გამოუვიდათ. ორივე შემთხვევაში პერიმეტრს პოლიცია იცავდა.
დღეს ჰომოფობიური ჯგუფები პარლამენტის წინ, ქაშუეთის ეკლესიასთან და რუსთაველის თეატრთან შეიკრიბნენ და იმუქრებოდნენ, რომ ღირსების მარშის ჩატარებას არ დაუშვებენ.
ამ კონტრაქციის მონაწილეები და ორგანიზატორები არიან: საპატრიარქო, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, პრორუსული ალტ-ინფო და სხვა ძალადობრივი ჯგუფები. გარდა ამისა, ეკლესიის ორგანიზებით შეკრებაზე მიიყვანეს ბავშვებიც. საპატრიარქოს ამ განცხადების გამო აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და თბილისი პრაიდის ორგანიზატორები. ისინი ეკლესიას ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებენ.
პრაიდს მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოში აკრედიტებულმა არაერთმა საელჩომ, ასევე პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკოსებმა — კონგრესმენებმა და ევროპარლამენტარებმა. ასევე, პრაიდს მხარს უჭერენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი პოლიტიკოსები. თუმცა, პრაიდს არ აქვს მმართველი გუნდის მხარდაჭერა. მათი ლიდერები ჰომოფობიურ და ძალადობის წამხალისებელ განცხადებებს ავრცელებენ და ამბობენ, რომ ღირსების მარშის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის.
ამავე თემაზე:
-
გადახედვამეცნიერებმა მაღალი IQ მემარცხენე იდეოლოგიის ქონას დაუკავშირეს — კვლევა მეცნიერებმა მაღალი IQ მემარცხენე იდეოლოგიის ქონას დაუკავშირეს — კვლევა
-
გადახედვაზურა ჯაფარიძე: პოლიციამ სახლიდან წაიყვანა გიორგი მოსიაშვილი, გირჩი ტვ-ს თანამშრომელი, არ ვიცით სად ჰყავთ, რას ედავებიან ზურა ჯაფარიძე: პოლიციამ სახლიდან წაიყვანა გიორგი მოსიაშვილი, გირჩი ტვ-ს თანამშრომელი, არ ვიცით სად ჰყავთ, რას ედავებიან
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძის თქმით, მასზე თავდასხმა სცადეს ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მასზე თავდასხმა სცადეს
-
გადახედვაგახარიას პარტიის დეპუტატებმა, მუქარის ფაქტის გამოძიებისთვის, პროკურორს მიმართეს გახარიას პარტიის დეპუტატებმა, მუქარის ფაქტის გამოძიებისთვის, პროკურორს მიმართეს
-
-
გადახედვა15 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლით, 134 დაკავებული პირის შესახებ შემოვიდა შეტყობინება — საია 15 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლით, 134 დაკავებული პირის შესახებ შემოვიდა შეტყობინება — საია
-
გადახედვასერიალ Baby Reindeer-ის რეალური სტალკერი ნეტფლიქსისთვის ჩივილს აპირებს სერიალ Baby Reindeer-ის რეალური სტალკერი ნეტფლიქსისთვის ჩივილს აპირებს
-
გადახედვარატი ბრეგაძეს თავისი გერმანელი პროფესორი სწერს, გაიწვიონ რუსული კანონი რატი ბრეგაძეს თავისი გერმანელი პროფესორი სწერს, გაიწვიონ რუსული კანონი
-
გადახედვაუჩა აბაშიძე პოლიციელების მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბრობს — სახალხო დამცველის აპარატი უჩა აბაშიძე პოლიციელების მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბრობს — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაბეჭდების მბრძანებლის ახალი ფილმების მთავარი გმირი გოლუმი იქნება ბეჭდების მბრძანებლის ახალი ფილმების მთავარი გმირი გოლუმი იქნება
-
გადახედვა"ახალგაზრდების და ბერბიჭაშვილის შორის ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერ ადამიანისთვის სირცხვილი იქნებოდა" — ზურაბიშვილი "ახალგაზრდების და ბერბიჭაშვილის შორის ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერ ადამიანისთვის სირცხვილი იქნებოდა" — ზურაბიშვილი
-
გადახედვა"გოჩა ჯავახიშვილმა, შეურაცხყოფა მიაყენა როგორც სახელმწიფოს, ისე უწყებას, რომელშიც მრავალი წელი იმსახურა" — დარჩიაშვილი "გოჩა ჯავახიშვილმა, შეურაცხყოფა მიაყენა როგორც სახელმწიფოს, ისე უწყებას, რომელშიც მრავალი წელი იმსახურა" — დარჩიაშვილი
-
გადახედვადემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირების მიზნით, თბილისის დინამოს გულშემატკივართა გაერთიანება მოძრაობას აფუძნებს დემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირების მიზნით, თბილისის დინამოს გულშემატკივართა გაერთიანება მოძრაობას აფუძნებს
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩეველში, ოცნების მხარდაჭერა 73,8% იყო, ხოლო საშუალო ინტელექტის მქონე ამომრჩეველში — მხოლოდ 45,6% ირაკლი კობახიძე: მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩეველში, ოცნების მხარდაჭერა 73,8% იყო, ხოლო საშუალო ინტელექტის მქონე ამომრჩეველში — მხოლოდ 45,6%
-
გადახედვაუჩა აბაშიძის სახლში ამოღებული იარაღი, ძირითადად, სათამაშოა, ტყვიები კი პლასტმასის — ლია თოდუა უჩა აბაშიძის სახლში ამოღებული იარაღი, ძირითადად, სათამაშოა, ტყვიები კი პლასტმასის — ლია თოდუა
-
გადახედვაყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე
-
გადახედვაათონელის ქუჩაზე, ევროპის დღის აღსანიშნავი კონცერტი, ჭავჭავაძის გამზირზე განვითარებული პროცესების გამო შეწყდა — პრეზიდენტის ადმინისტრაცია ათონელის ქუჩაზე, ევროპის დღის აღსანიშნავი კონცერტი, ჭავჭავაძის გამზირზე განვითარებული პროცესების გამო შეწყდა — პრეზიდენტის ადმინისტრაცია
-
გადახედვასახალხო დამცველის აპარატის განცხადება ბლოგერ და ჟურნალისტ უჩა აბაშიძის დაკავებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატის განცხადება ბლოგერ და ჟურნალისტ უჩა აბაშიძის დაკავებასთან დაკავშირებით
-
გადახედვაუჩა აბაშიძის დაკავების შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს უჩა აბაშიძის დაკავების შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვანოდარ მელაძე — ტელეკომპანია პირველთან არის ჩასაფრება, გარე ტერიტორიაზე დგას 2 ჯიპი, ნიღბიანი ადამიანებით ნოდარ მელაძე — ტელეკომპანია პირველთან არის ჩასაფრება, გარე ტერიტორიაზე დგას 2 ჯიპი, ნიღბიანი ადამიანებით
-
გადახედვაიმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით იმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით
კომენტარები