საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია გაიმართა
5 ივლისს თბილისში ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებმა სოლიდარობა გამოუცხადეს. "არა ძალადობას, მოგვეცით მუშაობის საშუალება" — ამ სლოგანით გამართეს საპროტესტო აქცია იმერეთში მოქმედმა მედია საშუალებების წარმომადგენლებმა ქუთაისში.
კოლეგებს სოლიდარობა გამოუცხადეს გორშიც. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, საპროტესტო აქცია შს სამხარეო სამმართველოს წინ გაიმართა და ჟურნალისტებმა სახელმწიფოსგან დროული რეაგირება მოითხოვეს.
ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტები დაგმეს და მოძალადეების დასჯა მოითხოვეს ზუგდიდში.
მხარდასაჭერი აქცია გაიმართეს მარნეულელებმაც.
საპროტესტო აქცია გაიმართა ბათუმშიც.
ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების კონტრაქციაზე მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა. მათ თავს ძალადობრივი ჯგუფები დაესხნენ და ტექნიკაც დაუზიანეს. ჟურნალისტების ნაწილი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
- ჰომოფობიური და ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები On.ge-ს ჟურნალისტს დაუპირისპირდნენ
- ვიდეო: ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილე ჟურნალისტებს სკუტერით მიზანმიმართულად ეჯახება
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღის ბოლოს დაკავებულების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. უწყებაში ამბობენ, რომ ძალადობის შემთხვევა 55 პირის მიმართ გამოვლინდა, ამათგან 53 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელია. რაც შეეხება დაკავებულებს, ადმინისტრაციული წესით 8 ადამიანის დაკავების შემდეგ, შსს-მ 6 ივლისს კიდევ 3 ადამიანის დაკავების შესახებ განაცხადა. შსს-ს ინფორმაციით, ისინი მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე არიან დაკავებულები.
მედიის დაშავებული წარმომადგენლები კლინიკაში მოინახულა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტმა მათ სოლიდარობა გამოუცხადა, დაგმო ძალადობა და შეშფოთება გამოთქვა განვითარებული მოვლენების გამო.
თბილისი პრაიდის კვირეული 5 ივლისს ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო, თუმცა თბილისი პრაიდმა განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ ღირსების მარში სოლიდარობისთვის 5 ივლისს აღარ ჩატარდება. აქამდე კვირეულის ფარგლებში კინოჩვენება და ფესტივალი ჩატარდა, რომლის ჩაშლა ჰომოფობებმა სცადეს, თუმცა არ გამოუვიდათ. ორივე შემთხვევაში პერიმეტრს პოლიცია იცავდა.
ჰომოფობიური ჯგუფები პარლამენტის წინ, ქაშუეთის ეკლესიასთან და რუსთაველის თეატრთან შეიკრიბნენ და იმუქრებოდნენ, რომ ღირსების მარშის ჩატარებას არ დაუშვებენ.
ამ კონტრაქციის მონაწილეები და ორგანიზატორები არიან: საპატრიარქო, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, პრორუსული ალტ-ინფო და სხვა ძალადობრივი ჯგუფები. გარდა ამისა, ეკლესიის ორგანიზებით შეკრებაზე მიიყვანეს ბავშვებიც. საპატრიარქოს ამ განცხადების გამო აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და თბილისი პრაიდის ორგანიზატორები. ისინი ეკლესიას ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებენ.
პრაიდს მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოში აკრედიტებულმა არაერთმა საელჩომ, ასევე პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკოსებმა — კონგრესმენებმა და ევროპარლამენტარებმა. ასევე, პრაიდს მხარს უჭერენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი პოლიტიკოსები. თუმცა, პრაიდს არ აქვს მმართველი გუნდის მხარდაჭერა. მათი ლიდერები ჰომოფობიურ და ძალადობის წამხალისებელ განცხადებებს ავრცელებენ და ამბობენ, რომ ღირსების მარშის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
კომენტარები