გუშინდელ ქმედებებს არ შეიძლება ჰქონდეს გამართლება და ეს ის შემთხვევაა, როცა ვერ ვიტყვით "მაგრამ" — კუჭავა
პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, გუშინ განვითარებული ძალადობრივი მოვლენები ის ქმედებებია, რომელსაც გამარლება არ აქვს და არ შეიძლება მოყვებოდეს "მაგრამ". მისი თქმით, ამის გამართლება შეუძლებელია და საჭიროა მკაცრი რეაგირება.
კუჭავამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ძალადობის ფაქტები ასახულია კადრებზე და საჭიროა დროული იდენტიფიცირება, თუმცა მას არ უსაუბრია იმაზე, რომ ამავე კადრებში ჩანს პოლიციელები, რომლებიც მოძალადეებს არ აკავებენ.
"რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, არ ვიცი რა დავარქვა, ეს იყო სამარცხვინო უბრალოდ, ის, რაც ჩვენ ქვეყანას არ ეკადრება. ქმედებები, რომელსაც არ შეიძლება ქონდეს გამართლება და ეს ის შემთხვევაა როცა ვერ ვიტყვით მაგრამ, არანაირი მაგრამ, არ შეიძლება გამართლებული იქნას ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ და აუცილებლად დასაგმობია ყველას მხრიდან. ჩვენ ისტორიულად ქვეყანას გვაერთიანებს სიყვარული და ჩვენი რელიგია, რომელიც მოგვიწოდებს მხოლოდ ერთმანეთის პატივისცემისკენ.
ის რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, მითუმეტეს რელიგიის სახელით განხორციელებული ეს ქმედებები, უბრალოდ მიუღებელი არის. მართლა არ მესმის, 10-10 კაცი რომ 1-1-ს დასდევენ, ამას ან კაცობა ქვია, ან ვაჟკაცობაში თვლიან, ან ვისი სახელით აკეთებენ ამას. მითუმეტეს, განსაკუთრებით მიუღებელია, როცა ჟურნალისტებზე ხდება თავდასხმები, ჟურნალისტებზე, ოპერატორებეზე — ადამიანები, რომლებიც თავის საქმეს აკეთებენ. არავის არ აქვს უფლება და არც უნდა მიეცეს ვინმეს იმის საშუალება, რომ შეაფერხონ მათი საქმიანობა.
მიუხედავად იმისა, რომ მე თავიდანვე გავაკეთე განცხადება, კადრები რაც ვიხილე, შეუძლებელია, ნებისმიერი ადამიანისგან ეს იყოს ცოტათი მაინც მოწონებაზე აღარ ვამბობ, მკაცრად გაკრიტიკებული არ იყოს", — განაცხადა მან.
კუჭავამ აღნიშნა ისიც, რომ ქვეყანაში სიძულვილის ადგილი არ არის და განვითარებული მოვლენები, მათ შორის, დროშის ჩამოსხსნა, ოფისების დარბევა, არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება.
"არ აქვს მსგავს სიძულვილს ადგილი ჩვენს ქვეყანაში. აქ არ არის საუბარი მხოლოდ ჟურნალისტებზე, ტურისტიც კი დაზარალდა, დაჭრილი არის როგორც ვივი. ჩვეულებრივ მოქალაქეებს ქუჩაში დასდევდნენ. მე მინდა ამ ადამიანებს ვკითხო, ხვალ მათი შვილები შეიძლება იყვნენ ოპერატორები და ჟურნალისტები და რა ქნან, უნდა გაამართლონ მათ შვილებზე ასეთი ქმედება? ეს ყოვლად მიუღებელია. აქ ერთადერთი გამოსავალი არის და შემდეგი ნაბიჯი მკაცრი რეაგირება. იდენტიფიცირება ყველა იმ ადმიანის, ვინც ამ ძალადობაში იღებდა მონაწილეობას და მკაცრი რეაგირება, უნდა დაისაჯოს ყველა, სხვანაირად ჩვენ ვერ განვვითარდებით. [...]
მე მეეჭვება ვინმე ამ დარბაზში ან საერთოდ, ვინც წინაღმდეგი იქნება ან ცოტა მაინც, მაგრამ სიტყვას დაუმატებს ჩემს განცხადებას", — წერს ის.
გუშინ, 5 ივლისს, ძალადობრივ კონტრაქციაზე ჰომოფობიური და მოძალადე ჯგუფები ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ტექნიკაც დაუზიანეს. ჟურნალისტების ნაწილი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. შსს-ს ინფორმაციით, სულ ძალადობის 55 ფაქტი გამოვლინდა და მათ შორის 53 მედიის წარმომადგენელია. დღის განმავლობაში პოლიციას არავინ დაუკავებია. კონტრაქციაზე მობილიზებული იყო არასაკმარისი სამართალდამცავი და პოლიციელებს ტერიტორიიდან გაჰყავდათ არა მოძალადეები, არამედ ჟურნალისტები. დღის ბოლოს შსს-მ თქვა, რომ დაკავებული იყო მხოლოდ 8 პირი და ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით.
მედიის დაშავებული წარმომადგენლები კლინიკაში მოინახულა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტმა მათ სოლიდარობა გამოუცხადა, დაგმო ძალადობა და შეშფოთება გამოთქვა დღეს თბილისში განვითარებული მოვლენების გამო.
თბილისი პრაიდის კვირეული 5 ივლისს ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო, თუმცა ორგანიზატორებმა განცხადება გაავრცელეს და თქვეს, რომ ღირსების მარში სოლიდარობისთვის დღეს აღარ ჩატარდება. აქამდე კვირეულის ფარგლებში კინოჩვენება და ფესტივალი ჩატარდა, რომლის ჩაშლა ჰომოფობებმა სცადეს, თუმცა არ გამოუვიდათ. ორივე შემთხვევაში პერიმეტრს პოლიცია იცავდა.
ჰომოფობიური ჯგუფები პარლამენტის წინ, ქაშუეთის ეკლესიასთან და რუსთაველის თეატრთან შეიკრიბნენ და იმუქრებოდნენ, რომ ღირსების მარშის ჩატარებას არ დაუშვებენ. ისინი თავს დაესხნენ სირცხვილიას და თბილისი პრაიდის ოფისებს, ასევე, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი საშუალება შეაგდეს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისში, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა.
ამ კონტრაქციის მონაწილეები და ორგანიზატორები არიან: საპატრიარქო, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, პრორუსული ალტ-ინფო და სხვა ძალადობრივი ჯგუფები. გარდა ამისა, ეკლესიის ორგანიზებით შეკრებაზე მიიყვანეს ბავშვებიც. საპატრიარქოს ამ განცხადების გამო აკრიტიკებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და თბილისი პრაიდის ორგანიზატორები. ისინი ეკლესიას ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებენ.
პრაიდს მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოში აკრედიტებულმა არაერთმა საელჩომ, ასევე პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკოსებმა — კონგრესმენებმა და ევროპარლამენტარებმა. ასევე, პრაიდს მხარს უჭერენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი პოლიტიკოსები. თუმცა, პრაიდს არ აქვს მმართველი გუნდის მხარდაჭერა. მათი ლიდერები ჰომოფობიურ და ძალადობის წამხალისებელ განცხადებებს ავრცელებენ და ამბობენ, რომ ღირსების მარშის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები