ალდაგმა კომპანია Marine Shipping & Forwarding-თან სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო
სადაზღვევო კომპანია ალდაგმა სატრანსპორტო-საექსპედიტორო კომპანია Marine Shipping & Forwarding-თან სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო, რაც გადამზიდავი კომპანიებისთვის კიდევ უფრო გაუმჯობესებული სერვისების შეთავაზებას გულისხმობს.
ამ პარტნიორობის ფარგლებში ბათუმის ფილიალში ალდაგმა საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა, სადაც საუბარი იყო ტვირთებისა და გადამზიდავი კომპანიების პასუხისმგებლობის დაზღვევაზე. შეხვედრის მიზანი იყო დაზღვევის როგორც მიმდინარე, ასევე ახალი პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რათა პარტნიორ კომპანიებს უკეთესი პირობები შესთავაზონ და ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული რისკები დააზღვიონ.
Marine Shipping & Forwarding-ი ბაზარზე 11 წელზე მეტია, ოპერირებს. ქვეყნის მასშტაბით კომპანია წარმოდგენილია სამი ფილიალით, ხოლო სომხეთში — 1 ფილიალით. კომპანია საერთაშორისო ორგანიზაციების Marco Polo & GLA Family-ს წევრია.
"10 წელიწადზე მეტია, წარმატებით ვთანამშრომლობთ სადაზღვევო კომპანია ალდაგთან. ვსარგებლობთ არაერთი სადაზღვევო პროდუქტით, მათ შორისაა გადამზიდავის პასუხისმგებლობის დაზღვევა, კონტეინერების ძარის, თანამშრომლების ჯანმრთელობის, კომპანიის ბალანსზე არსებული მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ტვირთების დაზღვევები. ზოგადად, ეს დარგი სწორ დაგეგმვას და ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს საჭიროებს, სწორედ ამიტომ ვირჩევთ ალდაგს, რათა მაღალი ხარისხით შევძლოთ მომსახურების გაწევა ჩვენი პარტნიორებისა და დამკვეთებისთვის", — განაცხადეს კომპანია Marine Shipping & Forwarding-ში.
Marine Shipping & Forwarding პარტნიორ კომპანიებს სთავაზობს როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო გადაზიდვებს სარკინიგზო, საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო გზით, ასევე სასაწყობე, საბაჟო და საბროკერო მომსახურებას.
ალდაგი კორპორაციული დაზღვევის მიმართულებით წამყვანი კომპანიაა საქართველოში. 2021 წელს მან მიიღო საქართველოში ბიზნესის საუკეთესო მზღვეველი კომპანიის სტატუსი გლობალური გამოცემა Global Banking&Finance Review-სგან. მხოლოდ 2020 წელს კორპორაციული კლიენტებისთვის ალდაგს 65 მილიონი ლარი აქვს ანაზღაურებული. ალდაგის საერთაშორისო პარტნიორებს შორის არიან მსოფლიოში უმსხვილესი გადამზღვევი კომპანიები: HANNOVER RE, TRANS RE, SWISS RE, Generali, Zurich, AXA XL, AIG და LLOYD’S OF LONDON.
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
კომენტარები