მეუფე იოანე ამტკიცებს, რომ 5 ივლისს ფორმულას ჟურნალისტმა, რატი წვერავამ "საროჩკა" თვითონ შემოიხია და ჩხუბი დაიწყო.

"საოცარია, ეუბნები იმას, რომ აქ ნუ მოხვალ. არა, მე მინდა აქ მოვიდე. არა, გთხოვ, ნუ მოხვალ. ეს ზონა შენთვის არ არის. არა, აქ მინდა მოვიდე. გაჰყავთ, რატომ გაგყავართ, ხელით შემეხეთო და წიხლებს იყრევინება. უარესს იწვევს აგრესიას. ცივ წყალს ასხამენ და იძახის, რომ 200 მეტრი მიწაზე მათრიესო. გამოგაგდეს, წადი აქედან. "საროჩკა" სველი ჰქონდა წყლისგან, შემოიხია გადააგდო და გაიქცა ქუჩის მეორე მხარეს და დაიწყო ჩხუბი. იძახის, მღვდელმა მე არ მიშველა, არ დამეხმარაო, რაში დაგეხმარო? შენთან ერთად ვლნაძღო გარშემო ხალხი თუ როგორ დაგეხმარო? შენ ელემენტარული ეთიკური ნორმები საზოგადოებაში ქცევისა დაარღვიე და ითხოვ პატივისცემას?", — ამბობს მიტროპოლიტი.

ფორმულას ჟურნალისტს, რატი წვერავას ჰომოფობიურმა და ძალადობრივმა ჯგუფის წევრებმა 5 ივლისს გამართულ ძალადობრივ კონტრაქციაზე სცემეს. ჟურნალისტის თქმით, მას სასულიერო პირები ურტყამდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. სრულად დამტვრეულია ტექნიკაც. როგორც რატი წვერავამ On.ge-სთან ისაუბრა, მასზე ძალადობას უყურებდა მეუფე იაოანე გამრეკელი, თუმცა რეაქცია არ ჰქონია.