გაბუნიას თქმით, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე კლინიკის 2 თანამშრომელი გათავისუფლდა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ახალციხის კლინიკაში გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმეზე კლინიკის 2 თანამშრომელი გაათავისუფლეს.
"რა პირობით მოხდა გათავისუფლება, ეს არის დროებითი ხელშეკრულების შეჩერება თუ რაიმე სხვა პირობა, ამასთან დაკავშრებით ინფორმაცია მე დაზუსტებული არ მაქვს, თუმცა საბჭოს რეკომენდაცია ეს ნამდვილად იყო.
ამ შემთხვევაში იყო საუბარი იმ ექიმებზე, ვინც იყო ჩართული პროცესში და ვის მიმართაც დაისვა ეს, შეიძლება, ორი ან სამი კოლეგა. ნაწილი იქ აღარ მუშაობდა, იქ ვინც დარჩა ამათთან მიმართებაში ნამდვილად არაეთიკურად ჩაითვალა ის საკითხი, რომ მიუხედავად ასეთი ტიპის პროცედურული გადაცდომებისა, კოლეგები აგრძელებდნენ მუშაობას იგივე დაწესებულებაში რეაგირების გარეშე. ვფიქრობ, ორი შემთხვევა იყო ასეთი", — თქვა მან.
ახალციხელი ექთანი, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა, 19 მარტს გარდაიცვალა. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
18 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალციხეში ექთანი AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მას სავარაუდოდ, ანაფილაქსიური რეაქცია ჰქონდა.
ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ და NCDC-ის დირექტორმა აღნიშნეს, რომ, შესაძლოა, ეს იყოს ვაქცინის გვერდითი ეფექტი, თუმცა ამის დასადგენად მიმდინარეობს კვლევა. ამის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროში ექსპერტებმა AstraZeneca-ს ვაქცინის სამომავლო გამოყენებაზე იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ ამ პრეპარატით აცრა არ შეჩერდება.
გაბუნიამ აღიშნა ისიც, რომ AstraZeneca-ს ვაქცინას მსგავს გვერდით რეაქცია აქვს უკვე დაფიქსირებული — ბრიტანეთის მონაცემებით, 5 მილიონი შემთხვევიდან 41 იყო მსგავსი ანაფილაქსიური გვერდითი რეაქცია. მანვე აღნიშნა, რომ ვაქცინის რისკი მის სარგებელთან შედარებით ყოველთვის ნაკლებია.
ამავე თემაზე:
- რა გავიგეთ ახალციხეში მომხდარ ამბავზე და როგორია ექთნის მდგომარეობა
- შესაძლოა, დაკავშირებულია ვაქცინასთან, დაწყებულია კვლევა — გაბუნია ახალციხელ ექთანზე
- არ ვიცით ეს იყო ალერგიული თუ სხვა ტიპის რეაქცია, უფრო ჰგავდა ანაფილაქსიურ რეაქციას — გამყრელიძე ახალციხეში აცრილ ექთანზე
- ანაფილაქსიური შოკი არის აბსოლუტურად ყველა სახის ვაქცინის შესაძლო, იშვიათი გვერდითი ეფექტი — ზურაბ გურული
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
კომენტარები