TV პირველისა და მთავარი არხის ჟურნალისტებზე თავდასხმისთვის გამო 5 ივლისს გამართული ძალადობრივი კონტრაქციის 4 მონაწილეს — აკაკი ნაკაშიძეს, თემურ ხარაულს, თორნიკე დავლაშელიძესა და ილია ქებაძეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლო სხდომაზე პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე გირაოს.

როგორც ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ილია ქებაძემ თქვა, მას არანაირი ძალადობა არ განუხორციელებია და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

"არანაირო ძალადობა არ განმიხორციელებია, უბრალოდ იქ ვიუავი. არც ჟირნალსიტებზე მიძალადოა და არავისზე მიძალადია. უდანაშაულო ვარ", — ამბობს ქებაძე.

ნაკაშიძის თქმით, მას თავისი აზრის დაფიქსირება სურდა, როგორც მართლმადიდებლის.

"ჩემი აზრი მინდოდა დამეფიქსირებინა, როგორც მართლმადიდბელი კაცის და მერე ქაოსმა მოიცვა ყველაფერი [...] ემოციებიდან გამომდინარე მოხდა", — თქვა ნაკაშიძემ.

თორნიკე დავლაშელიძემ სხდომაზე თქვა, რომ მას არ ახასიათებს მსგავსი რაღაცები და რაც შეეხება ძალადობას, მას არავის მიმართ არ განუხორციელებია.

"ჩემი ცხოვრებისეული წესიდან გამომდინარე, სადაც ვყოფილვარ საზოგადოებაში, ვერავინ იტყვის რომ მკვლელი ვარ, ქურდი ვარ, ყაჩაღი ვარ, საერთოდ არ მახასიათებს ასეთი რაღაცები... რაც შეეხება ძალადობას, არავის მომართ განმიხორციელებია", — ამბობს თორნიკე დავლაშელიძე.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა სექტემბერში გაიმართება.