გომელაური ძალადობრივ ჯგუფებზე: შსს-ს რომელი ქმედება აღიქმება მწვანე შუქის ანთებად?
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ფიქრობს, რომ მისი უწყება მოძალადეებს მწვანე შუქს არ უნთებს. ამის შესახებ მან მაშინ განაცხადა, როცა ძალადობრივი ჯგუფების მუქარის გამო ჩაშლილი აქციის შესახებ მედიას პასუხობდა.
ჟურანლისტის კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ადამიანებს არ უნდა ქონდეთ დაცულობის განცდა, როცა ვიღაც გვაიძულებს, რომ ჩაიშალოს აქცია და არის თუ არა ეს მწვანე შუქის ანთება მოძალადე ჯგუფებისთვის, გომელაური თავადაც კითხვით პასუხობს: "და, უკაცრავად, მწვანე შუქის ანთება, ვინ უნთებს მწვანე შუქს? გამოძიება დავიწყეთ, დაკითხვაზე დავიბარეთ ხვალ და მწვანე შუქის ანთება რას ნიშნავს?"
ჟურნალისტსა და მინისტრს შორის საუბარი ასე წარიმართა:
ჟურნალისტი: ის, რომ ძალადობით და მუქარით შეიძლება ჩააშლევინონ ადამიანებს აქცია.
გომელაური: გასაგებია, მაგრამ მწვანე შუქს უნთობს ვიღაცა რაღაცა ხო...
ჟურნალისტი: სახელმწიფო იგივე, შინაგან საქმეთა სამინისტრო...
გომელაური: და რა ქმედება იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსი, რომელიც მწვანე შუქად აღიქმება, შეგიძლიათ მითხრათ?
ჟურნალისტი: ანუ როგორც მივხვდი აპირებთ რომ ეს ადამიანები დააკავოთ, თუ გამოიკვეთება დანაშაულებრივი ნიშნები.
გომელაური: რა თქმა უნდა, მაგას მაგას მე არა, კანონი აკავებს და მაგას მე არ ვწყვეტ დავაკავო თუ არა, კანონი წყვეტს, პროკურატურა და სასამართლო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობრივი ჯგუფების მიერ აქტივისტების მიმართ მუქარაძე გამოძიება დაიწყო. კერძოდ, გუშინ, 8 ივლისს ალტ-ინფოს ჩატში ძალადობრივი ჯგუფები აქტივისტებს სიცოცხლის მოსპობით და ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ იმის გამო, რომ მათ მიერ პარლამენტთან დადგმული ჯვრის აღების მოთხოვნით აქციის გამართვას აპირებდნენ.
ამ ძალადობრივი მოწოდებების შესახებ On.ge-მ შინაგან საქმეთა სამინისტროს გუშინ აცნობა და ცდილობდა გარკვევას, დაიწყებოდა თუ არა გამოძიება. უწყებიდან ამ დრომდე არ მოგვაწოდეს ინფორმაცია და გამოძების დაწყების შესახებ მინისტრის კომენტარიდან გავიგეთ.
გომელაურმა განაცხადა, რომ მიმოწერებიდან გამომდინარე რამდენიმე პირი გამოკითხვაზე დაიბარეს, რაც შეეხება დაკავების საკითხს, მისი თქმით, ამას პროკურატურა და სასამარლო გადაწყვეტს.
- ხვალ, 20:00 საათზე პარლამენტის წინ "სახელმწიფოს პანაშვიდი" გაიმართება
- პარლამენტთან დაგეგმილი აქცია გაუქმდა, ძალადობრივი ჯგუფები აქტივისტებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ
ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად 5-6 ივლისს 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. 5 ივლისს დღის განმავლობაში პოლიციას არავინ დაუკავებია. კონტრაქციაზე მობილიზებული იყო არასაკმარისი სამართალდამცავი და პოლიციელებს ტერიტორიიდან გაჰყავდათ არა მოძალადეები, არამედ ჟურნალისტები. დაკავებულების შესახებ ინფორმაცია დღის ბოლოს და მომდევნო დღეებში გავრცელდა.
6 ივლისის ძალადობის გასაპროტესტებლად მდუმარე აქცია გაიმართა, სადაც მოძალადეები მშვიდობიანი აქციის მიმართულებით კვერცხებს, ქვებს, ქვებით სავსე ბოთლებს, რკინის ნაჭრებს, შუშებს და სხვა ნივთებს ისროდნენ. დაშავებულია რამდენიმე პოლიციელიც. პოლიცია მოძალადეებს აკავებდა, თუმცა საღამოს, სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები ტერიტორიიდან გაიყვანა და მოძალადე ჯგუფები რუსთაველზე შეუშვა. მათ მეორედ ჩამოგლიჯეს და დაწვეს ევროკავშირის დროშა.
ამ ძალადობრივი მოვლენების გამო სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რადგან მან ვერ უზრუნველყო მშვიდობიანი მოქალაქეების და ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა.
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები