შემოვდივართ ინიციატივით, რომ ტაქსებში სიგარეტის მოწევა აიკრძალოს — გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აქვთ ინიციატივა, რომ ტაქსებში მძღოლებისა და მგზავრების მიერ თამბაქოს მოწევა აიკრძალოს. აღნიშნულზე გამყრელიძემ ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე ისაუბრა.
"დაიწყო დიდი დისკუსია, რომ თითქოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი შედის წინადადებით, რომ აიკრძალოს ტაქსებში და საკუთარ მანქანებში. პირველს გეთანხმებით, რომ დიახ, შევდივართ. როცა კანონი იქნა მიღებული 2017 წელს, მაშინ დაიშვა ეს გამონაკლისი ტაქსებში მოწევის, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვეთანხმებოდით ამას. ახლა, დიახ, ინიციატივაა ის, რომ ტაქსებში არ უნდა ეწეოდეს არც მძღოლი, არც იქ მჯდომი იმიტომ, რომ ის ბოლი, რომელიც გროვდება გამონაბოლქვიდან თამბაქოსი, უარყოფითად მოქმედებს ადამიანის და განსაკუთრებით ბავშვების ჯანმრთელობაზე, ამიტომ დიახ, ჩვენ ვართ ინიციატორი იმის, რომ ტაქსებში მოწევა არ უნდა იყოს. როცა ვჯდები ტაქსიში, ზოგიერთი კეთილმოსურნე მძღოლი გეკითხება, შეიძლება მოვწიო თუ არა. არ უნდა მოწიოს მძღოლმა, როგორც მე არ უნდა მოვწიო. მე არ ვეწევი, მაგრამ მგზავრმა არ უნდა მოწიოს", — ამბობს გამყრელიძე.
მისივე თქმით, საკუთარ ავტომობილში მოწევის აკრძალვის ინიციატივა მხოლოდ იმ შემთხვევას ეხება, როდესაც მანქანაში ბავშვი ზის.
"ადამიანები შეჰყავთ შეცდომაში, რომ თითქოს ჩვენ ვკრძალავთ მოწევას საკუთარ მანქანებში. ჩვენ საკუთრებაში არ ვერევით, საკუთარ მანქანაში ვისაც უნდა მოწიოს, მაგრამ არ შეიძლება მოწიონ იგივე საკუთარ ან სხვა მანქანაში თუ იქ ზის არასრულწლოვანი იმიტომ, რომ ამ ქვეყნის მომავალი დამოკიდებულია ბავშვებზე, ჯანმრთელ ბავშვებსა და მოზარდებზე. თუ იქ ზის ბავშვი და მოზარდი, არასრულწლოვანი, იქ არ შეიძლება, დიახ, ამ წინადადებით შევდივართ, მაგრამ თუ თქვენ მარტო მგზავრობთ და ეწევით თქვენს მანქანაში, იქ ამას არავინ არ დაგიშლით", — თქვა გამყრელიძემ.
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
კომენტარები