ბრიტანეთისა და კანადის დელეგაციები ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო დამკვირვებლების დაშვებას ითხოვენ
ბრიტანეთისა და კანადის დელეგაციები ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო "ხელისუფლებებს" მოუწოდებენ, საერთაშორისო ორგანიზაციებს რეგიონებში შესვლის საშუალება მისცენ.
ისინი, ასევე, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 53-ე რაუნდის გამართვას მიესალმებიან და მიიჩნევენ, რომ ფორმატს შეუძლია, უკეთესობისკენ შეცვალოს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები პირების ცხოვრება. აგრეთვე, მიმდინარე "ბორდერიზაციის" პროცესზე შეშფოთებას გამოთქვამენ, რამაც პანდემიის პირობებში ჰუმანიტარული კრიზისი გაამძაფრა დ უკანონო დაკავებები გამოიწვია. ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობასი მყოფი საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის ზაზა გახელაძის შემთხვევას ცალკე გამოყოფენ.
ერთობლივი განცხადების თანახმად:
- ბრიტანეთი და კანადა მიესალმებიან მდინარე ენგურზე გადაადგილების აღდგენას, თუმცა მოუწოდებენ დე ფაქტო "ხელისუფლებებს", საერთაშორისო ორგანიზაციებს რეგიონებში შესვლის საშუალება მისცენ;
- ბრიტანეთი და კანადა მიესალმებიან რაუნდის ფარგლებში საერთაშორისო უსაფრთხოების მხრივ "ხედვების გაცვლას", თუმცა ამ კუთხით დისკუსიის გაგრძელების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს;
- ასევე, მიესალმებიან "Women, Peace and Security" ფორმატის განხილვას;
- ბრიტანეთი და კანადა იმედგაცრუებულები არიან, რომ ფორმატის ზოგი მონაწილე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა ჰუმანიტარული საკითხების განხილვაში არ ერთვებიან;
- აგრეთვე, ხაზგასმულია ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის მნიშვნელობა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მიმართ მხარდაჭერა;
- ბრიტანეთი და კანადა კიდევ ერთხელ ადასტურებენ მათ ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. ამ მხრივ, საერთაშორისო საზოგადოების უმრავლესობის მსგავსად, ორივე ქვეყანა განაგრძობს არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერას და რუსეთის მხრიდან რეგიონების "დამოუკიდებლობის" მხარდაჭერას მეზობელი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის ცალსახა უპატივცემულობად მიიჩნევს;
- ბრიტანეთი და კანადა მოუწოდებენ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს "ცეცხლის შეწყვეტის შესახებ" შეთანხმებით მას დაკისრებული ვალდებულებები და თავისი ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე გაიყვანოს;
- ბრიტანეთი და კანადა კიდევ ერთხელ ადასტურებენ მათ მხარდაჭერას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმართ და ფორმატის ყველა მხარეს მოუწოდებენ, ორმაგად ჩაერთონ პროცესში მშვიდობიანი დარეგულირებისათვის.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 53-ე რაუნდი, სადაც ძირითადი განსახილველი თემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება იყო, კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.
გაიგე მეტი:
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
კომენტარები