გიდის თქმით, ტურისტის დაჭრის შემდეგ, ვიზიტორების ჯგუფმა საქართველოში ჩამოსვლა გადაიფიქრა
ტურისტული სააგენტო K ART WELL-ის დამფუძნებელი და გიდი, მინდია ბაჟუნაიშვილი ამბობს რომ 5 ივლისს პოლონელი ტურისტის დაჭრის გამო შვედი ტურისტების ჯგუფმა საქართველოში დაგეგმილ მოგზაურობაზე უარი თქვა.
წერილში, რომელსაც შვედი ტურისტების ჯგუფი ბაჟუნაიშვილს სწერს ვკითხულობთ, რომ თავს იკავებენ საქართველოში მოგზაურობისგან, რადგან შიშობენ, რომ "განსხვავებული სტილის" გამო შეიძლება პრობლემები შეექმნათ.
კითხვაზე, ხომ არ უკავშირებს ამ ფაქტს 5-6 ივლისს, ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების მიერ მოწყობილ აქციას და თავდასხმებს, მინდია გვპასუხობს:
"შესაძლებელია. უბრალოდ დამთხვევა იქნება, მაგრამ ცუდ დროს დაემთხვა და ამით ფაქტია ვიზარალეთ ძალიან ბევრმა. ასევე იმიჯზე აღარაფერს ვამბობ".
მინდია ამბობს, რომ შვედი ტურისტების ჯგუფთან კომუნიკაცია ჯერ კიდევ სექტემბერში დაიწყო და 10 თვე დასჭირდა, რათა ისინი საქართელოში ჩამოსვლაზე დაეთანხმებინა.
"ეს არის ჯგუფი, რომელიც 6 წელია მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში და პოპულარიზაციას უწევს სხვადასხვა ადგილებს. შვედური ტურისტული კომპანიაა, რომლებიც საქართველოს შესასწავლად დავპატიჟე და 10 თვიანი ლოდინის შემდეგ თანხმობა მივიღე. მათ ტური იყიდეს ჩემგან. ჰო იმისთვის, რომ საქართველოში შემდგომში ტურისტები გამოეგზავნათ მათ 14 000 ევროიანი პაკეტი იყიდეს და ამ თანხას ჩვენთან დახარჯავდნენ. 4 აგვისტოს ჩამოვიდოდნენ რომ არა გადარეული ორკები რუსთაველზე", — წერს მინდია საკუთარ ფეისბუქგვერდზე.
მისი ინფორმაციით, ამ ტურის გაუქმებით მასთან ერთად იზარალა კიდევ ორმა გიდმა, ორმა მძღოლმა, ოთხმა სასტუმრომ, ექვსმა მუზეუმმა და რვა რესტორანმა, სადაც შვედი ტურისტების ვიზიტი უკვე დაგეგმილი იყო. საქართველოში გაუქმებული ტურის შემდეგ ისინი თურქეთში მოგზაურობას გეგმავენ, თუმცა, მინდია მათთან კომუნიკაციას ისევ ცდილობს და იმედი აქვს, რომ აზრს შეიცვლიან.
"დღეს მივწერე კიდევ ერთხელ ჯონს და ველოდები პასუხს. აქვე, რამდენიმე ადამიანმა შემომთავაზა დახმარება. სავარაუდოდ რაიმე პაკეტს შევთავაზებთ ამ ჯგუფს. ახლა უბრალოდ თავს არ მოვაბეზრებ. თან გადაიაროს ამ დაძაბულობამ", — უთხრა მინდიამ On.ge-ს.
ტურისტული სააგენტო მუშაობას არგძელებს. მაგალითად, 6 აგვისტოს ელოდებიან სტუმრებს ჩეხეთიდან. მინდია ფიქრობს, რომ "განსხვავებული სტილის" ტურისტების ჩამოსვლა საქართველოში საშიში არ არის და ეს განცდა ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე გაჩნდა.
5 ივლისს, თბილისში, ხეთაგუროვის ქუჩაზე პოლონელი ტურისტი დაჭრეს. თვითმხილველმა On.ge-ს უთხრა, რომ დაპირისპირების მიზეზი ტურისტის მიერ საყურის ტარება გახდა. მოგვიანებით, შსს-მ გაავრცელა განაცხადა, რომ ბრალდებულს, რომელსაც ამჟამად აღკვეთის ღონისიძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, ფსიქიკური ჯანმრთელობის პორბლემები აქვს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ გამორიცხა, რომ ტურისტის დაჭრა შესაძლოა ამავე დღეს დაგეგმილ ღირსების მარშთან ყოფილიყო დაკავშირებული.
ღირსების მარშის საწინააღმდეგოდ, ჰომოფობიურმა და ძალადობრივმა ჯგუფებმა აქციები გამართეს. 5-6 ივლისს ჯამში 50-ზე მეტ ჟურნალისტს, სამოქალაქო მოძრაობების ოფისებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს დაესხნენ თავს. ამ მოვლენების გამო სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ნაწილი შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს, რადგან მიაჩნიათ, რომ მან ვერ უზრუნველყო მშვიდობიანი მოქალაქეების და ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები