ევროკავშირის დროშა იყო ფინალური აკორდი, რომ დასამარდეს ის, რისკენაც აქვს სწორება ქართველ ხალხს — დეკანოზი ზაზა თევზაძე
დეკანოზი ზაზა თევზაძის განცხადებით, ძალადობრივი ჯგუფების მიერ ევროკავშირის დროშის ჩამოგლეჯა იყო ფინალური აკორდი, რომ საბოლოო ჯამში დასამარდეს ის, რისკენაც ქართველ ხალხს აქვს სწრაფვა. ასე აფასებს ის 5-6 ივლისის ძალადობრივ მოვლენებს TV პირველის ეთერში.
"ლუსტრირება მოხდა ჩვენი საზოგადოების. საზოგადოების თუ მთლიანობაში ვიტყვით ჩვენ სად ვიმყოფებით, როგორ ვაფასებთ მოვლენებს, რა ხდება ეკლესიაში, პოლიტიკაში და ასე შემდეგ. რა მიზანმიმართულებები გააჩნია ქართულ სახელმწიფოს, საზოგადოებას. ეგ არის მთელი რიგი საკითხები, რომელიც ჩვენ გვაფორიაქებს და ემოციით გვტვირთავს.
პირველ რიგში, ჩვენ რასაც წავაწყდით, ეს იყო მიზანმიმართული ქმედება, არნახული ჟურნალისტების წინააღმდეგ. მარტო ჟურნალისტები იქ არ ყოფილან და ბევრ ასპექტზე აისახა. ევროკავშირი და გაერო ეს იყო კულმინაცია, ევროკავშირის დროშა ეს იყო ფინალური აკორდი იმის, რომ საბლოო ჯამში დასამარდეს ის, რისკენაც აქვს სწორება ქართველ ხალხს", — განაცხადა მან.
მისივე თქმით, არავინ არ შემოვა ქვეყანაში, სადაც ასეთი საშიშროებაა.
"ეს არის სრული გაუცხოვება, სრული განზიდვა იმ ადამიანებისა, რომლებსაც ოდესმე აინტერესებდათ ღვინის სამშობლოში, ერთ-ერთ უძველეს ცივილიზაციის კერაზე მოსვლა და ნახვა. მაგრამ როდესაც ამას აწყდებიან, ბუნებრივია, არავინ არ ურჩევს ასეთ ქვეყანაში შემოსვლას. დაახლოებით, ჩვენ ასეთ მდგომარეობაში ვართ", — თქვა მან.
ძალადობრივი და ჰომოფობიური აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან ევროკავშირის დროშა 2-ჯერ ჩამოგლიჯეს და დაწვეს. ბოლო შემთხვევა 6 ივლისს მოხდა, როცა პოლიციამ ჟურნალისტები და აქტივისტები პარლამენტის ტერიტორიას განარიდა და ისინი შეუშვა. 7 ივლისს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ დროშა ხელახლა დაკიდა.
ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად 5-6 ივლისს 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. 5 ივლისს დღის განმავლობაში პოლიციას არავინ დაუკავებია. კონტრაქციაზე მობილიზებული იყო არასაკმარისი სამართალდამცავი და პოლიციელებს ტერიტორიიდან გაჰყავდათ არა მოძალადეები, არამედ ჟურნალისტები. დაკავებულების შესახებ ინფორმაცია დღის ბოლოს და მომდევნო დღეებში გავრცელდა.
6 ივლისის ძალადობის გასაპროტესტებლად მდუმარე აქცია გაიმართა, სადაც მოძალადეები მშვიდობიანი აქციის მიმართულებით კვერცხებს, ქვებს, ქვებით სავსე ბოთლებს, რკინის ნაჭრებს, შუშებს და სხვა ნივთებს ისროდნენ. დაშავებულია რამდენიმე პოლიციელიც. პოლიცია მოძალადეებს აკავებდა, თუმცა საღამოს, სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები ტერიტორიიდან გაიყვანა და მოძალადე ჯგუფები რუსთაველზე შეუშვა. მათ მეორედ ჩამოგლიჯეს და დაწვეს ევროკავშირის დროშა.
ამ ძალადობრივი მოვლენების გამო სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რადგან მან ვერ უზრუნველყო მშვიდობიანი მოქალაქეების და ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა.
-
გადახედვაFDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა FDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა
-
-
გადახედვარომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება რომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება
-
გადახედვაროგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი როგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი
-
-
გადახედვაკარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები კარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები
-
გადახედვაის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე ის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე
-
გადახედვააივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა აივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა
-
-
გადახედვაგია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ გია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ
-
-
-
გადახედვა"ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ "ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ
-
გადახედვანახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები ნახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები
-
გადახედვაუკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო
-
გადახედვადავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ დავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ
-
-
-
გადახედვაშსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ შსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
კომენტარები