ფორმულას წამყვანმა და TV პირველის ყოფილმა ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ კოლეგის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გასაპროტესტებლად გამართულ აქციაზე ბიძინა ივანიშვილს მიმართა. ქართული ოცნების დამფუძნებელს სანაიამ დილამდე მისცა დრო იმითვის, რომ გადადგეს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

"ბატონო ბიძინა, თქვენ არა გაქვთ ბევრი დრო. მაქსიმუმ ხვალ დილამდე, ვიცი, რომ ადრე იძინებთ, მაგრამ ადრე იღვიძებთ, თქვენი ე.წ. მარიონეტი პრემიერმინისტრი უნდა გადადგეს. და უნდა მიყვეს მთელი მთავრობა. გადადგომა არ არის საკმარისი. ჩემს უკან არის ბანერი, რომელსაც აწერია გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და დაისაჯოს მთავრობა, რომელმაც დედაქალაქის ცენტრში მოგვიწყო რუსული სპეცოპერაცია და შეიწირა ჩვენი კოლეგა. ეს იყო მკვლელობა.

რუსეთიდან დაფინანსებული ძალები, საპატრიარქოს ორგანიებული ძალები, რომლებიც არიან შეთამაშებული და თანამშრომლობაში საქართველოს მთავრობასთან, უნდა დაისაჯონ. ჩვენ არ ვართ 53-ნი მხოლოდ, რომელსაც თქვენ ფიზიკურად გაუსწორდით, ჩვენ მთელი საქართველო ვართ.

თქვენ შეიძლება დღეს მოკალი ჩვენი კოლეგა, მაგრამ ჩვენ არ გავჩერდებით. არ გვეშინია თქვენი. სულ იყო მოწოდება ნუ მომკლავ, მაგრამ დღეს გვაქვს მოწოდება, ვერ მომკლავ", — განაცახდა მან.

ლექსოს ხსოვნას აქციაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. სანაიამ განაცხადა, რომ ლექსოს სიცოცხლე საქართველოს მთარობამ შეიწირა.

"თითოეულ ოპერატორს, რომელსაც თქვენ აქ უყურებთ, ჰქონდა ჩვეულებირივ სამუშაო დღე. თითოეულ ჟურნალსიტს, რომელსაც აქ უყურებთ, ჰქონდა სამუშაო დღე. დღევანდელი დღე ჩვენთვის დაიწყო არა მუშაობით, არამედ თავზარდამცემი ამბით. დღეს საქარველოს მთავრობამ შეიწირა ჩვენი კოლეგა", — განაცხადა მან.