გუშინ აგრესიული გამომსვლელები ითხოვდნენ პატრიარქის დაკავებას, ბოდიშს ვიხდი, რომ ამას ვიმეორებ — ღარიბაშვილი
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამთავრობო ტრიბუნიდან პატრიარქს "გამოესარჩლა" და გააკრიტიკა ყველა, ვინც მომხდარი ძალადობის გამო მისი პასუხისმგებლობის დაყენება მოითხოვა. მან საპატრიარქოს კრიტიკას ატნისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული გზავნილები უწოდა და ბოდიშიც კი მოიხადა იმის გამო, რომ პატრიარქის დაკავებაზე ნათქვამი ფრაზის გამეორება გაბედა. თუმცა აქციაზე ეს ფრაზა არ უთქვამთ.
ღარიბაშვილს გამოეხმაურა მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია და განაცხადა, რომ მსგავსი რამ მათ არ უთქვამთ და პრემიერისეს სიტყვები პატრიარქის წინააღმდეგ მიმართული განცხადებაა.
"ეს იყო კლასიკური ანტისახელმწიოებრივი, ანტიეკლესიური და მაშასადამე ანტიეროვნული გზავნილები, რომელიც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ. გზავნილები იმაზე, რომ გუშინ აგრესიული გამომსვლელები ითხოვნდენ პატრიარქის დაკავებას პოლიციის მიერ. მე ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, რომ აღნიშნულს ვიმეორებ.
იმის გარდა რომ ითხოვდნენ ჩვენს გადადგომას და ეს ნორმალურია, გასაგებია, ეს უნდა მოითხოვონ, ეს არის მათი ოცნება, მაგრამ მე მინდა მოსახლეობას ვუთხრა, ვინ ითხოვვდა ამ ყველაფერს", — განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამის შემდეგ ღარიბაშვილმა არა მოძალადეები, არამედ მედია გააკრიტიკა და ტელევიზიების ნაწილს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ მართული უწოდა. თქვა, რომ არ ჩამოთვლიდა ვისზე საუბრობდა, თუმცა მაინც ჩამოთვალა.
ეს ერთადერთი შემთვევა არ იყო, როცა ღარიბაშვილმა სააკაშვილი ახსენა. მან ნაციონალურ მოძრაობას მედიის წარმომადგენლებზე ძალადობაც კი დააბრალა. 1 კვირის წინ ქვეყანაში 50-ზე მეტ ჟურნალისტზე იძალადეს, ახლა კი ღარიბაშვილი ამტკიცებდა, რომ ჟურნალისტებისთვის ყველაფერს აკეთებენ, რაც საჭიროა.
"ჩვენ, ზოგადად, რა თქმა უნდა, მივესალმებით დამოუკიდებელი მედიის, მიუკერძოებელი მედიის არსებობას ქვეყანაში და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დამოუკიდებელი მედია განვითარდეს და რეალურად მიუკერძოებელი მედია განვითარდეს ქვეყანაში, მიუკერძოებელი ჟურნალსიტები. ჩვენ მათ ყველაფერს გავუკეთებ, რაც საჭიროა.
მე კიდევ ერთხელ ვუდასტურებ პატივისცემას, ძალიან ბევრი პროფესიონალი მუშაობს მედიაში, მაგრამ მოდით თავს ნუ მოვიტყუებთ და ზედმეტი კეკლუცობა არ არის საჭირო. ოპოზიციური ტელევიზიები, აღარ ჩამოვთვლი, თქვენ კარგად მოგეხსენებათ — მთავარი, TV პირველი, ფორმულა, პირდაპირ იმართება სააკაშვილის მიერ და მათი მოპარული ფულით. შესაბამისად, მათი დღის წესრიგი, ნაცმოძრაობის და რევანშისტული ძალის დღის წესრიგი არის აბსოლუტურად იდენტური, მათ აქვთ ერთ მიზანი, როგორმე ჩამოაგდონ ხელისუფლება და ძალადობრივი გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში", — განაცხადა მან.
გუშინ 11 ივლისს მედიის წარმომადგენლებმა ერთობლივი აქცია გამართეს. მათ გააპროტესტეს ჟურნალისტებზე ძალადობა და 5 ივლისს ნაცემი TV პირველის ოპერატორის გარდაცვალების გამო მთავრობას პასუხისმგებლობის აღება მოსთხოვეს. აქციის მთავარი მოთხოვნები იყო პრემიერმინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა და დამნაშავეების დასჯა.
- არ გავაშუქებ არაფერს, ლექსოს სიკვდილის გარდა, ჩვენ მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე — გრიგოლია
- მიშველაძე: სამღვდელოებავ, ვინც მოუწოდებდით ძალადობისკენ, გაიკრიჭეთ წვერი და წადით!
- ვითხოვთ მყისიერ რეაგირებას — მედია დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს
აქცია რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართა, ქართული ოცნების ოფისთან, პარლამენტთან, კანცელარიასთან. აქტივისტებმა პერფორმანსის სახით წითელი საღებავი შეასხეს კანცელარიისა და საპატრიარქოს კედლებს. ორივე დაწესებულებაში მალევე სცადეს პროტესტის ნიშნად შესხმული საღებავის წაშლა. ყველგან მობილიზებული იყვნენ დიდი ოდენობით სამართალდამცავები.
აქციის მონაწილეთა მოთხოვნას იზიარებდა არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციაც, რომლებმაც განცხადებები გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ პრემიერი უნდა გადადგეს.
- პრემიერმა თანამდებობა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს — 19 არასამთავრობო
- კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის: პრემიერმინისტრმა და შს მინისტრმა დაუყოვნებლივ დატოვონ თანამდებობა
- ორგანიზებული, წახალისებული, მიზანმიმართული ძალადობის მსხვერპლი — ლომჯარია გარდაცვლილ ოპერატორზე
კონკრეტულად პრემიერის არა, თუმცა დამნაშავეების დასჯის აუცილებლობაზე ისაუბრა პრეზიდენტმაც. ის პირველი იყო სახელისუფლებო რგოლიდან, ვინც ოპერატორის გარდაცვალების ამბავს გამოეხმაურა.
აქციის მონაწილეებმა ულტიმატუმი წამოუყენეს ხელისუფლებას და მოთხოვნების შესასრულებლად ვადა დღემდე, 12 ივლისამდე მისცეს. ჯერ კიდევ გუშინ ქართული ოცნების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ღარიბაშვილი გადადგომას არ აპირებდა, რაც დღეს პრემიერმაც დაადასტურა.
რაც შეეხება ოპერატორის გარდაცვალების საქმეს, დაწყებულია გამოძიება. გუშინ შსს-მ ორი საგანგებო ბრიფინგი ჩანიშნა და ორივეთი მიანიშნა, რომ გარდაცვლილი შესაძლოა არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნარკოტიკული თრობის ქვეშ იყო. ეს ვერსია აქტიურად ვითარდებოდა სოციალურ ქსელში პროსახელისუფლებო ტროლგვერდებზეც, რომლებიც მედიისა და გარდაცვლილის დისკრედიტაციას ეწეოდნენ.
პროტესტის მიზეზი გახდა ისიც, რომ ცხედარი ექსპერტიზაზე ოჯახის ნების საწინააღდეგოდ გადაიტანეს. როგორც დედა ამბობს, ცხედარს იყო გადაფარებული, თუმცა ხელიდან გამოგლიჯეს. პოლიციელებმა პარკში გახვეული ცხედარი სწრაფი ტემპით ჯერ ლიფტში შეიტანეს, ტექნიკური ხარვეზის გამო კი ცხედრით კიბეებზე ჩამოირბინეს. სუბარის ვარაუდით, ცხედარი ექსპერტიზაზე სწრაფად იმიტომ წაიღეს, რომ წინააღმდეგობა აერიდებინათ. საიას ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ბევრ კითხვას ბადებს, რა გააკეთეს ან არ გააკეთეს საგამოძიებო ორგანოებმა ექსპერტიზაზე ადვოკატის მისვლამდე.
ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს დედამ სახლში გარდაცვლილი იპოვა. იგი ერთ-ერთია იმ ათობით მედიის წარმომადგენელს შორის, რომელსაც 5 ივლისს ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ცემის შედეგად მას ჰქონდა სახის ძვლების მოტეხილობა თვალის გარშემო, ტვინის შერყევა და დაჟეჟილობები. იგი რამდენიმე დღე საავადმყოფოში იმყოფებოდა და 10 ივლისს სახლში გაეწერა.
ალექსანდრე ლაშქარავასა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები თავს მოძრაობა სირცხვილიას ოფისში შეჭრის მცდელობისას დაესხნენ. ლაშქარავა ჯერ კიდევ საავადმყოფოში იმყოფებოდა, როცა On.ge-ს შემთხვევის დეტალები მოუყვა.
"უბრალოდ კიბეზე შეგვეფეთნენ, ჟურნალისტზე გაიწიეს ჯერ და შემდეგ ჩამქოლეს. არ ვიცი, 50 კაცი მირტყამდა, მთელი კიბის საფეხური, ზედა ნაწილი, ქვედა ნაწილი. რაღაც ნაწილი ავიდა ზევით, დავიწყე გაყოლა. რამდენიმე სართულზე იყვნენ ესენი, რამდენიმე სართულმა მცემა. ჩამაგდეს, ქვევით გადამაგდეს და ისე მცემეს, ტექნიკა დააქუცმაცეს, არ ვიცი, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ უნდოდათ მედია გამოეყვანათ მწყობრიდან [...]
ახლა მე მეძახიან ამოცნობაზე მოდიო, მაგრამ ორი დღე კიდევ აქ უნდა ვიყო, ვერ გავდივარ და იდენტიფიცირება წარმოუდგენელია მოვახდინო, იმიტომ, რომ 50-60 ადამიანი იყო", — ყვებოდა ლაშქარავა 6 ივლისს, თავდასხმიდან მეორე დღეს.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე დაკავებულები არ არიან ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები