როგორ გადავურჩეთ მზის დარტყმას — მარტივი რჩევები
ვისთვის არ უთქვამთ ბავშვობაში, რომ მზეზე ხანგრძლივი დროით თამაშისას მზის დარტყმას მიიღებს და უნდა იფრთხილოს?! დღეს გიყვებით ყველაფერს, რაც უნდა იცოდეთ სხეულის ამ კონკრეტული მდგომარეობის შესახებ!
რა იწვევს მზის დარტყმას და როგორ ამოვიცნოთ ის
მზის დარტყმის მაპროვოცირებელი ფაქტორებია:
- ცხელ გარემოში, ხანგრძლივი პერიოდით ყოფნა — 2-3 დღის მანძილზე, მზის გულზე ყოფნა, ან მაღალი ფიზიკური აქტივობა დღის ცხელ პერიოდში, უმეტესად მზის დარტყმით სრულდება.
- თბილად ჩაცმა — მაღალი ტემპერატურის პირობებში, მჭიდრო, მუქი ფერის, თბილი ტანსაცმელი ხელს უწყობს ორგანიზმის "გადახურებას".
- გაუწყლოება — ასეთ დროს, ორგანიზმი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით წყალს კარგავს ოფლის სახით, სითხის არასაკმარისი რაოდენობით მიღებისას კი, შესაძლოა განვითარდეს გაუწყლოება.
- ასაკი — მაღალი ტემპერატურისადმი განსაკუთრებით მოწყვლადები არიან მოხუცები და ბავშვები, ამიტომ სწორედ მათ მართებთ რჩევების ზედმიწევნითი გათვალისწინება.
- ალკოჰოლი — ალკოჰოლის მიღება ხელს უშლის ორგანიზმს ტემპერატურის რეგულირებაში.
ძირითადი ნიშნები:
- სხეულის მაღალი ტემპერატურა — 40 c და მეტი
- მენტალური და ქცევითი დარღვევები — დისორიენტაცია, მეტყველების არევა/გართულება, გონების დაბინდვა
- ოფლის გამოყოფის დარღვევა — მზის დარტყმისას, პაციენტები უჩივიან სხეულის მაღალ ტემპერატურას, სიმხურვალეს, თუმცა კანი მშრალი აქვთ და ვერ გამოყოფენ ოფლს.
- გულისცემის აჩქარება — ორგანიზმის გაგრილებისას, სტრესულ სიტუაციაში გულისცემა ჩქარდება და პულსის სიხშირე იმატებს
- გულისრევა
- კანის დამწვრობა და სიწითლე
- სუნთქვის აჩქარება
- თავის ტკივილი
როგორ დავეხმაროთ ადამიანს, თუ მზის დარტყმის ნიშნები აქვს
პირველ რიგში, კვალიფიციური დახმარების მისაღებად, დაუკავშირდით გადაუდებელ სასწრაფო დახმარებას.
აღმოუჩინეთ დაზარალებულს პირველადი დახმარება — თუ გონების დაბინდვა თავბრუსხვევა აქვს გამოხატული, დაეხმარეთ ჩრდილში გადასვლაში;
გააგრილეთ თქვენს ხელს არსებული ნებისმიერი გზით: დაალევინეთ წყალი, შეიყვანეთ კონდიცირებად სივრცეში ან ჰაერის ვენტილატორთან ახლოს მოათავსეთ;
დააწვინეთ ჰორიზონტალურ პოზიციაში და ფეხები აუწიეთ;
თუ შეძლებთ, გახადეთ ზედმეტი ტანისამოსი.
გაეცანით მარტივ რჩევებს
და სანამ საქმე მზის დარტყმამდე მივა, სიცხიან ამინდებში გაითვალისწინეთ უმარტივესი რჩევები, რაც თითქოს ყველამ ვიცით, თუმცა ხშირად უგულებელვყოფთ:
ჩაიცვით შილიფად, მსუბუქი, განიერი, ფერადი ტანსაცმელი. ატარეთ ფართოფარფლებიანი ქუდი და UVA/UVB დამცავი სათვალე.
მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე — ნუ დაელოდებით წყურვილის შეგრძნებას, დალიეთ წყალი ან სხვა ტიპის უალკოჰოლო სასმელი!
დაკავდით ფიზიკური აქტივობით დილას ან საღამოს — ნუ ივარჯიშებთ დღის ცხელ პერიოდში.
სამუშაო და საცხოვრებელ სივრცეში დღისით ოთახის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 32°C, ხოლო ღამით — 24°C-ს.
გაითვალისწინეთ, ვენტილატორით გაგრილება შესაძლებელია თუ ოთახში ტემპერატურა არ აღემატება 35°C-ს. ხოლო თუ ტემპერატურა აღემატება 35°C-ს, ის ვერ გიხსნით სიცხისგან.
კონდიციონერის და ვინტილატორის გამოყენების შემთხვევაში, დაბალია ოთახში ჰაერის ტენიანობა, ამიტომ ჩამოკიდეთ სველი პირსახოცი ან გამოიყენეთ ჰაერის დამატენიანებელი მოწყობილობები.
დღის განმავლობაში რამდენჯერმე მიიღეთ გრილი შხაპი.
დაბოლოს!
არ დატოვოთ ბავშვები, მძინარე ადამიანები და შინაური ცხოველები დაპარკინგებულ მანქანაში, მაშინაც კი, თუ მინები ჩამოწეულია ან ჩართულია კონდიცირების სისტემა. გაჩერებულ ავტომობილში ტემპერატურამ 10 წუთში, მინიმუმ 11 ცელსიუს გრადუსით შეიძლება მოიმატოს! ნუ ჩააგდებთ სხვების სიცოცხლეს საფრთხეში.
აქციეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვევად!
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
კომენტარები