ბენედეტა — შავი იუმორით გაჯერებული ისტორიულ-რელიგიური ლესბოსური დრამა
შავი იუმორით გაჯერებული ისტორიულ-რელიგიური ლესბოსური დრამა 83 წლის პოლ ვერჰოვენისაგან.
ეს ნამდვილი ამბავია: ბენედეტა კარლინი 17-ე საუკუნეში, იტალიურ მონასტერში 1619 წლიდან 1623 წლამდე ცხოვრობდა და ამტკიცებდა, რომ მისტიური ხილვები და ღმერთთან კავშირი ჰქონდა.
ამ ისტორიის შესახებ ბრაუნის ურცხვი ქმედებები 1986 წელს დაისტამბა (Judith C. Brown Immodest Acts: The Life of a Lesbian Nun in Renaissance Italy (Studies in the History of Sexuality).
83 წლის პოლ ვერჰოვენი, წიგნზე დაფუძნებულ საკუთარ ინტერპრეტაციაში, ტრადიციულად, თავისებურად თამამი და მოულოდნელია. ეკრანზე შიშველი ქალების მოყვარული, მონაზვნებს და მათ სექსუალურ ყოფას გვიჩვენებს. ცხადია, მაყურებელს ეს სცენები აეკვიატება, მაგრამ ბენედეტა არაა ამბავი სექსუალურ თავგადასავალზე. ბენედეტა პოლიტიკის, რწმენის, ცოდვის, რელიგიური ფანატიზმის გავლენების შესახებ გვიყვება.
შავი იუმორით გაჯერებული ისტორიულ-რელეგიური ლესბოსური დრამა, ბენედეტას ბავშვობით იწყება. 17-ე საუკუნის იტალიურ მონასტერში მიყვანილი პატარა გოგო ღვთისმშობელს მის მფარველად მიიჩნევს. შემდეგ, გაზრდილი, ეროტიკულ სიზმრებში ქმრად სიმპათიურ იესოს ხედავს. რეალობაში კი ბენედეტას (ვირჯინია ეფირა) რომანი აქვს ქალთან. ბართლომეა (დაფნა პატაკია), ოჯახურ ძალადობას გამოქცეული და მონასტერს შეფარებული ახალგაზრდა გოგოა.
"შენ მხოლოდ შენი თავი გიყვარს", — ეუბნება ერთ ეპიზოდში ბართლომეა ბენედეტას და მართლაც, მიზნის მისაღწევად მიმავალ გზაზე ბენედეტა დაუნდობლად და შეუწყნარებლად მიიწევს წინ. ყველას ანადგურებს. პრაგმატულად მოქმედებს და ყველა შესაძლო წამს და ინსტრუმენტს სკეფსისი გასანეიტრალებლად იყენებს. მეტი დამაჯერებლობისთვის საუცხოო ტრიუკს იგონებს - გაბრაზებული მამაკაცის ხმით იწყებს საუბარს.
სისხლდენა, ჯვარცმის თუ გარდაცვალების იმიტირება და შემდეგ გაცოცხლების პერფორმანსი — ამ თამაშში, ბენედეტა მონასტრის ბინადრებს სასწაულს აჯერებს. მონასტერს დანარჩენ მსოფლიოში დაწინაურების, პირველობის შანსი ეძლევა. შიდა დაპირისპირებებს ადამიანები ეწირებიან, მათ შორის, შარლოტ რემპლინგის გავლენიანი გმირიც, საკუთარ ქალიშვილთან ერთად.
თვალთვალის საფუძველზე ქალთან სექსუალურ ურთიერთობაში ბრალდებული და სასჯელისთვის კოცონთან მიყვანილი ბენედეტა საბოლოო წარმოდგენის გათამაშებით ხილულ სასწაულს ჩადის. ბენედეტას ხალხი გადაარჩენს და ბრბო იმათ გაუსწორდება, ვისაც დანაშაულში მხილებული ბენედეტას დასჯა სურს.
ბენედეტა კონტროვერსული პერსონაჟია, რომელიც ბოლოს შიშველ ბართლომეასაც ტოვებს, არ გარბის მასთან ერთად და ისევ სათამაშოდ მიუწევს გული, დიდებისთვის კვლავ იქ ბრუნდება, სადაც მსხვერპლი ეგულება. ფინალური ტიტრიც ამას გვამცნობს — უკან დაბრუნებული ბენედეტა წმინდანის სტატუსით კიდევ რამდენიმე წელი ცხოვრობდა.
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვასასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
-
გადახედვამთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვაპუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე პუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
-
კომენტარები