ქრისტიანობა არის სილაღე, თავისუფლება და თუ ქრისტიანობაზე ვდებთ თავს, ეს ქვეყანა თავისუფლებისა და სილაღისაა — გოცირიძე
ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა, რუსუდან გოცირიძემ რუსთაველზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქრისტიანობა სილაღე და თავისუფლებაა და თუ ეს ქვეყანა ქრისტიანობაზე თავს დებს, ასე უნდა ცხოვრობდეს. მანვე აღნიშნა, რომ იბრძვის რადგან არ უნდა ისეთ ქვეყანაში გაღვიძება, სადაც ჩაცმულობის ან ვიზუალის გამო ადამიანებს თავს ესხმიან.
"მე არ მინდა ისეთი დილა კიდევ გათენდეს, როცა ვიფიქრებ ჩემი შვილი როგორი ჩაცმული არის დღეს გასული ქალაქში, ვინმეს თვალში მოხვდება და შეიძლება არ მოეწონოს და მუშტი მოხდეს. მე არ მინდა კიდევ ერთი დილა გაგვითენდეს ისეთი, როდესაც დავიწყებთ ჩვენი მეგობრებისთვის შენიშვნის მიცემას, იქნებ ეს საყურე მოიხსნა რომ მშვიდად გაიარო ის ქუჩა, სანამ სახლამდე მიხვალ.
არ მინდა რომ ჩემი შვილების, ამ ქვეყნის ახალგაზრდა თაობას სილაღე წაერთვას. ქრისტიანობა არის სილაღე, ქრისტიანობა არის თავისუფლება და ეს ქვეყანა თუ ქრისტიანობაზე ვდებთ თავს, სწორედ თავისუფლებისა და სილაღისაა", — განაცხადა გოცირიძემ.
გარდა ამისა, გოცირიძემ ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ უმცირესობების და ჩაგრული ჯგუფების დაცვა ევალებათ.
"ვინ არის ჩემი მოყვასი? ის არის, ვისაც დღეს ჩემს გვერდით დგომა სჭირდება, ვისაც ხმა არ აქვს და მე უნდა ამოვიღო მის მაგივრად ხმა და თუ მე ჩამიწყდება ხმა, ჩემი მოყვასი იქნება, ვინც ჩემს მაგივრად ამოიღებს ხმა. დღეს დილას ჩვენმა ხელისუფლებამ გვითხრა, რომ დამთავრდა უმცირესობის ძალმომრეობრივი ბატონობა, 11 ივლისი რომ არ იყოს გათენებული ამ ქალაქში ვკითხავდი, რომ ნეტა როდის იყო რომ უმცირესობამ ძალმომრეობით რამე აჯობა უმრავლესობას ამ ქვეყანაში.
გუშინ 11 ივლისს მედიის წარმომადგენლებმა ერთობლივი აქცია გამართეს. მათ გააპროტესტეს ჟურნალისტებზე ძალადობა და 5 ივლისს ნაცემი TV პირველის ოპერატორის გარდაცვალების გამო მთავრობას პასუხისმგებლობის აღება მოსთხოვეს. აქციის მთავარი მოთხოვნები იყო პრემიერმინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა და დამნაშავეების დასჯა.
აქციის მონაწილეებმა ულტიმატუმი წამოუყენეს ხელისუფლებას და მოთხოვნების შესასრულებლად ვადა12 ივლისამდე მისცეს. იმავე დღეს ქართული ოცნების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ღარიბაშვილი გადადგომას არ აპირებდა, რაც პრემიერის რიტორიკითაც დადასტურდა.
რაც შეეხება ოპერატორის გარდაცვალების საქმეს, დაწყებულია გამოძიება. 11 ივლისს შსს-მ ორი საგანგებო ბრიფინგი ჩანიშნა და ორივეთი მიანიშნა, რომ გარდაცვლილი შესაძლოა არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნარკოტიკული თრობის ქვეშ იყო. ეს ვერსია აქტიურად ვითარდებოდა სოციალურ ქსელში პროსახელისუფლებო ტროლგვერდებზეც, რომლებიც მედიისა და გარდაცვლილის დისკრედიტაციას ეწეოდნენ.
13 ივლისს მესამე ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შუალედური ექსპერტიზის მიხედვით, ლექსო ლაშქარავა შესაძლოა ზედოზირებით გარდაიცვალა.
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
კომენტარები