საქართველოში Pfizer-ის ვაქცინა ჩამოიტანეს

ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრო
საქართველოში Pfizer-ის ვაქცინის 28 000 დოზა შემოვიდა. ამერიკულ-გერმანული წარმოების ვაქცინაზე რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს, 14 ივლისის 15:00 საათიდან შეეძლებათ პორტალზე booking.moh.gov.ge, აცრის პროცესი კი 16 ივლისიდან დაიწყება.
ამ დროისთვის Pfizer-ის ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია მოქალაქეებისთვის 18 წლის ასაკიდან. თუმცა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, Pfizer-ის შემდეგი პარტიის მიღების შემდეგ, აცრა 16 წლიდან იქნება შესაძლებელი.
როგორც ჯანდაცვის სამნისტროში განმარტავენ, უსაფრთხოების მიზნით Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთება მხოლოდ კლინიკებშია შესაძლებელი, განსხვავებით Sinopharm-ისა და Sinovac-სგან, რომლებით აცრაც დამატებით მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრებშიც მიმდინარეობს. კონკრეტულად Pfizer-ით ვაქცინაცია ქვეყნის მასშტაბით 7 სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი. ესენია:
- ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკური;
- კავკასიის მედიცინის ცენტრი;
- აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა;
- ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი;
- ქ. ბათუმში რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო;
- ქ. ქუთაისში დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი;
- ქ. გორში გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სამხედრო ჰოსპიტალი.
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ივლისის ბოლომდე Pfizer-ის ვაქცინა 95 კილინკაში იქნება ხელმისაწვდომი.
Pfizer-ის პირველ და მეორე დოზას შორის შუალედი 21-28 დღეა. იგი გერმანულ კომპანია ბიონტექთან ერთად შეიქმნა და კორონავირუსის საწინააღმდეგო ერთ-ერთი პირველი ვაქცინაა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აღიარა.
ამირან გამყრელიძემ გუშინ, 13 ივლისს, საკოორიდნაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ ოქტომბრის ბოლომდე ქვეყანაში მილიონ-ნახევარი დოზა Pfizer-ის ვაქცინა შემოვა. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის 32 ბრიგადა აწარმოებს Pfizer-ის ადმინისტრირებას, ივლისის ბოლომდე ეს რაოდებობა 150-მდე გაიზრდება, აგვისტოში კი 300-მდე.
გაიგე მეტი:
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები