კარგად ვარ, აქედან მივესალმები ოჯახს — ზაზა გახელაძის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ
საოკუპაციო რეჟმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე თავისუფალია. ის რამდენიმე წუთის წინ გადმოვიდა თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და სახლში წავიდა. მანამდე მან მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა:
"კარგად ვარ. არ ველოდებოდი რომ ასე მოხდებოდა, დღეს ყოველ შემთხვევაში. ღმერთის წყალობით, ჩვენი პატრიარქის წყალობით და ჩვენი მთავრობის გვერდზე დგომით, დღეს კარგად ვარ. კარგად ვარ, დღეს მითუმეტეს კარგად არის ყველაფერი.
მივესალმები აქედან [ოჯახს]. დეტალურად რომ მოვყვე ყველაფერი, ერთი დღე აქ დგომა მოგვიწევს და სახლში დარწმუნებული ვარ ჩემი შვილები მიყურბენ. მოდი ხვალ, ზეგ, მაზეგ... არსად წასვლას ჯერ არ ვაპირებ. არც აქ წამოვედი ჩემი ნებით მართალია, მაგრამ... სხვა დროს, ბოდიშს გიხდით".
გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში ერთი წლის განმავლობაში იმყოფებოდა. ის დღეს დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა. საოკუპაციო რეჟიმის სააგენტო, ბიბილოვის კომენტარს ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ გახელაძე რუსეთის პატრიარქის, კირილის თხოვნით გაათავისუფლა. რამდენიმე კვირის წინ კირილს საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ მიწერა და გახელაძის გათავისუფლებაში დახმარება სთხოვა.
გარდა ამისა, რესი წერს, რომ გახელაძე საქართველოში მყოფ პატიმარში, გობოზოვში გაცვალეს. ამის შესახებ დასმულ კითხვას ერგნეთში მყოფმა პრემიერმინისტრმა არ უპასუხა.
"ძალიან ბევრ ვერსიას მოისმენთ, მაგრამ, მე გთხოვთ ყველას, რომ ვერსიებს აღარ მოუსმინოთ, ჩვენ შევხედოთ შედეგს. შედეგი არის ის, რომ ზაზა არის თავისუფალი", — განაცხადა მან.
ერთი წლის წინ გახელაძე კასპში ჯერ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, შემდეგ კი გაიტაცეს. რუსული მხარის მტკიცებით, გახელაძემ ცეცხლი პირველმა გახსნა. თუმცა, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე ერთ-ერთმა მოწმემ თქვა, რომ ზაზა გახელაძეს დამიზნებით არ უსვრია.
გახელაძეს დე ფაქტო ხელისუფლებამ ბრალი წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით — "სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა" და "სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა".
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას 5 თებერვალს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.
გაიგეთ მეტი:
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები