რამდენი ჟურნალისტი დაშავდა 5 ივლისს ირაკლი კობახიძის არითმეტიკით
ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 5 ივლისს, ძალადობრივ კონტრაქციაზე დაზარალებული ჟურნალისტები სამ ჯგუფად დაჰყო: მძიმედ დაშავებულები, ზედაპირული დაზიანებების მქონე და სხვები, რომლებსაც, ასევე, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.
"ძალადობის ფაქტები იყო — 6 ჟურნალისტი იყო მძიმედ დაშავებული, 2 პოლიციელი იყო მძიმედ დაშავებული, 15 ჟურნალისტს დამატებით ჰქონდა ზედაპირული დაზიანებები და ა.შ. და სხვებსაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა", — განაცხადა კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში.
ჟურნალისტის კითხვას, ამგვარი კლასიფიკაციით იმის თქმა ხომ არ სურს, რომ ძალადობრივ კონტრაქციაზე 53 ჟურნალისტი არ დაზარალებულა, კობახიძემ ასე უპასუხა:
"ეს ყველაფერი ხომ მეორეხარისხოვანია. მთავარი არის, რომ ძალადობა ატარებდა მასობრივ ხასიათს და ეს არის ძალიან მძიმე. ასეთი რამ საქართველოში არასდროს მომხდარა. ამას სჭირდება, ბუნებრივია, ჩაღრმავება და სათანადო ყურადღება, მაგრამ, ერთ რამეშია აქ საქმე — როდესაც ამბობენ 53 შემთხვევას, საზოგადოებას ექმნება ისეთი წარმოდგენა, თითქოს 53 ჟურნალსიტი არის მძიმედ დაშავებული. მძიმედ დაშავებულია 6 ჟურნალისტი".
5 ივლისს, თბილისის პრაიდის საწინააღმდეგო ძალადობრივ კონტრაქციაზე 53 ჟურნალსიტი ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმების მსხვერპლი გახდა. ჟურნალისტებს აქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ, დაუზიანეს ტექნიკა, აიძულებდნენ გადაღებული მასალების წაშლას და აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. მათი ნაწილი ფიზიკური დაზიანებების გამო ამ დრომდე ვერ ახერხებს პროფესიული მოვალეობის გაგრძელებას. მათ შორისაა პალიტრანიუსის ფოტოგრაფი, გიორგი ნიკოლიშვილი. მისი თქმით, ამ დღემდე აქვს ტკივილები თავს არეში და ჰემატომა ტვინში.
ძალადობრივ კონტრაქციაზე სასტიკად ნაცემი TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. ცემის შედეგად მას ჰქონდა სახის ძვლების მოტეხილობა თვალის გარშემო, ტვინის შერყევა და დაჟეჟილობები. შინაგან საქმეთა სამინისტომ 12 ივლისს განაცხადა, რომ შუალედური ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა ზედოზირება გამხდარიყო. მედიის წარმომადგენლებს დიდ ნაწილს ამ ვერსიის არ სჯერა და გამოძიების გამჭვირვალედ ჩატარებას ითხოვს. 11 და 12 ივლისს ჟურნალისტების მიერ ორგანიზებულ აქციებზე, სადაც პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშილის გადადგომას მოითხოვდნენ, ათასობით ადამიანი შეიკრიბა.
პროტესტის ნიშნად დღეს, 14 ივლისს, 4-მა ტელევიზიამ — TV პირველმა, მთავარმა არხმა, ფორმულამ და კავკასიამ პროტესტის ნიშნად მაუწყებლობა 24 საათით შეაჩერა. მთელი დღის განმავლობაში აღნიშნული ტელევიზიების ეთერში ჩანს წარწერა: "გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი! დაისაჯოს ყველა მოძალადე!", ამის შემდეგ კი იმ ჟურნალისტების სია, რომლებიც 5 და 6 ივლისს დაშავდნენ. სიის დასრულების შემდეგ, წარწერები ხელახლა გამოდის.
გაიგე მეტი:
- რამდენი ლარი დაიხარჯა ძალადობრივი ჯგუფების მიერ დამწვარი ევროკავშირის დროშის შეცვლაში
- წულუკიანის აზრით, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება ძალადობრივ კონტრაქციას არ მოჰყოლია
- იმედი მაქვს, რომ ქართული დემოკრატია ალექსანდრესთან ერთად არ დაასაფლავეს — მუხთარლი
- მნიშვნელოვანია, მისი გარდაცვალების გარემოებების გამოძიების პროცესი გამჭვირვალე იყოს — სტანო ლაშქარავაზე
-
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
გადახედვააპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი აპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი
-
გადახედვამეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს მეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს
-
გადახედვაკგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო კგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო
-
გადახედვაროგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა როგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა
-
-
გადახედვაზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს
-
-
-
გადახედვაNASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო NASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო
-
-
-
-
გადახედვა25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს 25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს
-
-
გადახედვაემინემმა 16-წლიანი სიფხიზლის აღსანიშნად ინსტაგრამზე მონეტის ფოტო გააზიარა ემინემმა 16-წლიანი სიფხიზლის აღსანიშნად ინსტაგრამზე მონეტის ფოტო გააზიარა
კომენტარები