ვემიჯნებით და ვგმობთ ჰომოფობიას, ძალადობასა და ანტიდასავლურ განწყობებს — ქართველი მეღვინეების საჯარო მიმართვა
"მოგმართავთ ყველას, ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენი ღვინის მსმელებს, დამფასებლებსა და ჩვენი ცხოვრების წესის მცოდნე ხალხს ..." — ასე იწყება ქართველი მეღვინეების საჯარო წერილი, სადაც მკვეთრად ემიჯნებიან ჰომოფობიას, ძალადობასა და ანტიდასავლურ განწყობებს, რასაც, მათივე განცხადებით, ხელისუფლება აღვივებს.
"მიგვაჩნია, რომ ჩვენი ყველაზე დიდი მტერია უმცირესობების შეუწყნარებლობა, რამაც წარსულშიც მძიმე შედეგები გვაწვნია და მომავალშიც მხოლოდ ნგრევითა და სტანგაციით გვემუქრება. მიგვაჩნია, ასევე, რომ სახელმწიფომ მკაცრად უნდა დაიცვას კონსტიტუციით მოქალაქეთათვის გარანტირებული უფლებები და კანონის წინაშე მკაცრად აგებინოს პასუხი ნებისმიერს, ვინც ავლენს ჰომოფობიას, შეუწყნარებლობას, ახორციელებს თუ მოუწოდებს ძალადობისაკენ, იქნება ეს საერო პირი თუ სასულიერო წოდების წარმომადგენელი, სახელმწიფო თანამდებობის პირი, ბიზნესმენი თუ — უბრალო მოქალაქე", — ვკითხულობთ განცხადებაში.
ხელმომწერები აცხადებენ, რომ სამოქალაქო დაპირისპირება და შეუწყნარებლობა აზიანებს არა მხოლოდ მათ, არამედ ეკონომიკის ყველა სფეროს. მათი თქმით, პრობლემა იმდენად "ჯიბეებზე ასახული ზარალი" არ არის, რამდენადაც განვითარების შეფერხება, წლობით ნაშენები იმიჯის ჩამოშლა, ტურიზმის კვდომა და ა.შ.
"დასავლეთის ბაზრებზე გასვლა გადამწყვეტი იყო მეღვინეობის განვითარებისთვის. რუსული ბაზრებიდან იძულებითმა რეორიენტაციამ შესანიშნავი სამსახური გაუწია ჩვენი დარგის განვითარებას. დღეს ჩვენ არა მხოლოდ უფრო ძვირად ვყიდით ღვინოს, არამედ - ვაწარმოებთ გაცილებით უკეთეს პროდუქტს და მყარად ვიმკვიდრებთ ადგილს მსოფლიო ღვინის ოჯახში, საიდანაც ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ უსამართლოდ გაგვაქრეს.
დღეს ჩვენ საქართველოს ეკონომიკის გაცილებით დიდ სეგმენტს ვკვებავთ, ვიდრე ეს შეგვეძლო 10-15-20 წლის წინ. ჩვენი დარგის განვითარება სისხლხორცეულად არის დამოკიდებული ჩვენს ღირებულებით და ბიზნეს კავშირებზე დასავლეთთან, რომელიც არის ცოდნის წყარო და იდეებითა და ახალი შემოქმედებითი იმპულსებით კვებავს საქართველოს მეღვინეობას", — აცხადებენ მეღვინეები.
მათი თქმით, ქვეყნის განვითარება პირდაპირ კავშირშია საზოგადოების თავისუფლების ხარისხთან, რასაც, თავის მხრივ, მოაქვს მრავალფეროვნება, შემწყნარებლობა, მშვიდობა, სოციალური კაპიტალი და ა.შ.
მეღვინეებს იმედი აქვთ, რომ მსგავსი განცხადებებს სხვა პროფესიული წრეებიც შეუერთდებიან.
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
კომენტარები