10 ლიტერატურული გამოწვევა, რომელიც პატარების ზაფხულს უფრო საინტერესოს გახდის
ზაფხული ნაყინთან, გართობასთან და თამაშთან ასოცირდება, თუმცა დასვენებასთან ერთად წიგნების კითხვა, ახალი სამყაროების, პერსონაჟებისა და ფაქტების აღმოჩენაც მნიშვნელოვანია. თუ გინდა წიგნების კითხვა სასიამოვნო გამოცდილებად აქციო, შეგიძლია სულაკაურის გამომცემლობის საზაფხულო გამოწვევებში მეგობრებთან ერთად ჩაერთო.
კარგად მოკალათდი და გაეცანი 10 ლიტერატურული გამოწვევას, რომელიც შენს ზაფხულს უფრო საინტერესოს გახდის:
1. წაიკითხე წიგნი ცხოველების შესახებ
თუ ცხოველები გიყვარს, მაშინ წიგნში მათი თავგადასავლების, გრძნობებისა თუ განცდების ამოკითხვა განსაკუთრებით მოგეწონება. ოქროსფერი რეტრივერი კოსმო, მელაკუდა პაქსი, გოჭი უილბური და მისი მეგობრები შენს ზაფხულს ნამდვილად დაუვიწყარს გახდიან.
2. ძილის წინ თვითონ წაუკითხე დედას, მამას, ბებიას ან ბაბუას
ხმამაღლა კითხვა დაგეხმარება, უფრო საინტერესო და კარგი მთხრობელი გახდე და თან შენი საყვარელი წიგნები ოჯახის წევრებსაც გააცნო, რათა შემდეგ ისინი ერთად გაარჩიოთ. თუ დიდი და რთული სიტყვების გამოთქმა ცოტათი გიჭირს, ხმამაღლა კითხვით ამ პატარა დაბრკოლებასაც მარტივად გადალახავ!
3. წაიკითხე ავტორი შენნაირი ინიციალებით
წარმოიდგინე, რა სახალისო იქნება, შენსა და შენი წიგნის ავტორს რომ ერთნაირი ინიციალები გექნებათ! მაგალითად, თუ ელენე ბერიძე ან ერეკლე ბუკია ხარ, ძალიან გაგიმართლა, რადგან ქართულად ენიდ ბლაიტონის სამი სერიის წაკითხვა შეგიძლია! ვინ იცის, იქნებ ახალ სამყაროებში მოგზაურობა ისე მოგეწონოს, რომ მომავალში მწერალი თავადაც გახდე!
4. აღმოაჩინე შენი ინტერესები
გინდა საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიაზე, გეოგრაფიასა თუ კულტურაზე, ცხოველთა სამყაროსა თუ ადამიანებზე საინტერესო ამბები წაიკითხო და საოცარი ფაქტები აღმოაჩინო? მაშინ დროა, ენციკლოპედიას დაუმეგობრდე. უამრავ შთამბეჭდავ ფაქტს შორის შესაძლოა, შენი ახალი ინტერესიც აღმოაჩინო, რომელსაც სკოლაში დაბრუნებისას მეგობრებსაც გააცნობ.
5. წაიკითხე როალდ დალის რომელიმე წიგნი
როალდ დალის წიგნებში აღმოაჩენ კეთილ გოლიათ დიკეგოს, უნიჭიერეს მატილდას, რომელსაც წიგნების კითხვა უყვარს და ჩარლისთან ერთად შოკოლადის ქარხანაშიც კი იმოგზაურებ. მგონი, ამ მაცდუნებელი შემოთავაზების ხელიდან გაშვება არ ღირს!
6. წაიკითხე წიგნი, რომელსაც ერთსიტყვიანი სათაური აქვს
ერთსიტყვიანი სათაურით წიგნის შესახებ ბევრ რამეს ვერ გაიგებ, ხომ ასეა? სანამ წიგნს გადაშლი, სცადე და გამოიცანი, რის შესახებ იქნება ის. გამართლდება თუ არა შენი წინათგრძნობა?
7. დახატე საყვარელი პერსონაჟი
საყვარელ პერსონაჟებთან დასამეგობრებლად მათი დახატვა მშვენიერი ხერხია! კარლსონი, პატარა პრინცი და პეპი შენი წარმოსახვით შექმენი და ვინ იცის, იქნებ მალე სულ ახალი პერსონაჟიც კი შემოგეხატოს!
8. წაიკითხე წიგნი, რომელიც ხუთზე მეტი თავისგან შედგება და თან ილუსტრირებულია
სქელტანიანი წიგნები არც ისეთი საშიშია, როგორც გგონია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ახალი სამყაროს აღმოჩენა საოცარი ილუსტრაციების დახმარებით შეგიძლია! გადაშალე ქრის რიდელის რომელიმე წიგნი და ნახავ, რა მალე შემოგეკითხება!
9. წაიკითხე წიგნი ზაფხულის შესახებ
ნეტავ, როგორ ატარებენ ზაფხულს წიგნის პერსონაჟები? ამის გასაგებად ზაფხულის შესახებ წიგნის წაკითხვაზე უკეთესი გზა არ არსებობს! შეიძლება, წიგნის წაკითხვის შემდეგ საკუთარი ზაფხულის გასახალისებლად უამრავი იდეაც კი მოგივიდეს!
10. წაუკითხე შინაურ ცხოველს, თუ შინაური ცხოველი არ გყავს — ფუმფულა სათამაშოს
წიგნის კითხვა ყველაზე სახალისო მაშინაა, როცა მის შესახებ შეგიძლია, სხვებს მოუყვე. როდესაც შენს შინაურ ცხოველთან ან ფუმფულა სათამაშოსთან თამაშით დაიღლები, ერთად ყოფნის დრო წიგნის კითხვით გაიხანგრძლივეთ.
იმისათვის, რომ მიღწეული წარმატებების შესახებ სხვებსაც გააგებინო, მონიშნე შესრულებული პუნქტები ამ ფოტოზე, ატვირთე შენი ან მშობლის ანგარიშით ინსტაგრამის სთორიში და მონიშნე sulakauri_kids.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
კომენტარები