ვაკო ავალიანი მაესტროს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ტოვებს. როგორც ის Facebook-ზე წერს, არხზე გია გაჩეჩილაძე ბრუნდება, ტელევიზიის ახალი პრიორიტეტები კი მისთვის მიუღებელია.

"ვტოვებ მაესტროს, სადაც კარგი მეგობრები და საქმის ერთგული მაგარი ადამიანები შევიძინე. გაიგე ამბავი — არხის სლოგანია, რომელიც სრულად ესადაგება სამაუწყებლო ბადეს. არხზე ბრუნდება გია გაჩეჩილაძე (რამდენიმე პროექტით). არხის ახალი პრიორიტეტები ჩემთვის მიუღებელია! ყველაფრის მიუხედავად, წარმატება მაესტროს და მაესტროელებს", — წერს ავალიანი.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოზე 2016 წელს ატვირთული დოკუმენტის მიხედვით, გია გაჩეჩილაძე, იგივე უცნობი, არხის 55%-იანი წილის მფლობელია. მამუკა ღლონტია 15%-ს ფლობს, ეკატერინე აკობია — 5%-ს, ხოლო შპს მედია ფინანს გრუპ ბი.ვი, ნიდერლანდები — 25%-ს.