ანა სუბელიანი

17 Jul. 2021, 21:22

დღეს ჩვენ ვართ უმძიმეს ბრძოლაში სიძულვილის წინააღმდეგ. ჩვენ გვაერთიანებს ერთი რამ — გვინდა, რომ ამ ქვეყანაში ყველას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის ეს ადამიანი, ჰქონდეს შესაძლებლობა, იცხოვროს ღირსეულად და ბედნიერად. ჩვენ გვჯერა თანასწორობის იდეის, გვჯერა, რომ თითოეული ადამიანი არის ღირებული და არავინ იმსახურებს ისეთ ყოფას და ისეთ სიძულვილს, რომელიც ასე მძიმედ, ასე ტრაგიკულად ამოტივტივდებოდა ზედაპირზე და რომლის წინაშეც დავდექით საზოგადოება.

დღეს ჟურნალისტების ბრძოლას ვუერთდებით ყველა და ვერც ჟურნალისტების ბრძოლა იქნება მხოლოდ ჟურნალისტების, ისევე, როგორც არც ქვიარების ბრძოლა ყოფილა მხოლოდ ქვიარების. სიძულვილი, რომელიც ადამიანების გარკვეული ჯგუფებისკენ არის ორიენტირებული და მათ განადგურებაზეა მიმართული, მხოლოდ მათ არ დააზარალებს, ის აზიანებს ყველას, ეს არის სიმსივნე ფაქტობრივად, რომელსაც აღვივებს ჩვენი ხელისუფლება უკვე წლების განმავლობაში და საპატრიარქო, რომელზეც სამწუხაროდ თვალს ვხუჭავთ ხშირად ჩვენც. ამიტომ, ახლა უნდა გავიაზროთ, რომ ლექსო წაგვართვა ჰომოფობიამ, ამ სიძულვილმა. ლექსო წაგვართვა იმან, რომ ჩვენ ხშირ შემთხვევაში თვალს ვხუჭავთ ერთმანეთის პრობლემებზე.

[...] 5 ივლისს არ დასრულებულა სიძულვილი. ადამიანები ყოველდღიურად არიან აგრესიისა და თავდასხმის მსხვერპლები ქუჩებში, მათი იდენტობის გამო და ხშირ შემთხვევაში იმის გამოც, თუ როგორ გამოიყურებიან. ეს უკვე გვეხება ყველას. თუ აქამდე ვფიქრობდით, რომ არ გვეხებოდა, დღეს გვეხება ჩვენ, ჩვენს შვილებს. ჩემი 11 წლის შვილი, სანამ გარეთ გადის, კარგად აკონტროლებს იმას, როგორ გამოიყურება, რადგან ეშინია, რომ ვიღაც რაღაცას დაუშავებს. ეს არის კატასტროფა. ჩვენი 10-11-12 წლის ბავშვებს ეხება უკვე ეს. ის კი არ არის, რომ მომავალში, როცა გაიზრდებიან, უკეთესი ქვეყანა გვინდა დავახვედროთ — არა, მათ უკვე ეხებათ.

ეს განცხადება აქტივისტმა ანა სუბელიანმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გააკეთა, სადაც 5-6 ივლისის ძალადობას აპროტესტებენ და დამნაშავეების დასჯასა და მთავრობის გადადგომას ითხოვენ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  2. დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
  3. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
  4. ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
  5. პასკა — სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება

მოკლედ: დღეს, 30 აპრილს, 19:00 საათზე, პარლამენტის წინ ისევ გაიმართება რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია. ამის…