ვგმობთ ჰომოფობიას, ძალადობასა და ანტიდასავლურ განწყობებს, რასაც, სამწუხაროდ, ხელისუფლება აღვივებს — ტურიზმის სექტორის ნაწილი
ტურიზმის სექტორის წარმომადგენელთა ნაწილი აცხადებს, რომ გმობენ ჰომოფობიას, ძალადობასა და ანტიდასავლურ განწყობებს, რასაც ხელისუფლება აღვივებს. მათ მიმდინარე მოვლენების შესახებ სპეციალური განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნავენ, რომ საქართველოს ეკონომიკის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს კვებავენ და მათი დარგის განვითარება "სისხლხორცეულად არის დამოკიდებული ჩვენს ღირებულებით და ბიზნეს კავშირებზე დასავლეთთან, რომელიც არის ცოდნის წყარო და იდეებითა და ახალი შემოქმედებითი იმპულსებით კვებავს საქართველოს ტურიზმის სფეროს".
"მიგვაჩნია, რომ ჩვენი ყველაზე დიდი მტერია უმცირესობების შეუწყნარებლობა, რამაც წარსულშიც მძიმე შედეგები გვაწვნია და მომავალშიც მხოლოდ ნგრევითა და სტაგნაციით გვემუქრება. მიგვაჩნია, ასევე, რომ სახელმწიფომ მკაცრად უნდა დაიცვას კონსტიტუციით მოქალაქეთათვის გარანტირებული უფლებები და კანონის წინაშე მკაცრად აგებინოს პასუხი ნებისმიერს, ვინც ავლენს ჰომოფობიას, შეუწყნარებლობას, ახორციელებს თუ მოუწოდებს ძალადობისაკენ, იქნება ეს საერო პირი თუ სასულიერო წოდების წარმომადგენელი, სახელმწიფო თანამდებობის პირი, ბიზნესმენი თუ უბრალო მოქალაქე.
ამ წერილზე ხელმოწერით ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია საქართველოს განვითარება და თვითმყოფადობა, ჩვენი თითოეული მოქალაქის თავისუფლება, კონსტიტუციური უფლებების უზრუნველყოფა, სამოქალაქო მშვიდობის დაცვა და განუხრელი ინტეგრაცია დასავლეთთან, სადაც ისტორიულად ყოველთვის იყო ჩვენი ცივილიზაციური ადგილი. ჩვენ, საქართველოს ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები, საზოგადოებრივ ასპარეზზე ყოველთვის ამ პრინციპების მიხედვით მივიღებთ პირად გადაწყვეტილებებს!", — აღნიშნული განცხადებაში.
ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ამ წერილით მიმართავენ ყველას — მოქალაქეებს, ტურიზმის სხვა წარმომადგენლებს, მათი ცხოვრების წესის მცოდნე ხალხს, მეგობრებს, პარტნიორებს, პროფესიონალებს, მოყვარულებს, ძველსა თუ ახალ თაობას. მათი თქმით, ამ საქმეს მიყვებიან ქვეყნის, ტრადიციების სიყვარულით და იმის შეგნებით, რომ მნიშვნელოვან და დასაფასებელ როლს ასრულებენ საყვარელი ქვეყნის განვითარების საქმეში, სადაც მათ წილ აგურს პირნათლად დებენ.
"საქართველოს აწმყოსა და მომავალს სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ვქმნით, ჩვენ ჩვენი სფეროების განვითარებითა და საუკეთესოდ წარმოჩინებით. ჩვენს საზოგადოებას, თითოეულ ჩვენგანს სასიცოცხლოდ სჭირდება მშვიდობა, ეკონომიკის ზრდა და განვითარება, რომ შევქმნათ თითოეული ჩვენგანის კეთილდღეობისთვის აუცილებელი გრძელვადიანი პირობები. ნებისმიერი სამოქალაქო დაპირისპირება, ერთმანეთის შეუწყნარებლობა, შიდა დაძაბულობა ერთიანად გვაზარალებს როგორც ტურიზმს, ისე ჩვენი ეკონომიკის თითოეულ სფეროს. პრობლემა იმდენად ჩვენს ჯიბეებზე ასახული ზარალი არ არის, რამდენადაც თითოეული დარგის განვითარების შეფერხება, წლობით ნაშენები იმიჯის ჩამოშლა, ბაზრების დაკარგვა და ტურიზმის კვდომა, რაც, საბოლოო ჯამში, ჩვენი მოქალაქეების ჯიბესა და კეთილდღეობაზე აისახება", — აღნიშნული წერილში.
ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები მიუთითებენ, რომ როგორც ეკონომიკის, ისე ზოგადად საზოგადოების განვითარება პირდაპირაა დამოკიდებული თავისუფლების ხარისხზე ქვეყანაში. მათი თქმით, საშიში და მიუღებელია, რომ საქართველოს იმიჯი, საინტერესო დასავლური ქვეყნიდან შეუწყნარებლობა და ჩამორჩენილობა გახდა.
"თავისუფლება გადამწყვეტია ყველა ასპექტში — როგორც მორალური და ფილოსოფიური პრინციპი და როგორც განსაკუთრებული დინამიზმის მიმცემი საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერი სფეროსადმი. მრავალფეროვნება, შემწყნარებლობა, მშვიდობა, სოციალური კაპიტალი — ეს არასრული ჩამონათვალია იმ სიკეთეებისა, რაც მოაქვს თავისუფლებას საზოგადოებისათვის. ქვეყნისთვის საშიში და პრინციპულად სრულიად მიუღებელია, როცა საქართველოს იმიჯი, დინამიურად განვითარებადი, ძალიან საინტერესო დასავლური ქვეყნიდან გადაიქცევა შინააშლილობის, შეუწყნარებლობის, ქაოსის, ჩამორჩენილობის სიმბოლოდ. ეს საბოლოოდ დაასამარებს ჩვენი ეკონომიკის ყველა დარგს, მძიმედ დააზარალებს ჩვენს საზოგადოებასა და სახელმწიფოს", — აღნიშნული წერილში.
ავტორების განცხადებით, წერილს ხელს აწერენ იმ იმედით, რომ საზოგადოება ნახავს სხვა ანალოგიურ გამოხმაურებებს სხვა პროფესიული წრეების მხრიდანაც. მათი თქმით, მათი, როგორც საზოგადოების ნაწილის, ვალია, სხვა პროფესიულ ჯგუფებთან ერთად დააფიქსირონ პოზიცია. ხელმოწერები მიუთითებენ მანამდე გავრცელებულ მეღვინეების მიმართვაზე, სადაც ძალადობრივი ქმედებებია დაგმობილი.
"ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანები სრულად ვიზიარებთ მათ გულისტკივილს და ჩვენი მხრივ ჩვენც ვუერთდებით ამ მნიშვნელოვან წამოწყებას", — აღნიშნულია წერილში.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები