პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, გაუმართლებელია ადამიანის უფლებების დარღვევა, მით უფრო პარლამენტში. ასე ეხმაურება ის ქართული ოცნების დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის მიერ კოლეგის, თინა კოკუჩავას გაყვანას ტრიბუნიდან ფიზიკური ძალის გამოყენებით.

"ნებისმიერ შემთხვევაში, გაუმართლებელია ადამიანის უფლებების დარღვევა და მით უფრო პარლამენტში, რომელიც ადგენს ადამიანის უფლებების დაცვის საკანონმდებლო საფუძველს და რომელიც უნდა იყოს მაგალითის მიმცემი საზოგადოებისთვის!" — აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

შალვა პაპუაშვილმა თინა ბოკუჩავა ფიზიკური ძალის გამოყენებით გაიყვანა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნიდან. როგორც ბოკუჩავა ამბობს, პირველად ამის მცდელობა ქართული ოცნების კიდევ ერთ დეპუტატს, ლევან მგალობლიშვილს, რომელსაც შემდეგ პაპუაშვილი შეუერთდა.

თავად პაპუაშვილი ამ ფაქტს ძალადობად არ მიიჩნევს. "დაბრალებებს არ ვიყოთ" — დაწერა მან სოციალურ ქსელში.

გაიგე მეტი: