შარლ მიშელი ოპოზიციას შეხვდა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, დეპუტატებმა მედიასთან ისაუბრეს იმ ძირითად საკითხებზე, რომლებიც მიშელთან განიხილეს, მათ შორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით შექმნილ დოკუმენტზე, 5-6 ივლისის მოვლენებზე და სხვა.
საქართველოს პარლამენტის წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, მათი საუბარი შეეხო ხელისუფლებისადმი ზეწოლის მექანიზმების გაძლიერებას და 19 აპრილის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას.
"ბატონ მიშელს ძალიან კარგად ესმის, რომ ის დოკუმენტი, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ დღეს არის საფუძველი და ქვაკუთხედი ქვეყანაში დემოკრატიული ცვლილებების, მათ შორის, დემოკრატიული, ვადამდელი არჩევნების გზით ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის. ამიტომ ჩვენ გვქონდა საუბარი ყველა იმ პრობლემაზე, რომელსაც დღეს აწყდება ამ დოკუმენტის შესრულება ხელისუფლების მხრიდან და ჩვენ დარწმუნებული ვართ, მოვისმენთ შესაბამის შეფასებებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტისგან.
ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, რომ ზეწოლის მექანიზმები ამ ხელისუფლებაზე, ხელისუფლებაზე, რომელიც ღიად და აშკარად ფაქტობრივად უარს ამბობს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალზე, უნდა გაძლიერდეს და მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ვიხილავთ ევროპული მხრიდან შესაბამისი სანქციების ამუშავებაზე უკვე სერიოზულ მსჯელობას", — განაცხადა მან.
მისი თქმით, თუ უახლოეს მომავალში ქართული ოცნება არ გადადგამს აქტიურ ნაბიჯებს იმისთვის, რომ მიშელის დოკუმენტის ყველა პუნქტი შესრულდეს, ევროკავშირის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარების პაკეტი, შესაძლოა, გადაიხედოს.
"იმიტომ, რომ ჩვენი ევროპული მეგობრები არიან შეშფოთებული იმით, რომ მიშელის დოკუმენტის შესრულებასთან დაკავშირებით ქართული ოცნების პოზიციები მთლიანად შეიძლება ითქვას მნიშვნელოვან საკითხებზე არის აცდენილი იმ შეფასებებს, რაც დღეს აქვს დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციას და ჩვენს ევროპელ კოლეგებს", — აღნიშნა სამადაშვილმა.
ამასთან, დეპუტატის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტისგან კიდევ ერთხელ მოისმინეს მოწოდება, რომ სასურველია, ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას შორის დადებულ შეთანხმებას ყველა პარტიამ მოაწეროს ხელი.
"ჩვენ ასევე მოვისმინეთ მოწოდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტისგან, რომ ამ დოკუმენტს სასურველია შეუერთდეს ყველა ოპოზიციური პარტია ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც სურს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფა. ჩვენს ევროპელ კოლეგებს სწორედ მიშელის დოკუმენტი მიაჩნიათ იმ საკვანძო დოკუმენტად, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალიც და ის პოლიტიკური ცვლილებებიც, რაც ამ ქვეყანას სჭირდება", — თქვა მან.
რაც შეეხება სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, მისი განცხადებით, ისაუბრეს იმ ძალადობრივ მოვლენებზე, რაც საქართველოში 5-6 ივლისს განვითარდა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს მოახსენეს კონკრეტული ძალადობრივი ფაქტებიც.
"რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ 5 ივლისის უმძიმეს ძალადობის ფაქტებზე, რომელიც იყო ჟურნალისტებთან მიმართებაში და კონკრეტულად ვუთხარით ფაქტები, რომ პოლიციამ არათუ ვერ, არ დაიცვა ჟურნალისტები, არ დაიცვა საქართველოს მოქალაქეები. უფრო მეტიც, კორიდორებს უკეთებდა მოძალადე ჯგუფებს იმისთვის, რომ თავს დასხმოდა კონკრეტულ ადამიანებს. ამიტომ ყველა ეს კომპონენტი ჯამურად აჩვენებს იმას, რომ ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ და დავაბრუნოთ საქართველო ევროპული განვითარების გზაზე.
მიშელმა პირდაპირ თქვა, რომ რა თქმა უნდა, ამ საკითხებზე ისაუბრებს ხელისუფლებასთან, გაცილებით მკაცრი იქნება ცალსახად მისი საუბარი დახურულ კარს მიღმა, ვიდრე საჯაროდ. მაგრამ ასევე, კონკრეტულ მექანიზმებზე, როგორც იცით, ეს არის მაკროფინანსური მხარდაჭერის სანქცირება, ფაქტობრივად, ეს და სხვა მექანიზმები, აუცილებლად იქნება ამაზე საუბარი. მაგრამ მთავარი არის ის, რომ ჩვენ მიშელის დოკუმენტთან ერთად გამოვკვეთეთ გზა ევროპული ინტეგრაციის. სამწუხაროდ, ქართული ოცნება სისტემურად ცდილობს, რომ დაარღვიოს და გადაუხვიოს ამ გზას. რომ დავაბრუნოთ ამ კალაპოტში, ამაში მოგვეხმარებიან ჩვენი ევროპელი მეგობრები", — აღნიშნა მან.
გარდა ამისა, ვაშაძის განცხადებით, დღეს მიშელისგან მიიღეს გარანტიები, რომ ექნებათ სრული მხარდაჭერა ევროკავშირისგან, რათა მხარეებს შორის დადებული შეთანხმება შესრულდეს.
"მისი შესრულება, რა თქმა უნდა, არ უნდა ქართულ ოცნებას, მაგრამ დღეს მივიღეთ გარანტია, რომ სრული მხარდაჭერა გვექნება ევროკავშირის მხრიდან, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი შესრულდება, მათ შორის, მართლმსაჯულების კუთხით, სხვა მიმართულებებით, რაც ამ დოკუმენტშია გაწერილი", — განაცხადა ვაშაძემ.
ლელოს ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ კი შეხვედრა შეაფასა როგორც შინაარსიანი და აღნიშნა, რომ მიშელმა საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
"პრეზიდენტი მიშელი გააგრძელებს მის ჩართულობას ამ პროცესში, იმისათვის, რომ შეთანხმება, რომელსაც ჰქვია საქართველოს მომავლის საგზაო რუკა განხორციელდეს. ეს სჭირდება ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას და რაც მთავარია, რეგიონალური გამოწვევის ფონზე ამ შეთანხმების იმპლემენტაცია არის აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ევროკავშირს აქვს ყველა ინსტრუმენტი, იმისათვის, რომ არ დაუშვას გადახვევა ამ შეთანხმებიდან", — თქვა მან.
ნაციონალური მოძრაობის წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ 5-6 ივლისის მოვლენები იყო. მისი თქმით, მიშელი შეშფოთებას გამოხატავს გასული დღეების ძალადობრივი ქმედებებისა და ევროკავშირის დროშის დაწვის გამო.
"ჩვენ ვუთხარით, რომ ეს არ ეხება მხოლოდ კონკრეტულ ქვეყანაში არსებულ შიდა პოლიტიკურ სივრცეს, არამედ ის არის საქართველოს გეოპოლიტიკური და საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებებთან დაკავშირებული ასპექტები, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ღიად ეყრდნობა ძალადობრივ ჯგუფებს და ღიად უპირისპირდება ჩვენს ევროპარტნიორებს და ამბობს, რომ შეთანხმება შესრულდა, მაშინ, როცა ყველა ამბობს, რომ შეთანხმება არ შესრულდა.
შევეხეთ ჟურნალისტების მძიმე მდგომარეობას და გარდაცვალებას ოპერატორის, შევეხეთ იმას, რომ ხელისუფლებამ არ აიღო არც ვალდებულება და არც პასუხისმგებლობა, დაეცვა ადამიანები 5 ივლისს და რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით ის ძალიან დიდ შეშფოთებას გამოხატავს", — განაცხადა მან.
ამასთან, მოქალაქეების ლიდერმა, ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე სანქციებზე საუბარი არ ყოფილა. მისი თქმით, ძირითადად საუბარი შეეხო სასამართლოს, ევროკავშირის დროშის დაწვისა და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებს. ისოელიანის განცხადებით, მიშელმა ეს ყველაფერი უარყოფითად შეაფასა.
დღეს, 19 ივლისს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეწვივნენ. შარლ მიშელი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრს. შეხვედრების დასრულების შემდეგ დაგეგმილია ერთობლივი პრესკონფერენციაც.
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
კომენტარები