ჩრდილოეთ კორეაში სამხრეთკორეული სლენგის, მოდის, მუსიკისა და ვარცხნილობის გადმოღება აიკრძალა
ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიამ ახალგაზრდებს მოუწოდა, არ გამოიყენონ სამხრეთკორეული სლენგი და ისაუბრონ მხოლოდ ჩრდილოეთკორეულ სტანდარტულ ენაზე.
სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფმა გაზეთმა ახალგაზრდები ასევე გააფრთხილა, რომ არ გადმოიღონ სამხრეთკორეული მოდა, თმის ვარცხნილობა და მუსიკა. ყველაფერი ეს კი ახალი კანონპროექტის კვალდაკვალ ხდება, რომლის მიზანიცაა უცხოური გავლენის აკრძალვა და მსგავს პრეცედენტზე "საკადრისი პასუხის" გაცემა. საკადრის პასუხში კი თავისუფლების აღკვეთასთან ერთად სიკვდილით დასჯაც მოიაზრება.
"იდეოლოგიური და კულტურული შემოჭრა ბურჟუაზიის ფერადი ბანერებით იმაზე უფრო სახიფათოა, ვიდრე ის მტერი, რომელიც შეიარაღებული მოდის", — წერია Rodong Sinmun-ის სტატიაში, რომელიც მილენიალების თაობას სამხრეთკორეული პოპკულტურის საფრთხეზე აფრთხილებს.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ კორეული ენის ფხენიანური დიალექტი უმჯობესია და ახალგაზრდებმა ის სწორად უნდა გამოიყენონ.
ჩრდილოეთ კორეის კომუნისტური რეჟიმისათვის, რომელსაც სათავეში კიმ ჩენ ინი უდგას, უცხოური გავლენა საფრთხედ აღიქმება. თავად კიმ ჩენ ინმა ცოტა ხნის წინ K-pop-ს "კიბო" უწოდა და ის ჩრდილოეთ კორეის ახალგაზრდობის გარყვნაში დაადანაშაულა.
ყველას, ვინც სამხრეთკორეული, ამერიკული ან იაპონური მედიის ჭარბად მოხმარებისთვის დაიჭირეს, ახლა სიკვდილით დასჯა ელოდება, ხოლო ისინი, ვინც უცხოური მედიის ყურებისათვის დააკავეს, საპატიმროში 15 წელს გაატარებენ.
მკაცრი სასჯელის მიუხედავად, ჩრდილოეთ კორეაში აკრძალულ მედიაპროდუქტზე მოთხოვნა მაინც იზრდება. მას საზოგადოებაში კონტრაბანდისტების დაჯგუფებები ავრცელებენ.
მოთხოვნის გაზრდა კი, როგორც ვარაუდობენ, სამხრეთკორეული დრამებით გამოწვეულ ინტერესს უკავშირდება. ჩრდილოეთკორეისტიკის უნივერსიტეტის პროფესორის განცხადებით, კიმმა, რომელმაც განათებაში შვეიცარიაში მიიღო, "მშვენივრად უწყის, რომ K-pop-სა და დასავლურ კულტურას ადვილად შეუძლია ახალგაზრდების 'მოწამვლა', რასაც, სოციალისტურ სისტემაზე უარყოფითი გავლენა ექნება.
"მან იცის, რომ ამ კულტურულ ასპექტებს სისტემის წნეხის ქვეშ მოყოლება შეუძლია. ამდენად, მათი აკრძალვით, კიმი ცდილობს, სამომავლო უსიამოვნებები თავიდან აიცილოს".
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
კომენტარები