სამხრეთკორეელი სპორტსმენები ტოკიოს ოლიმპიადაზე თავიანთი საჭმლით ჩავლენ
სამხრეთ კორეა 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე მონაწილე თავისი სპორტსმენებისა და დელეგაციის წევრებისათვის საგანგებოდ ამზადებს კვების პროგრამას, რადგან შიშობენ, რომ ღონისძიებაზე მათთვის განკუთვნილი საკვები, შესაძლოა, რადიაციით იყოს დაბინძურებული. ინფორმაციას ამის შესახებ კორეული გამოცემა, Yonhap News Agency ავრცელებს.
ქვეყანაში ღელავენ, რომ მათი დელეგაციის წევრებმა, შესაძლოა, ფუკუშიმას პრეფექტურის ტერიტორიაზე მოყვანილი საკვები მიირთვან. 10 წლის წინ, ამ ტერიტორიაზე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ბირთვული ელექტროსადგური ცუნამის შედეგად დაზიანდა, რასაც რადიაციის გავრცელებაც მოჰყვა.
იაპონიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ფუკუშიმას პრეფექტურაში მოყვანილი საკვები პროდუქტები უსაფრთხო იქნება, თუმცა, კორეულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ჯერ კიდევ გასულ წელს დაიჟინა, რომ საკვები პროდუქტების წაღებას სამშობლოდან ამჯობინებენ.
სამხრეთ კორეამ, როგორც ჩანს, გეგმის განხორციელება უკვე დაიწყო. ოლიმპიურმა კომიტეტმა იაპონიაში უკვე გაგზავნა 14 მზარეული, რომელიც დღეში 420 კერძს მოამზადებს კორეელი ოლიმპიელებისა და დელეგაციის წევრებისათვის. ამასთან, დელეგაცია რამდენიმე პროდუქტს, მაგალითად, კიტრის მწნილს, თავად გაიყოლებს გზად.
მართალია, კორეელების გადაწყვეტილებას საფუძვლად ალბათ "სიფრთხილეს თავი არ სტკივა" უფრო უდევს, ვიდრე მეზობლის მომდურება, თუმცა, იაპონიის მმართველი პარტიის წევრის, მასაჰისა სატოს განცხადებით, სამხრეთ კორეის ოლიმპიური კომიტეტის საქციელი "ფუკუშიმელების ფეხქვეშ გათელვაა".
იაპონელებმა უკმაყოფილება სოციალურ ქსელშიც გამოთქვეს, სადაც სამხრეთ კორეის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ და მას "გულდასაწყვეტად" და "უხეშობად" აფასებენ.
ამასთან ერთად, იაპონელი ეკონომისტი, ტომოჰისა იშიკავა იმასაც ვარაუდობს, რომ კორეელების საქციელით იაპონური სოფლის მეურნეობის პროდუქციას ჩრდილი მიადგება.
"ფუკუშიმელი ფერმერები დიდ ძალისხმევას სწევენ, რათა უსაფრთხოების სტანდარტები დაიცვან და ალბათ ასეთივე ძალისხმევა უნდა გასწიონ ამ ყველაფრის გასაპროტესტებლად. რეალურად, ჩვენ მაღალი ხარისხის ძალიან ბევრ პროდუქტს ვქმნით", — წერს იშიკავა.
თუმცა, იაპონურ ოლიმპიადაზე კორეელების მონაწილეობის თანმხლები უსიამოვნება მხოლოდ საკვებით არ შემოიფარგლება. ოლიმპიურ სოფელში მცხოვრებ სამხრეთკორეელ სპორტსმენებს ცოტა ხნის წინ აივნებიდან გადმოფენილი პლაკატების ჩამოხსნაც სთხოვეს, რომლებზეც ორ ქვეყანას შორის წარსულში მომხდარი კონფლიქტი იყო მოხსენიებული.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები