ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი მეტსახელად "მუხო", "ჯამა", "ლაპუხა" და კიდევ 5 პირი დავაკავეთ — შსს
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გენერალურ პროკურატურასთან ერთად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისსა და მარნეულში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 8 პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, ყველა მათგანი: 1969 წელს დაბადებული პ. გ. (მეტსახელად პალიკო), 1980 წელს დაბადებული ზ. გ. (მეტსახელად მუხო), 1964 წელს დაბადებული ჯ. გ. (მეტსახელად ჯამა), 1995 წელს დაბადებული ვ. გ., 1983 წელს დაბადებული დ. დ., 1991 წელს დაბადებული დ. ა., 1983 წელს დაბადებული ვ. გ. (მეტსახელად ლაპუხა), 1963 წელს დაბადებული ა. ო. ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის, ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის ბრალდებით არის დაკავებული.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთ მოქალაქეს ბრალდებულ ა.ო.-სთან პროცენტიან სესხთან დაკავშირებით ფინანსური დავა წარმოექმნა. ა.ო., სადავო საკითხის ქურდული წესების შესაბამისად განხილვისა და დავის თავის სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, ერთ-ერთი ბრალდებულის — დ.ა.-ს მეშვეობით დაუკავშირდა "ქურდული სამყაროს" წევრებს, ასევე, ბრალდებულებს. აღნიშნულმა პირებმა ა.ო.-ს საკუთარი მატერიალური სარგებლის მიღების სანაცვლოდ დახმარება აღუთქვეს", — ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებმა 2021 წლის აპრილსა და მარტში, თბილისში, ერთ-ერთ უბანში მდებარე საცხოვრებელ სახლში ფინანსური დავის ქურდული წესით გარჩევა მოაწყეს. მათივე ცნობით, დავის ქურდული წესით გარჩევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, დაზარალებული მოვალისგან — ა.ო.-სგან სადავო თანხას — 26 ათასი აშშ დოლარს ვერ მიიღებდა, რადგან მისი საქმიანობა ქურდული სამყაროს წესებს არ შეესაბამებოდა.
"პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ქურდული შეხვედრების ორგანიზებისთვის ერთმანეთს უკავშირდებოდნენ", — აცხადებს შსს.
უწყების ცნობით, ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვისა და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს.
დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
-
გადახედვასასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
-
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
კომენტარები