ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ერთი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინსტროში On.ge-ს მომხდარი დაუდასტურეს, თუმცა უწყებაში, ჯერჯერობით, ვერ გვითხრეს, თუ რა მუხლით დაიწყო მომხდარზე გამოძიება.