რატომ არის "ტრაგიკული ოპტიმიზმი" ტოქსიკური პოზიტიურობის ანტიდოტი
რთული პერიოდისას ფართოდ გაღიმება საუკეთესო თავდაცვით მექანიზმად წარმოგვიჩნდება ხოლმე. თუმცა ეს მიდგომა, შესაძლოა, ზიანის მომტანი აღმოჩნდეს — საბედნიეროდ, პრობლემასთან გასამკლავებლად სხვა გზაც არსებობს.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში პანდემიამ განსხვავებული ემოციების ქარცეცხლში გაგვატარა: ჯერ შეგვაშინა, შემდეგ გამოგვფიტა და შეგვაწუხა, ბოლოს კი ისე გაიწელა, რომ ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვან გარდამქმნელ ფაქტორად იქცა. გასაკვირი არაა, რომ ამ პერიოდში ადამიანების თავდაცვის მექანიზმის ტიპმა სახე იცვალა და სიტუაციასთან ადაპტირდა. შედეგად, ის განსხვავებული გზებიც გამოიკვეთა, რომლებსაც თითოეული ჩვენგანი იზოლაციასა და შიშთან გასამკლავებლად ვირჩევთ.
ზოგიერთისთვის კრიზისის დასაძლევად პოზიტიური ხედვის გამომუშავება სასიცოცხლოდ აუცილებელი აღმოჩნდა — ბევრმა კარანტინი ამოსუნთქვის და ღირებულებებისა თუ გადაწყვეტილებების გადაფასების პერიოდად გამოიყენა. ისინი თუნდაც იმით იყვნენ მადლიერები, რომ სამსახური მაინც არ დაუკარგავთ და უკეთესი მომავლის მოლოდინის უნარიც შეინარჩუნეს — იმ დროსაც კი, როცა დისტანციურ სწავლას, სამსახურსა და უსაფრთხოდ დარჩენას შორის ბალანსის პოვნა უწევდათ.
რა თქმა უნდა, დადებითი განწყობის შენარჩუნება და მადლიერების გამოხატვა იშვიათად თუ განიხილება არახელსაყრელ მიდგომად. მაგრამ გასათვალისწინებელია ის, რომ ულმობელი ოპტიმიზმი, ანუ ე.წ. "ტოქსიკური პოზიტიურობა", უარყოფით ემოციებს სისუსტედ და მარცხად წარმოგვიჩენს. თანაც, დაგვეთანხმებით, როცა სასტიკ რეალობასთან გიწევს შეჭიდება, ტოქსიკური პოზიტივისტის პირისპირ აღმოჩენაზე გამაღიზიანებელი ცოტა რამ თუ შეიძლება იყოს.
სირთულეების აღიარების უუნარობამ, შესაძლოა, ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე მავნედ იმოქმედოს. კვლევამ აჩვენა, რომ გასაჭირისას საკუთარი თავისთვის მუდმივად იმის შეხსენება, "თუ როგორ კარგადაა ყველაფერი", ჩვენს სევდას, შფოთვასა და შიშს არ აქრობს. პირიქით — აღმოჩნდა, რომ უარყოფითი ემოციების ჩახშობა თავს უარესად გვაგრძნობინებს.
ამის საპირისპიროდ, არსებობს განსხვავებული მიდგომა, რომელიც რთულ სიტუაციებთან გამკლავების უფრო რეალისტურ გზას გვთავაზობს. ტრაგიკული ოპტიმიზმის მიხედვით, კრიზისული პერიოდისას შემდეგნაირად ვიქცევით: იმედს ვინარჩუნებთ, თუმცა, ამავდროულად, დანაკარგის, ტკივილისა და ტანჯვის არსებობასაც ვაღიარებთ.
ეს ტერმინი პირველად 1985 წელს ავსტრიელმა ფსიქოლოგმა და ჰოლოკოსტგამოვლილმა ვიქტორ ფრენკლმა განმარტა: ადამიანები, რომლებიც ტრაგიკული ოპტიმიზმის იდეას იზიარებენ, ფიქრობენ, რომ კარგისა და ცუდის გამოცდას თავისი დრო აქვს და თითოეული მათგანის წყალობით პიროვნული ზრდის მიღწევაა შესაძლებელი.
ექსპერტების აზრით, ეს ცხოვრებისეული ხედვა სწორედ ის ფილოსოფიაა, რომელიც პანდემიის სირთულეებთან გამკლავებაში დაგვეხმარება. უფრო მეტიც, ის შეიძლება მას შემდეგაც გამოვიყენოთ, როცა ეს ყველაფერი დასრულდება და მეორე მხარეს აღმოვჩნდებით.
ქაოსში აზრისა და მნიშვნელობის პოვნა
ფსიქოლოგიის საკითხებზე მომუშავე ემილი ესფაჰანი სმითის თქმით, ტრაგიკული ოპტიმიზმი კრიზისული სიტუაციის მიმართ ისეთ მიდგომას გვთავაზობს, რომელიც პრობლემებთან გამკლავებაში გვეხმარება, შედეგად კი პიროვნულ ზრდასა და სულიერ სიძლიერეს ვიღებთ. "ამ იდეის მიხედვით, ადამიანი აწმყოსეულ სირთულეებსა და ტკივილს აცნობიერებს და, ამავდროულად, იმედსაც ინარჩუნებს", — აღნიშნავს ის.
ამ ფილოსოფიის ქვაკუთხედი გამოწვევებისა და დაბრკოლებების პერიოდში მნიშვნელობისა და მიზნის პოვნის უნარია. "ტანჯვა ცხოვრების ნაწილია, გადასაწყვეტი კი ისაა, თუ როგორ აპირებ მასთან გამკლავებას", — განმარტავს სმითი, რომელიც წიგნის, აზრის ძალა, ავტორია, — "ბევრი ადამიანი იმის უარყოფისკენაა მიდრეკილი, რომ სინამდვილეში სტკივა და განიცდის. ბევრი კი, პირიქით, მთლიანად ნეგატიური აზრების გარემოცვაში ექცევა". ტრაგიკულად ოპტიმისტობა იმ ბედნიერ შუალედში ყოფნაა, როცა ჩვენი სულიერი განწყობის სრულიად განადგურების ნაცვლად, სირთულეები და გამოწვევები ახალი გაკვეთილის მიღების შესაძლებლობად წარმოგვიდგება.
პანდემიურ რეალობაში აწმყოსთვის ნათელი მხარის მოძებნა განსაკუთრებით რთულია. სწორედ ამიტომ არის ამ პერიოდში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ტკივილის, დანაკარგებისა და სიტუაციის სწორად გააზრება. გასულ გაზაფხულზე დიდ ბრიტანეთში, სვონსის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის დოქტორანტმა, ჯესიკმა მიდმა ადამიანებზე დაკვირვებით მათი სულიერი მდგომარეობის შეფასება გადაწყვიტა. ბუნებრივია, რომ პანდემიის მიერ მოტანილი ცვლილებების წყალობით კეთილდღეობის დონე შემცირდა, თუმცა მიდმა და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ სიტუაციასთან უფრო წარმატებით გამკლავება მათ შეძლეს, ვინც მას ტრაგიკული ოპტიმიზმით დაუპირისპირდნენ.
კვლევის მონაწილეებს უნდა შეეფასებინათ, თუ რამდენად ეთანხმებოდნენ შემდეგ მოსაზრებებს: "ვისწავლე, როგორ დავუპირისპირდე და მოვერგო ყველა იმ სირთულეს, რომელსაც ცხოვრება დამახვედრებს" და "ვიღებ იმას, რასაც ვერ შევცვლი". ტრაგიკული ოპტიმიზმის იდეის გამზიარებლად ისინი ჩაითვალნენ, რომლებიც ამ განცხადებებთან საკუთარ თავს უფრო მეტად აიგივებდნენ. როგორც გაირკვა, სწორედ ასეთი ადამიანები აღმოჩნდნენ პანდემიისეული შეზღუდვებისთვის ყველაზე მზად.
მიდმა ისიც აღმოაჩინა, რომ ტრაგიკული ოპტიმისტები მნიშვნელობასა და აზრს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობებში ეძებდნენ. ის აღნიშნავს, რომ კრიზისული პერიოდისას ცხოვრებისეული საზრისის პოვნა უფრო ღრმა პროცესია, ვიდრე ყურადღების გადატანის მიზნით მოკლევადიანი გადატვირთვა — მაგალითად, ვიდეოთამაშების თამაში. "ცხოვრებისეული საზრისის ძებნაზე კონცენტრირებამ შეიძლება დიდი დრო წაიღოს, მაგრამ, სამაგიეროდ, შედეგი უფრო ხანგრძლივი იქნება", — ამბობს ის.
სტრესიდან პიროვნულ ზრდამდე
ჩვენი აზროვნების სტილი მხოლოდ იმაზე კი არ მოქმედებს, თუ როგორ ვუმკლავდებით პანდემიას ყოველდღიურად, არამედ იმაზეც, თუ როგორ დავაღწევთ თავს მას თვეების შემდეგ.
ზოგიერთ ადამიანს, რომელსაც მსგავს კრიზისულ სიტუაციებთან გამკლავება უჭირს, შესაძლოა, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD) განუვითარდეს. ეს უკანასკნელი პანდემიის დასასრულის მოახლოებასთან ერთად მენტალური ჯანმრთელობის უამრავი პროფესიონალისთვის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი ხდება. მსგავს მდგომარეობაში შეიძლება ტოქსიკური პოზიტიურობის ხედვის გამზიარებლებიც აღმოჩნდნენ. მიდის თქმით, არ ღირს ადამიანების წახალისება, რომ მადლიერები და ოპტიმისტები მაშინაც კი იყვნენ, როცა ძალიან რთულ სიტუაციასთან უწევთ გამკლავება. რა თქმა უნდა, ზომიერ პოზიტიურობას თავისი უპირატესობები აქვს, თუმცა ზღვარს გადაცდენამ, შესაძლოა, ჩვენი ნამდვილი ემოციებისადმი დანაშაულის, სირცხვილის ან უარყოფის გრძნობა გაგვიჩინოს.
თუმცა, ამის საპირისპიროდ, ზოგიერთისთვის ტრავმა "ახლად დაბადების" წინაპირობა ხდება — ის ახალი პერსპექტივაა, რომელსაც ასევე პოსტტრავმულ ზრდასაც უწოდებენ. ტრაგიკული ოპტიმიზმი სწორედ ამას უწყობს ხელს: თუ პანდემიის მიერ გამოწვეულ მძაფრ და მწარე შეგრძნებებს მივიღებთ, შეგვიძლია, ეს პიროვნული ზრდისთვის გამოვიყენოთ.
ტრენტის უნივერსიტეტის პროფესორი და ფსიქოლოგი, პოლ უონგი ამბობს, რომ ცხოვრება დღეს მარტივი ნამდვილად არ არის, ამიტომ გასაკვირი არცაა, თუ ეს გარდაქმნის პროცესი უსიამოვნო და არაკომფორტული აღმოჩნდება. უონგი ამატებს: "ცუდად ყოფნა ნორმალურია, შფოთვა ნორმალურია. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ადამიანთა კლუბში".
მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ამ უარყოფით ემოციებს ჩვენზე დაუფლების საშუალება მივცეთ ან, პირიქით, სრულიად უარვყოთ ისინი (რაც ტოქსიკური პოზიტიურობისთვის დამახასიათებელი ჩვევაა), უმჯობესია, ტრაგიკული ოპტიმიზმი ავირჩიოთ. ეს ხედვა გვასწავლის, როგორ თანავიარსებოთ მარტოობასთან ან შფოთვასთან ისე, რომ ამ მდგომარეობამ არ გაგვანადგუროს. მაგალითად, პანდემიის პირობებში შეგვიძლია, მარტო ყოფნით სიამოვნების მიღება ვისწავლოთ; გავიაზროთ, რომ ადამიანთა თანადგომა გვსიამოვნებს; ან სულაც ის გავარკვიოთ, თუ ვინ გვინდა ვიყოთ, როცა პანდემია დასრულდება.
ამგვარად, შეიძლება, უბრალოდ გაღიმება და სიტუაციასთან ასე გამკლავება მაცდუნებელ წინადადებად ჟღერდეს, თუმცა ფაქტია, რომ ტრაგიკული ოპტიმიზმი ოდნავ უფრო არაკომფორტული, მაგრამ ნამდვილად ოპტიმალური არჩევანია. ის გვირაბის ბოლოს სინათლეს შეგვამჩნევინებს — სინათლის მიღწევის ლოდინისას კი ღრმად სუნთქვაში დაგვეხმარება.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები