კონკურსის "კონტრუქტორი" გამარჯვებულები ცნობილია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიისა და არქიტექტურის მიმართულებების კონკურსის "კონსტრუქტორი" გამარჯვებულები ცნობილია.
მოსწავლეები მთელი საქართველოდან ერთი თვის განმავლობაში მეორადი მასალებისა და საკანცელარიო ნივთების გამოყენებით ქმნიდნენ სასურველი სკოლისა და სასკოლო სივრცის მაკეტებს, რომლებიც თანხვედრაში იქნებოდა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან: https://uni.cf/3f7glAY
ჟიურიმ მონაწილეთა მიერ შექმნილი მაკეტები შეაფასა და გამარჯვებულები გამოავლინა.
კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ:
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით, ვახტანგ ბალავაძე;
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამის ხელმძღვანელი, ია კუპატაძე;
- საინჟინრო საკონსულტაციო კომპანია "ფორსის" დირექტორი, ალექსანდრე წაქაძე;
- საინჟინრო-საპროექტო კომპანია "კავტრანსპროექტის" მთავარი კონსტრუქტორი, გიორგი მისაბიშვილი;
- სან დიეგოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, სამოქალაქო ინჟინერი ირაკლი ამბოკაძე;
- სან დიეგოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, მშენებლობის ინჟინერი ანა პავლიაშვილი.
პირველ ადგილზე ქალაქ საჩხერის N2 საჯარო სკოლის X-XI კლასის მოსწავლეების გუნდი გავიდა. გუნდის წევრები — მარიამ აბრამიშვილი, ნინო ჭიღლაძე და ნინო მაჭარაშვილი დაჯილდოვდნენ ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის სასწავლო ვაუჩერით, წიგნის სახლ "ლიგამუსის" ვაუჩერითა და სამშენებლო კომპანია "ფორსის" 500-ლარიანი დაფინანსებით.
მეორე ადგილი დაიკავა ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე თორნიკე კიკონიშვილმა, რომელიც დაჯილდოვდა ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის სასწავლო ვაუჩერით, წიგნის სახლ "ლიგამუსის" ვაუჩერითა და სამშენებლო კომპანია "კავტრანსპროეტის" 500-ლარიანი დაფინანსებით.
მესამე ადგილზე გავიდა ქალაქ ბორჯომის N1 სკოლის XII და N3 საჯარო სკოლის X და XI კლასის მოსწავლეების გუნდი. გუნდის წევრები — ლიზი ზაზაძე, მარიამ დიასამიძე და ელენე ბლიაძე დაჯილდოვდნენ ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის სასწავლო ვაუჩერითა და სამშენებლო კომპანია "ფორსისა" და კომპანია "კავტრანსპროექტის" 300-ლარიანი დაფინანსებით.
ხალხის რჩეულის სტატუსი ფეისბუქის გამოკითხვის შედეგად მოიპოვა სოფელ ველისციხის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე ნიკოლოზ პაპოშვილმა, რომელიც დაჯილდოვდა ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის სასწავლო და წიგნის სახლ "ლიგამუსის" ვაუჩერებით.
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები