2021 წლის ბიუჯეტი შეიცვალა — ვის ეზრდება დაფინანსება
პარლამენტმა 2021 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა. ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი ეკონომიკური ზრდის 7,7%-იან პროგნოზზეა აგებული. აქამდე საქართველოს მთავრობის ეკონომიკური ზრდის მოლოდინი 3,4% იყო.
შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდის მოლოდინის შესაბამისად, მთავრობა შემოსულობების ზრდასაც ელოდება, რის მიხევითაც შეცვლილია ბიუჯეტის ხარჯების მონაცემები.
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ბიუჯეტის გაზრდის სამი ძირითადი მიზანი იყო:
- ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება;
- ეკონომიკური აღდგენის ხელშეწყობა;
- COVID-19-ის მართვა და მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებები;
რა იცვლება კორექტირებული ბიუჯეტის მიხედვით
პარლამენტის მიერ დამტკიცებულ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილებაა:
- ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი იზრდება 1,17 მილიარდი ლარით და შეადგენს 17,93 მილიარდ ლარს;
- ბიუჯეტის ასიგნებები, ანუ ხარჯების მოცულობა იზრდება 1,11 მილიარდი ლარით და შეადგენს 19,5 მილიარდ ლარს;
- ბიუჯეტის დეფიციტი მცირდება 7,6% დან 6,9%-მდე;
- სამთავრობო ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართება მცირდება 54,6%-მდე;
სამინისტროები, რომელთა ბიუჯეტიც იზრდება
პროექტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხა თავდაპირველ დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია 600 მილიონი ლარით და 6,09 მილიარდ ლარს აღწევს.
COVID-19-ის მართვასთან დაკავშირებით ბიუჯეტი იზრდება 446 მილიონი ლარით და შეადგენს 846 მილიონ ლარს, მათ შორის, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ფარგლებში არსებული გეგმის მიხედვით მოსახლეობის 60%-ის აცრისთვის საჭირო ვაქცინების შესყიდვის ხარჯებისათვის გათვალისწინებულია 150 მილიონ ლარზე მეტი.
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაფინანასება იზრდება 36 მილიონი ლარით და 642,8 მილიონი ლარის ოდენობით განისაზღვრება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 2021 წლის თავდაპირველ გეგმასთან შედარებით იზრდება 90 მილიონი ლარით და განისაზღვრება 2,46 მილიარდი ლარის ოდენობით.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანასება იზრდება 177 მილიონი ლარით და 628,58 მილიონ ლარს აღწევს.
ბიუჯეტის კორექტირების შემდეგ თავდაცვის სამინისტრო დამატებით 30 მილიონ ლარს მიიღებს და მისი ჯამური დაფინანასება 930 მილიონი ლარი იქნება.
როგორც ცნობილია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უკვე ორ უწყებად გაიყო, თუმცა მისი დაფინანასების შესახებ ინფორმაცია ბიუჯეტში ერთად არის მოცემული. გადამუშავებული დოკუმენტის მიხედვით, უწყების დაფინანსება 75 მილიონით იზრდება და 1,87 მილიარდ ლარს შეადგენს.
დაფინანასება ეზრდება იუსტიციის სამინისტროსაც, რომელიც 60 მილიონი ლარით მეტს მიიღებს — მისი ჯამური ბიუჯეტი 296,5 მილიონი ლარი იქნება.
ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანომ მიმდინარე წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტს 85 ხმით, ერთხმად დაუჭირა მხარი.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები