საქართველოს ბანკისა და წიგნების თაროს სკოლის პარტნიორობა გრძელდება
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკის უშუალო ჩართულობით, წარმატებით დასრულდა წიგნების თაროს სკოლის მორიგი 6 კვირიანი სასწავლო კურსი. ინიციატივის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 200-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო განათლება და 40-მდე ახალგაზრდა დასაქმდა.
წიგნების თაროს სკოლა დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის შექმნილი არაფორმალური განათლების სივრცეა, სადაც მიწვეულ პედაგოგებთან ერთად მასწავლებლის როლს სტუდენტები ითავსებენ. სკოლაში სწავლება ეფუძნება პრინციპს "შემეცნება გართობით", რაც სწავლის პროცესს ინოვაციურს, სახალისოს და საინტერესოს ხდის.
წიგნების თაროს ონლაინ სკოლის მთავარ მიზანს თანამედროვე მეთოდების გამოყენებით მოსწავლეებში განათლების მიმართ ინტერესის გაღვივება წარმოადგენს. სწავლება ონლაინ, Zoom-ის საშუალებით ხორციელდება, რაც მსურველებს საგანმანათლებლო პროცესში ჩართვის შესაძლებლობას ნებისმიერი ადგილიდან აძლევს. მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის მცირე ასაკობრივი ზღვარი კი საგაკვეთილო პროცესს კიდევ უფრო უშუალოს და მეგობრულს ხდის.
ამასთან, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკმა გასულ წელს ოთხ სკოლაში — თბილისში, ფოთში, დიცსა და ხურვალეთში მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცეები, იდეათეკები მოაწყო. წიგნების თაროს სკოლასთან პარტნიორობით კი სწორედ ამ ოთხი სკოლის 1-4 კლასის მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა, სრულიად უფასოდ ჩართულიყვნენ ისეთ საინტერესო კურსებში, როგორებიცაა: მსოფლიო ლიტერატურა; მითოლოგია და ცივილიზაცია; დედამიწა და კოსმოსი; ადამიანი და ჯანმრთელობა.
"საქართველოს ბანკსა და წიგნების თაროს სკოლას შორის პარტნიორობა უკვე მეორე წელია წარმატებით გრძელდება. სკოლის დევიზია "ახალგაზრდები ბავშვების მომავლისთვის", რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სკოლის ინოვაციურ ხასიათს, ვინაიდან მასწავლებლის როლს პროექტ "წიგნების თაროში" გამორჩეული სტუდენტები და მოსწავლეები ირგებენ. პანდემიის დროს პროექტს დამატებითი ფუნქცია და მნიშვნელობა მიენიჭა, რადგან წიგნების თაროს სკოლის სახალისო ონლაინ გაკვეთილებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით მისცა ბავშვებს მათზე მორგებული, არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა. საქართველოს ბანკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტუდენტებისა და მოსწავლეების ხელშეწყობა. შესაბამისად, ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მათ მხარდაჭერას როგორც სპეციალურად მათ საჭიროებებზე მორგებული საბანკო პროდუქტებით (sCool Card, სტუდენტური ბარათი), ასევე სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტებით", — განაცხადა თამარ გოჩაშვილმა, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა.
აღსანიშნავია, რომ წიგნების თაროს სკოლა 2020 წელს დაარსდა და ის მსურველებს ისეთ საინტერესო კურსებს სთავაზობს, როგორებიცაა: ლოგიკური აზროვნება და მათემატიკური თავსატეხები; შემოქმედებითი აზროვნება და ესთეტიკის აღქმა; მითოლოგია და ცივილიზაციები; დედამიწა და კოსმოსი; რიტორიკული აზროვნება და საუბრის ხელოვნება; ადამიანი და ჯანმრთელობა. სკოლის მიერ მიწვეულ მასწავლებლებს შორის კი ყველასათვის ცნობილი ადამიანები — ლევან გიგინეიშვილი, გიორგი ბაქრაძე, მაია ცირამუა, ზალიკო სულაკაური, გიორგი კეკელიძე, ბაია დვალიშვილი და სხვანი არიან.
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები