მაცოცხლებელი წყალი, ცოცხალი ლეგენდა — ბორჯომი ლეგენდას აცოცხლებს
130-წლიანი ისტორიის მქონე მინერალური წყალი ბორჯომი ლეგენდას აცოცხლებს — რამდენიმე წამში გაერთიანებული ქართული იდენტობა და ისტორია.
"მაცოცხლებელი წყალი, ცოცხალი ლეგენდა", — ეს პირველი ქართული მინერალური წყლის, ბორჯომის, ახალი კომუნიკაციის მთავარი გზავნილია: ეს არის წყალი, რომელიც სხეულს, გონებასა და სულს აცოცხლებს. წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ ბორჯომი იუვენილური წარმოშობის წყალია, რომლის შემადგენლობაშიც 60-ზე მეტი სასარგებლო მინერალია. სწორედ წყლის უნიკალური შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები გახდა ახალი კამპანიის საფუძველი. 130-წლიანი ისტორიის მქონე მინერალური წყალი საზოგადოებას ახალ ვიდეორგოლს სთავაზობს, რომელშიც ლეგენდას აცოცხლებს. ლეგენდის თანახმად, მონადირეებისგან დაჭრილი ირემი სწორედ ბორჯომის უნიკალური წყლით განიკურნა.
რამდენიმე წამში გაერთიანებულია ქართული იდენტობა და ისტორია, რომელსაც ბორჯომი უახლოეს პერიოდში მთელ მსოფლიოს მოუყვება. ვიდრე ბორჯომი ცოცხალ ლეგენდას მსოფლიოს გააცნობს, ვიდეორგოლის პრემიერა საქართველოში, ბრენდის გულშემატკივრებთან ერთად სასტუმრო სტამბის ღია სივრცეში გაიმართა.
ვიდეორგოლი ევროპულმა კრეატიულმა სააგენტო Virtue-მ ქართული სააგენტო ენკენის ჩართულობით გადაიღო. გადაღებები ბორჯომის ხეობაში, მარტვილის კანიონში, ზღაპრულ პრომეთეს მღვიმესა და თბილისში მიმდინარეობდა. ვიდეოს მთავარი გმირი მოდელი ლიკა რიგვავაა, ხოლო დიზაინერი — იკა ბობოხიძე. მუსიკის ავტორი კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველია, რომელმაც ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, სპეციალურად ბორჯომისთვის შექმნილ მუსიკას განსაკუთრებული ჟღერადობა შესძინა.
"ბორჯომთან ბევრი საინტერესო მოგონება მაკავშირებს, რის გამოც განსაკუთრებით ემოციური იყო ჩემთვის სამუშაო პროცესი", — აღნიშნავს ნიკოლოზ რაჭველი, რომელიც პრეზენტაციაზე მოსულ სტუმრებს გადაღებისას გატარებულ დღეებზე ესაუბრა, როგორც მის ცხოვრებაში მნიშვნელოვან მოგონებაზე, — "მთავარი ამოცანა იყო, რამდენიმე წამში მეჩვენებინა ჩვენი ეროვნული იდენტობა. მინდა, რომ ვიდეოს ნახვის შემდეგ, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანს წარმოდგენა შეექმნას არა მხოლოდ ბორჯომზე, არამედ მთელ საქართველოზე, როგორც ბორჯომის სამშობლოზე.
"მუსიკის პირველ ეპიზოდში ლელა თათარაიძის სიმღერა სამშობლოს რამდენიმე წამი გამოვიყენე, მეორე ნაწილი კი უკვე სპეციალურად ბორჯომისთვის შევქმენი. კომპოზიციის სიმფონიური ნაწილი საქართველოს ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა ჩაწერა. ელექტრონულ ნაწილზე კი გიორგი შამანაურმა იმუშავა".
ვიდეორგოლში მხატვრული ელემენტები და ქართული სიმბოლოებია გამოყენებული. შეიქმნა ბოლნისის ჯვრის ფორმაზე დაფუძნებული, სპეციალური სიმბოლო-ორნამენტი, რომელიც დატანილია საქართველოს დროშაზეც. სიმბოლო-ორნამენტი ერთმანეთში აერთიანებს ბორჯომის წყაროს, ქართულ იდენტობას და ირემს, როგორც ბორჯომის სიმბოლოს. იმისთვის, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ბრენდის ქართული იდენტობა კიდევ უფრო ხაზგასმული ყოფილიყო, კომუნიკაციის ტიპოგრაფიაში ბორჯომი ქართულ მხედრულ დამწერლობას სხვადასხვა ქვეყნის დამწერლობასთან აერთიანებს.
როგორც ბორჯომის ბრენდმენეჯერი, ირინა კეიდია ამბობს, ქართულ ლეგენდარულ მინერალურ წყალს ამბიციური გლობალური გეგმები აქვს.
"ჩვენ ვვითარდებით საექსპორტო ბაზრებზე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ, ახალ კომუნიკაციაში აქცენტი ბორჯომის ქართულ წარმოშობასა და მის უნიკალურ თვისებებზე გაგვეკეთებინა. სწორედ ამიტომ, იუვენილური წყლის აღმოჩენის ისტორია გამოვიყენეთ. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ახალი სარეკლამო რგოლის პრეზენტაცია პირველად საქართველოში შედგება, შემდეგ კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელდება".
ბორჯომის ახალი სარეკლამო რგოლი საქართველოს სატელევიზიო სივრცეში უკვე გამოჩნდა, მოგვიანებით კი, ევროპაში, ცენტრალური აზიასა და ამერიკის შეერთებული შტატებში გავრცელდება.
ფოტო: ბორჯომი
ფოტო: ბორჯომი
ფოტო: ბორჯომი
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
კომენტარები