სინერჯი თევზის კომპანია უმალის პარტნიორი გახდა
სინერჯი თევზისა და ზღვის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის — უმალის პარტნიორი-მეწილე გახდა.
უმალი ევროპული სტანდარტების მიხედვით, ყველაზე დიდი თევზის გადამამუშავებელი ქარხანაა ამიერკავკასიაში. კომპანია ადგილობრივი ბაზრისთვის აწარმოებს 50-ზე მეტი დასახელების პროდუქტს, მათ შორის: სხვადასხვა სახეობის თევზს, ხიზილალასა და ზღვისპროდუქტებს. უმალის პროდუქციით მარაგდება საქართველოს მსხვილი სუპერმარკეტები მთელი ქვეყნის მასშტაბით.
როგორც სინერჯიში განმარტავენ, უმალთან დაპარტნიორება რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინებით გადაწყვიტეს.
"თევზის პროდუქტებზე მოთხოვნა გლობალურად გაიზარდა მისი ჯანსაღი და სასარგებლო თვისებებიდან გამომდინარე (CAGR 6.98%), შესაბამისად, ამ მიმართულებას აქვს პოტენციალი არამხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე გაზარდოს წარმოება, არამედ პროდუქცია ექსპორტზეც გავიდეს. გარდა ამისა, კომპანიას უკვე აქვს ხარისხიანი პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტი", — ამბობენ სინერჯიში.
უმალის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი თევზის გადამამუშავებელი საწარმო ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ურბნისში მდებარეობს და მასში უმეტესწილად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.
უმალის პროდუქციას მინიჭებული აქვს საერთაშორისო სტანდარტის სერტიფიკატები: ISO 22000:2005, HACCP.
ცოტა ხნის წინ უმალი 2021 წლის Golden Brand-ის რიგით მე-16 დაჯილდოების გამარჯვებულიც გახდა ნომინაციაში: თევზეულის და ზღვის პროდუქტების N1 ოქროს ბრენდი. აღსანიშნავია, რომ კომპანია ამ სტატუსს უკვე მე-4 წელია ინარჩუნებს.
სინერჯი კომპანიის განვითარებას რამდენიმე მიმართულებით გეგმავს: გაყიდვების არხების გაფართოებით; თევზისა და ზღვისპროდუქტების ასორტიმენტის გაზრდითა და ბრენდის ცნობადობის ამაღლებით.
"კომპანია უმალი განვითარების იმ ეტაპზეა, როდესაც სწორი პროცესებით მნიშვნელოვანი ზრდის მოხდენაა შესაძლებელი. ვვარაუდობთ, რომ კომპანიის ღირებულება 5 წელიწადში სულ ცოტა გასამმაგდება", — აღნიშნავენ სინერჯიში.
კაპიტალის ზრდის კომპანია — სინერჯი აგრძელებს პორტფელის გაფართოებას, ორგანიზაციას უახლოეს მომავალში კიდევ 2 ახალი, სწრაფად მზარდი კომპანია შეუერთდება.
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები