აცრის შემდეგ ადამიანს მიეცეს 1-2 დღე დასვენებისთვის — გამყრელიძის რეკომენდაცია დამსაქმებლებს
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე დამსაქმებლებს რეკომენდაციით მიმართავს და სთხოვს, აცრის შემდეგ თანამშრომლებს მისცენ ერთი ან ორი დღე დასვენებისთვის. ამის შესახებ გამყრელიძე ვაქცინაციის წამახალისებელ ღონისძიებებზე საუბრისას განაცხადა.
"აუცილებელია, რომ აცრის შემდეგ ადამიანს მიეცეს ერთი ან ორი გამოსასვლელი დღე [...] ეს დამოკიდებულია დამსაქმებლებზე. ეს არის მხოლოდ რეკომენდაციები. ეს არ დგინდება დადგენილებით. ამიტომ, დამსაქმებლებმა უნდა უზრუნველყონ და ამიტომ, ჩვენ ვთხოვთ დამსაქმებლებს, რომ მეტი წახალისება მისცენ აცრებს. მათ შეიძლება ბევრი რამე მოიფიქრონ ამასთან მიმართებაში", — განაცხადა გამყრელიძემ.
მან მაგალითად სწორედ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოიყვანა და აღნიშნა, რომ მის თანამშრომლებს აქვთ შესაძლებლობა აცრის შემდეგ 2 დღე დაისვენონ. სწორედ ამას უკავშირებს გამყრელიძე ვაქცინირებულთა პროცენტულად მაღალ რაოდენობას NCDC-ში.
"დაავადებათა კონტროლის ცენტრში მე, მაგალითად, გამოსასვლელ დღეს ვაძლევ ორ დღეს იმ ადამიანებს, ვინც იცრებიან. დაავადებათა კონტროლის ცენტრში მომუშავე ადამიანების 61% დღეს აცრილია და გვინდა, რომ აგვისტოს ბოლოსთვის ავიდეთ 80-85%-ზე", — ამბობს გამყრელიძე.
მან ისაუბრა იმაზეც, რა სახის წამახალისებელი ღონისძიებები შეიძლება დაიგეგმოს მომავლისთვის.
"მიღებული პრაქტიკაა სხვადასხვა ლატარიების გათამაშება და შესაბამისად, წამახალისებელი ღონისძიებები. იგივე ორჯერადად აცრილებისთვის გარკვეული შეღავათები, რომ ისინი უფრო ადვილად მიიღებენ სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობას და ბევრი სხვა", — ამბობს ამირან გამყრელიძე.
გაიგე მეტი:
- ლუგარში თითქმის ნახევარი დადებითი შემთხვევებიდან დელტა შტამია უკვე — გამყრელიძე
- ისრაელმა საქართველო წითელი ქვეყნების სიაში შეიყვანა
- booking.moh.gov.ge-ზე Pfizer-ის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია დაწყებულია
- იმნაძე: მახსოვს, რომ მეკითხებოდნენ — ვირუსი ღამე დადის? გამოჩნდა, რომ თურმე ღამე დადიოდა
- რა იცვლება ვაქცინაციის პორტალზე — ტიკარაძის განმარტება
- ტიკარაძის თქმით, booking.moh.gov.ge-ზე Pfizer-ის მეორე დოზების რაოდენობა შეცდომით წერია
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები