კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის საპატრიარქოსა და მთავრობას მოუწოდებს, შეწყვიტონ მედიის დისკრედიტაცია
კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის ყველა საჯარო პირს მოუწოდებს, რომ საზოგადოებაში მტრული განწყობების გაღვივება და მედიის დისკრედიტაცია შეწყვიტონ. ასე ეხმაურებიან ისინი ბოლო დღეებში სხვადასხვა პირის, მათ შორის, მთავრობის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს მედიებთან დაკავშირებით.
კერძოდ, კოალიციის თქმით, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებისთვის "მოძალადეებისა" და "პარტიულ აქტივისტების" წოდებით კიდევ ერთხელ შეუწყო ხელი მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესიის გაღვივებას.
გარდა ამისა, ისინი მიუთითებენ, რომ კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მათი თქმით, გამოძიება უნდა დაიწყოს, როგორც ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, ისე სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტთან დაკავშირებით.
ამასთან, ერთობლივ განცხადებაში ხელმომწერი ორგანიზაციები აფასებენ საპატრიარქოს განცხადებასაც და აღნიშნავენ, რომ მისი პათოსი მმართველი გუნდის საჯარო განცხადებებთანაა თანხვედრაში.
"გუშინვე, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც მწვავედ გააკრიტიკა მედიის წარმომადგენლები და პრაქტიკულად მოუწოდა სასულიერო პირებს კომუნიკაცია შეწყვიტონ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიებთან. საპატრიარქოს განცხადების პათოსი თანხმობაშია მმართველი გუნდის საჯარო განცხადებებთან, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მედიის მიმართ ძალადობის ესკალაციის რისკებს", — ნათქვამია განცხადებაში.
კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის პარტნიორი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ეს არის კოორდინირებული შეტევა მედიაზე, რაც საგანგაშოა იმის ფონზე, რომ ხელისუფლება არ ცდილობს მიიღოს პრევენციული ზომები ჟურნალისტებისა და ოპერატორების უსაფრთხოების დაცვის მიზნით. ისინი აღნიშნავენ, რომ უფრო მეტიც, ხელისუფლება ჟურნალისტების უფლებების პატივისცემისკენ მოწოდებებს "დეზინფორმაციას" და "ცილისწამებას" უწოდებს, ხოლო 5-6 ივლისს მედიის მიმართ უპრეცედენტო მასშტაბის ძალადობის ორგანიზატორებს არ აკავებს.
"გვაქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული ძალების მხრიდან მედიის მიმართ აგრესიის გაძლიერება კიდევ უფრო გაზრდის ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე თავდასხმების რაოდენობას", — აცხადებენ ხელმომწერი ორგანიზაციები.
ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, შეწყვიტონ ჟურნალისტებზე ძალადობის წახალისება, საჯაროდ გაემიჯნონ ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი ძალადობის პრაქტიკასა და მიიღონ ზომები უსაფრთხო გარემოს შექმნისათვის.
ამასთან, ისინი მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება თეა წულუკიანის მიერ მთავარი არხის ქონების მიტაცებისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელისშეშლის ფაქტებთან მიმართებით.
"მოვუწოდებთ ყველა საჯარო პირს, მათ შორის, საქართველოს საპატრიარქოს, შეწყვიტონ საზოგადოებაში მტრული განწყობების გაღვივება და მედიის დისკრედიტაცია", — წერია განცხადებაში.
ხელმომწერი ორგანიზაციებია:
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი — IDFI;
- ლიბერალური აკადემია თბილისი;
- მედიაკლუბი;
- მედიის განვითარების ფონდი;
- მედიის უფლებები;
- სატელევიზიო ქსელი;
- საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო;
- სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება — ISFED;
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია — GYLA;
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა — GDI;
- საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია — GRMA;
- საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია;
- საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია;
- უფლებები საქართველო;
- ღია საზოგადოების ფონდი — OSGF.
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
კომენტარები