მერიის განცხადებით, ჰომოფობიურ პლაკატებს ჩამოხსნიან და დაჯარიმებაზეც კანონის მიხედვით იმოქმედებენ
თბილისის მერიის განცხადებით, "ვრცელდება ინფორმაცია", რომ დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე მოქალაქეთა ჯგუფმა თვითნებურად გააკრა პლაკატები და დაამახინჯა ქალაქის იერსახე. უწყებაში ამბობენ, რომ ეს უკანონო ქმედებაა.
"აღნიშნული პლაკატების ჩამოხსნას უზრუნველყოფს თბილსერვის ჯგუფი, ხოლო რაც შეეხება კანონდამრღვევთა დაჯარიმებას, თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექცია იმოქმედებს კანონის ფარგლებში", — აცხადებენ მერიაში.
დღეს თბილისის ქუჩებში კვლავ გამოჩნდა ბანერები წარწერით: "არა ნაცებს, არა ბოროტებას", თუმცა ამჯერად ჰომოფობიური შინაარსით. წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ამჯერად ბანერზე გამოსახულია არა მხოლოდ რომელიმე პოლიტიკური ლიდერი, არამედ კრიტიკული ტელევიზიების ხელმძღვანელები, ასევე, თბილისი პრაიდის დამფუძნებელი გიორგი თაბაგარი და სირცხვილიას აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი. გარდა ამისა, პლაკატზე არის ცისარტყელაც.
დამკვეთი ოფიციალურად უცნობია, თუმცა პლაკატებზე გამოსახულ ადამიანებს ეჭვი აქვთ, რომ ეს ქართულმა ოცნებამ გააკეთა. On.ge ამ საკითხზე მმართველ პარტიას დაუკავშირდა, სადაც ამას უარყოფენ და აცხადებენ, რომ არაფერ შუაში არიან.
აღსანიშნავია, რომ ფასადებზე, მათ შორის დროებით რკინის კედლებზე პლაკატების გაკვრისთვის არაერთხელ დაუჯარიმებიათ აქტივისტები. On.ge თბილისის მერიას დაუკავშირდა, სადაც ამბობენ, რომ მზად არიან კანონის შესაბამისად იმოქმედონ და დააჯარიმონ ის ადამიანები, ვინც ფასადებზე პლაკატები გააკრა. თუმცა უწყების ინფორმაციით, მათი ვინაობა შსს-მ უნდა დაადგინოს.
დავუკავშირდით შინაგან საქმეთა სამინისტროსაც, საიდანაც პასუხს ველოდებით და მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
წარწერა: "არა ნაცებს, არა ბოროტებას" თბილისში პირველად 2018 წლის ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნების წინ გამოჩნდა. მაშინ სარეკლამო ბილბორდზე ნაციონალური მოძრაობის ყოფილი და მოქმედი ლიდერების ფოტოები იყო გამოსახული, წარწერაზე კი სისხლი ჩანდა. ამ თემაზე საუბრისას ქართულ ოცნებაში ამბობდნენ, რომ ბილბორდი მათი დაკვეთით არ გაკეთებულა და კერძო ინიციატივაა, თუმცა ამის თაობაზე ინფორმირებული იყვნენ.
რამდენიმე დღეში ბილბორდებზე გამოჩნდა ახალი ფოტო, სადაც ენმ-ის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის სახეების უკან ყოფილი მაღალჩინოსნების სახეები იყო შესაბამისი წარწერებით: "ირჩევ ვაშაძეს, იღებ სააკაშვილს!", "ირჩევ ვაშაძეს, იღებ ახალაიას!", "ირჩევ ვაშაძეს, იღებ ქარდავას!", "ირჩევ ვაშაძეს, იღებ ვაშაძეს!".
მას შემდეგ, რაც 5 ივლისს ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები მედიას ფიზიკურად გაუსწორდნენ, თავს დაესხნენ რამდენიმე მოქალაქეს და დაარბიეს ორგანიზაციების ოფისები, სახელმწიფომ კი მათ დასაცავად ფაქტობრივად არაფერი გააკეთა, არაერთი აქცია გაიმართა. საპროტესტო ღონისძიებებს გეგმავენ მედიის წარმომადგენლებიც. 11 ივლისს გარდაიცვალა TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელსაც ძალადობრივმა ჯგუფებმა 5 ივლისს, სირცხვილიას ოფისის დარბევის მცდელობისას სცემეს. აქციები ამის შემდეგ უფრო აქტიური გახდა. მედია ითხოვს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მომხდარის გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს. ძალადობის ორგანიზატორები ამ დრომდე არ დაუკავებიათ, ღარიბაშვილი კი ჰომოფობიურ განცხადებებს აკეთებს.
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები