გახარია 20 ივნისის "ყველაზე მნიშვნელოვან ნეგატიურ გმირად" მელიას მიიჩნევს
გიორგი გახარია, რომელიც 20 ივნისს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, რა დროსაც სპეცდანიშნულების რაზმის მიერ აქციის დაშლის შედეგად ათეულობით ადამიანი დაშავდა, რამდენიმემ კი თვალი დაკარგა, ამ დღის "ყველაზე ნეგატიურ გმირად" ნიკა მელიას მოიხსენიებს. ექსპრემიერისა და ყოფილი შს მინისტრი უკმაყოფილოა, რომ მელია თბილისის მერობის კანდიდატია. მის თქმით, ეს მხოლოდ "უსუსურ ქართულ ოცნებას შეეძლო მოეხერხებინა".
"20 ივნისს სახელმწიფომ შეასრულა თავისი ფუნქცია, დაიცვა ქვეყანაში წესრიგი. სხვათა შორის ოცნების დღევანდელ "ბოსებს" მინდა გავახსენო, რომ 20 ივნისს დავიცავით მათი დღევანდელი მდგომარეობა. მიუხედავად იმ დიდი გულისტკივილისა, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და პირველ რიგში, მე დამრჩა 20 ივნისის შემდგომ, როდესაც მართლა დაშავდნენ ადამიანები, ქართულმა ოცნებამ, თავისი უსუსურობით, მიაღწია იმას, რომ 20 ივნისის ყველაზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გმირი, რომელიც მოუწოდებდა პარლამენტის შტურმისკენ, დღეს ოფიციალურად მერობის კანდიდატად არის წარდგენილი. მინდა "მივულოცო" ეს ქართული ოცნების დღევანდელ ბოსებს. როგორ მოახერხეს, რომ ადამიანი, რომელიც 20 ივნისს სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმს ახორციელებდა და მოქალაქეებს, ახალგაზრდებს მოუწოდებდა პარლამენტში შეჭრისკენ, დღეს გამოდის და თბილისის მერობის ოფიციალური კანდიდატია. ნუ, ამას მოხერხება სჭირდებოდა და ეს მხოლოდ უსუსურ ქართულ ოცნებას შეეძლო მოეხერხებინა", — აცხადებს გახარია.
თუმცა პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ კომენტარში არ ჩანს, გახარიას აზრით, კონკრეტულად რა უნდა გაეკეთებინა ქართულ ოცნებას, რომ ნიკა მელია კანდიდატი არ ყოფილიყო.
შეგახსენებთ, რომ გავრილოვის ღამის შემდეგ რუსთაველის გამზირზე აქციები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მთავარი მოთხოვნა გახარიას გადადგომა იყო. დაიწერა სიმღერაც სახელწოდებით "გახარიას უხარია". გარდა ამისა, აქტივისტებმა პარლამენტთან დადგეს გახარიას ბიუსტიც, რომელიც ღილაკზე თითის დაჭერისას ბოდიშს იხდიდა. ბანერებისა და პლაკატების უმრავლესობაზე ან გახარიას სახე იყო გამოსახული, ან მისი გადადგომის მოთხოვნა ეწერა.
ნიკა მელია თბილისის მერობის კანდიდატია. ცნობილია, რომ მას მხარს უჭერს ოპოზიციის ნაწილიც. კერძოდ, ევროპული საქართველო, დროა და გირჩი — მეტი თავისუფლება. ამასთან, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ელენე ხოშტარიაა, ხოლო ვიცე-მერობის — გირჩის წარმომადგენელი. ცნობილია ისიც, რომ ენმ თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატებს საერთოდ არ დააყენებს, ხოლო მინიმუმ სამი ადგილი ექნება გირჩს. ამასთან დაკავშირებით ოპოზიციაში მოლაპარაკებები გრძელდება. ამ დროისთვის უცნობია ლელოს პოზიცია, სტრატეგია აღმაშენებელი კი "მესამე ძალაზე" საუბრობს და თბილისში საკუთარი კანდიდატი ეყოლება. რაც შეეხება ქართულ ოცნებას, უკვე ცნობილია, რომ თბილისის მერობა მეორედ სურს კახა კალაძეს.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები