სტარტაპი Stack მეწარმეობის მსოფლიო თასი საქართველოს ფინალური ღონისძიების გამარჯვებულია
სტარტაპი მონაწილეობას მიიღებს გლობალური აქსელერაციის პროგრამაში და იბრძოლებს ოქტომბერში საუდის არაბეთში დაგეგმილ ფინალურ ღონისძიებაზე ადგილის მოსაპოვებლად.
სტარტაპმა Stack Entrepreneurship Word Cup Georgia-ს ფინალურ ღონისძიებაზე მთავარი პრიზი მოიპოვა და გლობალური ფინალისტი გახდა.
სტარტაპის თანადამფუძნებელი გიორგი ლალიაშვილი გლობალური კონკურსის მომდევნო რაუნდში 200 ქვეყნის ეროვნული გამარჯვებულების წინააღმდეგ იბრძოლებს მილიონი დოლარის ფულადი ჯილდოს მისაღებად.
Stack-ის ინტერნეტ ბრაუზერი დაფუძნებულია ერგონომიურ პრინციპებზე და მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს უკეთ მოახდინონ ვებ კონტენტის ორგანიზება, განახორციელონ ნავიგაციის პროცესი სხვა ბრაუზერებთან შედარებით ორჯერ უფრო სწრაფად და შეასრულონ ამოცანები დაბრკოლებების გარეშე.
EWC გლობალური ფინალისთვის მოსამზადებლად, ლალიაშვილი მონაწილეობას მიიღებს გლობალურ აქსელერაციის პროგრამაში, რომელიც მოიცავს ვირტუალურ ტრენინგსა და ინდივიდუალური მენტორობის პროცესს და მიზნად ისახავს კომპანიის ზრდის ხელშეწყობას.
Entrepreneurship World Cup Georgia -ს კონკურსის ფინალისტები იყვნენ:
- Citypay.io, ბლოკჩეინის სისტემაზე დაფუძნებული გადახდის სისტემა,რომელიც ბიზნესს კრიპტო ტრანზაქციების განხორციელებას მნიშვნელოვნად შემცირებული დანახარჯებით სთავაზობს.
- Omofox, გლობალური ციფრული სატვირთო გადაზიდვების პლატფორმა
- Dinespace, აპლიკაცია რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, წინასწარ შეუკვეთონ სასურველი საკვები და წინასწარვე შეძლონ ანგარიშსწორება.
- Ebazaar.ge, ციფრული აგრო პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს ტრადიციული აგრო მარკეტის ჩანაცვლებას
- Sustainable Geniuses, თამაში რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ფინანსური განათლების პოპულარიზაციას
- Green Lab , ერთჯერადი, ეკო მეგობრული, ბიოდეგრადირებადი აქსესუარები
კონკურსის ჟიურის წევრების გადაწყვეტილებით ადგილობრივი მხარდამჭერებისა და პარტიორების (მათ შორის მობილური ოპერატორი ბილაინის, ფაბლაბ ილიაუნის, პრე აქსელერატორი Zoomout-ის და ჯეპრას) მიერ დაწესებული ჯილდოების მფლობელები გახდნენ:
- Dinespace – დაჯილდოვდა 3000 ლარიანი ფულადი პრიზით;
- Sustainable Geniuses – დაჯილდოვდა ფაბლაბ ილიაუნისა და პრე-აქსელერატორი
- Zoomout-ის მიერ მენტორობის პროგრამითა და პროტოტიპის შემუშავებით; საკონსულტაციო კომპანია ‘ჯეპრას’ მიერ ქართულ ენაზე ადაპტირებული ბიზნეს ლიტერატურით ;
- თითოეული მონაწილე კონკურსანტი მიიღებს წვდომას უფასო ვირტუალური ტრენინგებსა და 25,000 აშშ დოლარამდე ღირებულების სერვისებთან
კონკურსის ჟიური მოიცავდა სამოქალაქო, აკადემიური, ტექნოლოგიური და ბიზნეს სექტორის პროფესიონალებს, მათ შორის :
- თინა ღოლაძე, მმართველი დირექტორი, გლობალური სამეწარმეო ქსელი
- ნანა დიხამინჯია, ვიცე რექტორი ინოვაციებისა და მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- დავით ჩეჩელაშვილი, ტექნოლოგიური ანტრეპრენერი
- ნატო ჩაკვეტაძე, პროგრამის კოორდინატორი, 500 Startups
- ჯაბა შავიშვილი, ციფრული პროდუქტების მენეჯერი, ბილაინი
- ნუცა სუბელიანი, უფროსი კონსულტანტი, საკონსულტაციო კომპანია ჯეპრა
მეწარმეობის მსოფლიო თასის კონკურსი ხორციელდება გლობალური სამეწარმეო ქსელი საქართველოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მობილური ოპერატორის ბილაინის მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორები არიან - მეწარმეთა ასოციაცია, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, ინგლისურ ენოვანი ონლაინ გამოცემა Caucasus Business Week და საკონსულტაციო კომპანია ჯეპრა.
მეწარმეობის მსოფლიო თასის ღონისძიებაში 2021 წელს 200 ქვეყნის 150 000-ზე მეტმა კონკურსანტმა მიიღო მონაწილეობა. ინიციატივა მიზნად ისახავს სტარტაპების ბიზნესის განვითარებისა და მასშტაბირების ხელშეწყობას, გლობალური სააქსელერაციო პროგრამის დახმარებით .
გლობალური ფინალისტები ერთმანეთს შეხვდებიან Misk Global Forum- ზე, რიადში, საუდის არაბეთში, ოქტომბერში.
EWC არის ინიციატივა, რომელსაც ხელმძღვანელობენ Misk Global Forum, გლობალური მეწარმეობის ქსელი და გლობალური განათლებისა და ლიდერობის ფონდი, ეროვნული და გლობალური პარტნიორების, მათ შორის GSVlabs და მეწარმეთა ორგანიზაციის, მხარდაჭერით.
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
კომენტარები