დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

26 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 264 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 665, ხოლო გარდაიცვალა — 26 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 375 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით — 9 807, ხოლო PCR-ით — 9 568.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.52%, ბოლო 7 დღის — 6.44%, ხოლო 14 დღის — 5.73%.

ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 404 023-ს. ვირუსს ჯამში ემსხვერპლა 5 714, ხოლო გამოჯანმრთელდა 374 753 ადამიანი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 264 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასეთია:

  • თბილისი — 676;
  • აჭარა — 224;
  • იმერეთი — 84;
  • ქვემო ქართლი — 45;
  • შიდა ქართლი — 33;
  • გურია — 15;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 65;
  • კახეთი — 62;
  • მცხეთა-მთიანეთი — 35;
  • სამცხე-ჯავახეთი — 19;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 23 530, საიდანაც 5 247 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 1 737 კლინიკურ სასტუმროში, ხოლო 16 546 მკურნალობის კურსს სახლში გადის. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 967 პირი, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 216 ადამიანი.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 62 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში — 17 023.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: