აცრის შემდეგ გარდაცვალება პრაქტიკულად გამორიცხულია, მოვუწოდებ ყველას, აიცერით — ღარიბაშვილი

ფოტო: საქართველოს მთავრობა
საქართელოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებს, რადგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემდეგ გარდაცვალება პრაქტიკულად გამორიცხულია.
"მე მინდა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მივმართო თხოვნით, კიდევ ერთხელ ავუხსნათ ჩვენ ვაქცინაციის მნიშვნელობა. ძალიან ბევრი კითხვა ისმის, თუ რატომ არის აუცილებელი ვაქცინაციის ჩატარება. მთავარი პასუხი და მთავარი არგუმენტი, ჩემი აზრით, მინდა გავუზიარო ჩვენს მოსახლეობას, არის ის, რომ აცრის შემდეგ გარდაცვალება, რაც ყველაზე მტკივნეულია ჩვენთვის, ადამიანების გარდაცვალება არის პრაქტიკულად გამორიცხული, შესაბამისად მე მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, რომ ჩავიტაროთ აცრა, დავიცვათ საკუთარი სიცოცხლე, საკუთარი ჯანმრთელობა და ამასთანავე, რა თქმა უნდა, ჩვენი მშობლები, ჩვენი შვილები, ჩვენი ახლობლების ჯანმრთელობა", — ამბობს ღარიბაშვილი.
ის, ასევე, აცხადებს, რომ ვაქცინაციის შესახებ ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება და ის სთხოვს მოსახლეობას, რომ მხოლოდ მეცნიერებას დაუჯერონ.
"ძალიან ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება ვაქცინების თაობაზე, მე მინდა ვთხოვო ყველას, მოსახლეობას, რომ ჩვენ დავეყრდნოთ და დავუჯეროთ მეცნიერებს, მეცნიერებას და არა ფეისბუქის საშუალებით გავრცელებულ ათას ტყუილს, ჭორ-მართალს და ა.შ", — ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი.
26 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 264 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 665, ხოლო გარდაიცვალა — 26 ადამიანი. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 375 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით — 9 807, ხოლო PCR-ით — 9 568. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.52%, ბოლო 7 დღის — 6.44%, ხოლო 14 დღის — 5.73%.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
- როგორ უნდა გამოვიყენოთ და დავამუშავოთ მრავალჯერადი პირბადეები
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები