დღემდე ვერ მოვძებნე ფორმულა, როგორ უნდა შევაფასო წულუკიანის ქცევა — დეკანოიძე
"გულწრფელად გეტყვით, რომ დღემდე ვერ მოვძებნე ფორმულა, როგორ უნდა შევაფასო წულუკიანის ქცევა", — ასე ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, ხატია დეკანოიძე კულტურის მინისტრის ქმედებას. დეკანოიძე ამბობს, რომ ჟურნალისტისთვის მიკროფონის გამოგლეჯა და საქმიანობაში ხელშეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია.
"მიტაცებაა, წარმოუდგენელია. საშიშია და ახალისებს იმ ძალადობას, რომ მინისტრი, კულტურის მინისტრი, რომელსაც საერთოდ სხვა პრიორიტეტები უნდა ჰქონდეს და იქცევა ისე, როგორც იქცევა ეს არის გზავნილი დანარჩენი საზოდგადოების მიმართ და მე შემიძლია ყველაფერი ჩავიდინო და დავუძახო პოლიციას ვიღაცეები, ასეთი სიტყვა და შეფასება მივცე და შემდეგ მე არავინ არ დამსაჯოს და მეც არანაირი პასუხისმგებლობა არ ვიგრძნო. რა თქმა უნდა, ეს არის ძალადობა, რომელსაც ახალისებს პრემიერმინისტრი და მინისტრები და ქართული ოცნების უმრავლესობა", — განაცხადა დეკანოიძემ.
დეკანოიძის განცხადებით, არსებობს მედიები, რომელთა სარედაქციო პოლიტიკას არ ეთანხმება, მაგრამ მათ მიკროფონს არ წაგლეჯს. მისი თქმით, ასე რომ მოიქცეს მწვავე შეფასებები მოყვება, რაც ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს.
ვიცე-პრემიერი და კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი მთავარი არხის ჟურნალისტს მიკროფონს არ უბრუნებს. მან ემა გოგოხიას მიკროფონი სენაკის თეატრში წაართვა და შეუარცხყოფა მიაყენა.
უხეშად წართმევის შემდეგ, მინისტრმა მთავარი არხის მიკროფონით დაიწყო საუბარი და ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა. წულუკიანი ჟურნალისტს უთხრა: "ემა, მოდი, აბა თქვი, ბიძინას გაუმარ...". მანვე Facebook-ზე გამოაქვეყნა ფოტო და დაწერა, რომ ამიერიდან გაკეთებული საქმეების შესახებ ამ მიკროფონით უნდა "გვაუწყოს". მინისტრის აზრით, ამ საქციელით ჟურნალისტი განაიარაღა.
აღსანიშნავია, რომ მთავარი არხის ჟურნალისტმა პოლიცია იქვე გამოიძახა. როგორც გოგოხიამ თქვა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ საქმე არა მათი, არამედ კრიმინალური პოლიციის კომპეტენცია იყო, დაემშვიდობნენ და წავიდნენ. ამ ფაქტს სცენიდან გამოეხმაურა წულუკიანი, რომელსაც ხელში ისევ მთავარი არხის მიკროოფნი ეჭირა და განაცხადა, რომ "ვიღაცები" ტყუილად გამოიძახეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ისევ არ იციან, დაიწყო თუ არა გამოძიება თეა წულუკიანის მიერ ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართევაზე. On.ge უკვე რამდენიმე დღეა ცდილობს, უწყებიდან ამის შესახებ ინფორმაცია მიიღოს. ამ ქმედებაზე კითხვა დაუსვეს შინაგან საქმეთა მინისტრსაც. ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ ინფორმაცია ახლა მიიღო და აუცილებლად გაერკვევა, რის შემდეგაც რამდენიმე დღე გავიდა.
მთავარმა არხმა პროკურატურასაც მიმართა. ნიკა გვარამიას თქმით, ეს არის ძალიან სახიფათო და პირდაპირი სიგნალი, რომ მედიაზე ძალადობრივი ზემოქმედების ახალი ტალღა იწყება.
წულუკიანი, რომელიც ამტკიცებდა, რომ მიკროფონს არ დააბუნებს ჟურნალისტს სვანეთში ეპატიჟება და ამბობს, რომ არხის კუთვნილ მიკროფონს სწორედ იქ დაუბრუნებს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე On.ge-სთან განმარტავს, რომ კულტურის მინისტრის ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს შესაძლოა შეიცავდეს. ეს მუხლი ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელის შეშლას გულისხმობს. ამასთან, ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, თუ წულუკიანი მიკროფონის დაბრუნებას არ აპირებს, გამოძიების დაწყება საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშულისთვისაც შესაძლებელია.
გაიგე მეტი:
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
კომენტარები